სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » საკასაციო საჩივარი
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- საკასაციო საჩივარი
ავტორი Admin, 22-04-2012, 13:08 | კომენტარები (0)
[img=left]http://www.picz.ge/img/s2/1204
/22/9/9ab5d0120e16.jpg[/img]


საქართველოს უზენაესი სამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას
ს ა კ ა ს ა ც ი ო ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(თბილისის სააპელაციო სასამართლოს ს/ს საქმეთა პალატის 2011 წლის 01 მარტის განაჩენის გაუქმების შესახებ მსჯავრდებულ ჯ. ლეონიძის მიმართ. საქმე #1/ბ-915-10)

თბილისის საპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 01 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის საქმეზე #1/ბ-915-10 უნდა გაუქმდეს როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო. ამავე დროს, განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, არსებითად დაირღვა განსასჯელისა და დაცვის უფლებები, რითაც ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურ განხილვას. ყოველივე ამან კი გავლენა იქონია კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.

1. გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა;

2. განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას;

3. არსებითად დაირღვა განსასჯელისა და დაცვის უფლებები, რაც როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი ნორმების უხეში იგნორირებით განხორციელდა;

4. ყოველივე ამით კი ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურ განხილვა
1. გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა

1.1 საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ შეიქმნა დანაშაულებრივი ჯგუფი (პირობითად –საჯარო რეესტრის პარალელური სტრუქტურა), რომლებიც სხვადასხვა მაქინაციების მეშვეობით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახერხებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.
1.2. დასახელებულ დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანებული იყო შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი მალხაზ ბაბლიძე და მისი ქვისლი, საჯარო რეესტრის თანამშრომელი ლაშა დვალიშვილი.
1.3. სწორედ ამ ორი პირის აქტიურობით ჯემალ ლეონიძე დარწმუნდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო კანონიერი გზით მისი საკუთრების მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ამ მიზნით მან ნამდვილად გადასცა თანხები დირექტორ მ. ბაბლიძეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთებს ჯ. ლეონიძე წლების ნამძილზე ფლობდა და სარგებლობდა, სადაც განთავსებული ჰქონდა საკომუნიკაციო საშუალებებიც (უფრო დეტ. იხ. 23 ნოემბრის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ).
1.4. ამდენად, ლ. ლეონიძის ზემოაღწერილი ქმედება არის მხოლოდ განზრახვა კანონიერი გზით დაარეგისტრიროს ქონება. მაგრამ არ იკვეთება დანაშაულებრივი განზრახვა შექმნას და გამოიყენოს ყალბი დოკუმენტები და ამ დოკუმენტების მეშვეობით თაღლითურად დაეუფლოს უძრავ ქონებას. საქმეში წარმოდგენილია ჯ. ლეონიძის მიერ გადახდილი მოსაკრებლები მიწით წინა წლებში სარგებლობის შესახებ (დაახლოებით 25 000 ლარი).
1.5. ლ. ლეონიძის ზემოაღწერილი განზრახვის დადასტურება შეიძლება საქმეში არსებული მწირი მასალებიდანაც კი. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა შეეძინა საღად მოაზროვნე ადამიანს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ქონება თუ იგი ამ ქონების რეალურ ღირებულებას ისედაც იხდიდა (ანუ ჯ. ლეონიძე ამ ნაკვეთებს მის მიერ უკვე გადახდილი თანხების სანაცვლოდ ისედაც შეიძენდა, ან რატომ გადაიხდიდა 170 000 აშშ დოლარს წინასწარ და შემდგომში 800 000 ლარს მიწის ნაკვეთში, რომელიც აღმოჩნდა ორი საკადასტრო კოდის მატარებელი, რომლიდანაც ერთ ერთი იყო ყალბი).
1.6. ჯ. ლეონიძის ზემოაღწერილ ქმედების დადასტურება შესაძლებელი იყო უშუალოდ მ. ბაბლიძისა და ლ. დვალიშვილის დაკითხვით. მ. ბაბლიძე ძებნაშია - იგი წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაიკითხა ერთხელ და შემდგომ მიეცა შესაძლებლობა მიმალულიყო, ხოლო ლ. დვალიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაიკითხა ზერელედ (ჯ. ლეონიძეს ამ დროს ჰპირდებოდნენ საპროცესო შეთანხმებას, რის სანაცვლოდ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას ითხოვდნენ). რის შემდეგ კი ლ. ლ. დვალიშვილთან სასწრაფოდ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
1.7. სააპელაციო სტადიაზე დაცვის მიერ დაყენებული შუამდგომლობით მოწმეთა დაკითხვის შესახებ ნაწილობრივ მაინც იძლეოდა შესაძლებლობას უსრულო და ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების შესავსებად. მიუხედავად ამ ვალდებულებისა სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა იგი, რითაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა გასაჩივრებული განაჩენი ჯ. ლეონიძის მიმართ.
1.8. გასაჩივრებულ განაჩენში “დასაბუთებული” დასკვნა, რომ ჯემალ ლეონიძემ წინასწარი შეთანხმებით დამნაშავეთა ჯგუფთაან ერთად შექმნა, გამოიყენა ყალბი დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ქონებას არ დასტურდება საქმის მასალებით. ანუ არ არის გაბათილებული ჯ. ლეონიძის შემდეგი განმარტება (იხ. ჵირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, 34-ე გვერდის 2-ე აბზაცი. ზ. თ.): რომ მას გააჩნდა სურვილი კომპანიის სასარგებლოდ შეეძინა უძრავი ქონება, რასაც იგი აკეთებდა მ. ბაბლიძის (კომპანიის დირექტორი) მეშვეობით, რომელიც მას არწმუნებდა, რომ ყველა მოქმედება იყო კანონიერი. საჯარო რეესტრიდან მიღებულ ყველა ინფორმაციას ამოწმებდა მისი იურისტის მეშვეობით, ხოლო შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში (ყველა ქონება დაიტვირთა იპოთეკით. ზ. თ.) ამ დოკუმენტების ნამდვილობას ასევე ამოწმებდნენ ბანკის იურისტებიც, რომელთა დასკვნის შემდეგ ხდებოდა მხოლოდ ამ ქონებაზე სესხების გაცემა.
1.9. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ჯ. ლეონიძის მიერ შექმნილი და გამოყენებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. აამ ნაწილში მისი ბრალეულობა “დადასტურებულია” მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაგაფორმებულ ლ. დვალიშვილის “ჩვენებით”, რომ თურმე ყალბი დოკუმენტის შექმნის თაობაზე ჯ. ლეონიძე ინფორმირებული იყო და მისი ინიციატივიდან გამომდინარეობდა, ანუ რადგანაც მ. ბაბლიძე (ლ. დვალიშვილის ქვისლი) საქმის კურსში იყო ჯ. ლეონიძესაც (75% წილის მფლობელს) უნდა სცოდნოდა ყველაფერიო. სასამართლო არ დაინტერესებულა ლ. დვალიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობით თანხების მიღებისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის გადაცემის თაობაზე. ანუ აშკარა გარემოება შესაძლო საჯარო რეესტრის მაღალჩინოსნის თაობაზე, რომლისთვისაც ლ. დვალიშვილს უნდა ჰქონდეს და არ ასახელებს დიდი ოდენობით თანხა გადაცემული, რომელიც მ. ბაბლიძემ გამოართვა ჯ. ლიონიძეს (უფრო დეტ. იხ. 23 ნოემბრის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ).
1.10. ამ “ჭეშმარიტების” გამზიარებელ პიროვნებას უნდა გაეცა პასუხი საკასაციო საჩივრის $ 1.5. დასახელებულ გარემოებაზე. გასაჩივრებულ განაჩენში ზემოაღნიშნულზე გვერდის ავლა კი მაძლევს სრულ საფუძველს განვაცხადო, რომ შერაცხული ბრალი დანაშაულისათვის სსკ 362-ე მუხლით საერთოდ დაუსაბუთებელია და მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული.
1.11. ჯემალ ლეონიძის მიმართ საქმის აგორება, მისი დაპატიმრება, საპროცესო შეთანხმების მიღების მცდელობა მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ხელში ჩაეგდოთ ამ ადამიანის მიერ წლობით შექმნილი სერიოზული ბიზნესი – ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ათეულობით ქსელი.
1.12. ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს სისხლის სამართლის საქმის მთელი ისტორია და განაჩენით “დადგენილი” ალოგიკურიობა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჯ. ლეონიძის ქონების მიმართ დამოკიდებულების ნაწილში, რომლითაც ჯ. ლიონიძეს დაეკისრა 50 000 ლარის ზარალის ანაზრაურება (თავდაპირველი 2 მილიონი ლარი შემცირდა 50 000-მდე ??????) და მოიხსნა ყადაღა ჯემალ ლეონიძის შემდეგ ქონებებზე: მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ორბეთი, მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონი სოფ. გუდაური, ჯემალ ლეონიძის 75%-იან წილს შპს “მაგნატი 2006”-ში, ამავე საზოგადოების 100%-იან წილები შპს “მაგნატი გვირილა 2006”-ში, შპს “ტიფლის 777”-ში, შპს “სატივე გვირილა”-ში და ჯემალ ლეონიძის 45%-იან წილს შპს “კოკო”-ში. ასევე ძალიან ბუნდოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო სარჩელის ნაწილის იმ ნაწილში, როდესაც არ არის განსაზღვრული თუ ვის მიაყენა ზარალი ჯ. ლეონიძემ 50 000 ლარის ოდენობით.
1.13. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ერთადერთია _ დასახელებულ საკუთრებებზე ყადაღის არსებობა ხელის შემშლელი გარემოება იყო მავანისათვის, რომელსაც განზრახული ჰქონდა ჯ. ლეონიძის ჯერ გაკოტრება და შემდგომ მისი ქონების ხელში ჩაგდება. ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხი ასევე იძლევა პასუხს კითხვაზე _ თუ თავდაპირველი ბრალით ჯ. ლეონიძემ სახელმწიფოს მიაყენა 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალი, რატომ გახდა იგი, განაჩენის მიღებამდე გაცილებით ადრე, 50 000 ლარი და ვინ გახდა დღეის მდგომარეობით ყადაღახსნილი ქონებების რეალური მესაკუთრე.

დდასკვნა

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი სრულიად დაუსაბუთებელია, ემყარება მხოლოდ საპროცესო შეთანხმებებით “დადგენილ” კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს, აგებულია ვარაუდებზე და მიმართულია ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის გაკოტრებისა და მისი ქონების ხელში ჩაგდებისაკენ.


2. განაჩენი ემყარება კანონით დადგენი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს

2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველად საქმეზე დაკავებულ იქნა სულ 15 პირი. ამათთაგან ცამეტთან “მიღწეულ იქნა” საპროცესო შეთანხმებები, რომელთა მიხედვით ყველა ბრალდებულმა აღიარა ბრალდებისათვის საჭირო ფაქტები, გარემოებები და მიზერულ თანხების სანაცვლოდ მოიპოვეს თავისუფლება.
2.2. ბრალდების შრომითი მოღვაწეობის ნაწილში საპროცესო შეთანხმებების თაობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საპროცესო შეთანხმება ლაშა დვალიშვილის მიმართ. სწორედ ამ პირისაგან მიიღო ბრალდებამ (ლ. დვალიშვილის მესამე ჩვენება) ის რისთვისაც იგი ირჯებოდა მთელი საქმის მანძილზე ჯ. ლეონიძის საწინააღმდეგოდ. ასევე საყურადღებოა საპროცესო შეთანხმება გიუნაშვილებთან – ამ პირებმა სასამართლოზე უარყვეს ჩემი მონაწილეობის შესახებ გამოძიებისათვის მიწოდებული ჩვენებები.
2.3. ლ. დვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების მოსაპოვებლად გამართულ მარათონისას, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯ. ლეონიძესთან – მასაც ჰპირდებიან ანალოგიურს, სანაცვლოდ კი თავშეკავებიკენ და პასიურ მდგომარეობაში ყოფნისკენ მოუწოდებენ, რასაც მოტუებული ჯ. ლეონიძე პირნათლად ასრულებდა – ანუ არ აყენებდა შუამდგომლობებს, მოწმეებს არ უსვამდა საქმისთვის მნიშვნელოვან კითხვებს, არ განუხორციელებია არც ერთი მოქმედება მტკიცებულების მოსაპოვებლად და ა. შ.
2.4. კიდევ ერთი (ბოლო) მე-14 საპროცესო შეთანხმების მიღებას ცდილობდა ბრალდება სააპელაციო სტადიაზე ბრალდებულ ა. ძამაშვილისაგან. იგი არ შედგა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით – ძამაშვილმა ვერ შეაგროვა საპროცესო შეთანხმებისათვის მოთხოვნილი თანხა.
2.5. ქართული საპროცესო კანონმდებლობით საპროცესო შეთანხმებები კანონიერ ძალაში შესული განაჩენია და იგი გამოიყენება როგორც მტკიცებულება. ასეთი განაჩენების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საპროცესო დარღვევების დადგენისას. ასეთი განაჩენებით “დადგენილი” გარემოებები შესაძლოა მიმართული იყოს სხვა ბრალდებულის მიმართ. ამ დროს, ბრალდებულს (ანუ პირს, რომელსაც გააჩნია უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირი), რომლის საწინააღმდეგოდ ჩვენება იქნა წარმოდგენუილი ბრალდების მიერ, არ გააჩნია უფლება დაკითხოს ასეთი პირი. ამ ყოველივეთი კი ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3. დ მუხლი.
2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამათრთლოს პრეცედენტული პრაქტიკით პატიმრობაში მყოფი პირისაგან გამართლებულია თავისუფლების სანაცვლოდ ნებისმიერი ქმედება, მაგრამ ასეთი ქმედების “შედეგად მოპოვებული მტკიცებულება” სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გამოიყენებული სხვა პირის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად.

დდასკვნა
ამდენად, განაჩენი ჯემალ ლეონიძის მიმართემყარება მხოლოდ საპროცესო შეთანხმებების შედეგად მიღებულ 14 განაჩენს. . . . . . .
3. არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

3.1. სააპელაციო ინსტანცია სახელმძღვანელო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (ძველი რედაქცია) ვალდებული იყო შეევსო უსრულო და ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიება, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აღედგინა ბრალდებულის დარღვეული დაცვის უფლებები.
3.2. დაცვის მიერ 2010 წლის ნოემბერში დაყენებული და 2011 წლის 23 თებერვალს განხილული შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ სწორედ რომ ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და შესავსებად იგო გამიზნული. სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამოავლინა მისადმი სავალდებული მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და დამოუკიდებლობა და სრულიად დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, არადა თვით, საჭირო კრიტერიუმებით აღჭურვილი სასამართლო, თავად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით და არა დაუსაბუთებელი უარის გამოქვეყნებით დაცვის შუამდგომლობაზე.
3.3. ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია სისხლის სამართლის მონაწილე მხარეების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით ყველას აქვს უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, ასევე, იგივე პირობებით გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან (უფრო დეტალურად იხილეთ კერძო საჩივარი).
3.4 2010 წლის ნოემბრის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მოწმეთა დაკითხვის თაობაზე პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით გარანტირებულ უფლებას. ამ ყოველივეთი კი სრულყოფილად ვერ ვმსჯელობთ გასაჩივრებული დებულებების მცდარობაზე, სრულყოფილად ვერ ვამოწმებთ დაცვის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმულ მოსაზრებებს (სსსკ 538.1. და 538.2).
3.2. ჯ. ლიონიძეს დაერღვა საკუთრების უფლება (დეტალურად იხილეთ $$ 1.11 და 1.12) საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევის ნაწილში განვმარტავ, რომ ჯ. ლეონიძეს დაერთვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვევნციისა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი.
3.3. ჯემალ ლეონიძის განსახილველ საქმეზე ასევე უხეშად დაირღვა სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადები. რაც შემდეგი გარემოებით დასტურდება: საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი მიიღო 2010 წლის 15 აპრილს, მხარემ იგი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადებში. სააპელაციო საჩივარი თითქმის ერთი კალენდარული წლის მანძილზე (2010 წლის აპრილი – 2011 წლის 01 მარტი) იხილებოდა. ეს ყოველივე პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებულ უფლებას გონივრულ ვადებში საქმის განხილვისა.
3.4. ანალოგიური მდგომარეობაა დაცვის 2010 წლის ნოემბრის შუამდგომლობის განხილვის ვადების თაობაზე. დასახელებული შუამდგომლობა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 4 თვის შემდეგ (2010 წლის 25 ნოემბერი – 2011 წლის 23 თებერვალი). 3 თვის ვადაში საერთოდ უნდა დამთავრებულიყო სააპელაციო ინსტანცია
3.5. არგუმენტად ვერ გამოდგება სავარაუდო აპელირება მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მ. ლომთათიძემ საქმე 4 თვეში განიხილა. ეს გარემოება სრულიად უსუსურია, რამეთუ საქმის განხილვის გონივრულ ვადების ათვლისას კანონმდებლობა ანგარიშობს არა იმ ვადიდან როდის დაიწყო კონკრეტულმა მოსამართლემ საქმის განხილვა, არამედ საერთო სააპელაციო ვადიდან საქმის განხილვის გონივრული ვადის შესახებ, რაც 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
3.6. გასაჩივრებულ განაჩენში სააპელაციო სასამართლოს აპელირება, მასზედ, რომ თურმე მხარეები (ე. ი. ჯ. ლეონიძეც) ეთანხმებოდა საქმის გადადებას ა. ძამაშვილის საპროცესო შეთანხმების გამო, სრულიად უარგუმენტოა, არაადამიანურია, რამეთუ ჯ. ლიონიძე, მისი ადამიანური, ბუნებითი მდგომარეობის გამო, ვერ იტყოდა უარს უბედურებაში მყოფი პირის მდგომარეობის საზიანოდ.
დდასკვნა

ამდენად, განსასჯელ ჯემალ ლეონიძეს არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

4. საქმე არ განხილულა ყოვემხრივად, სრულად და ობიექტურად

4.1. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრში დასახელებული გარემოებებით ფაქტობრივად საქმე გვაქვს ჯემალ ლეონიძის საკუთრებისადმი პირადი ინტერესებიდან წამოსულ ინიციატივებზე, რომელსაც ხორცი შეესხა უსრულო, ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების მეშვეობით, ხოლო საააპელაციო სტადიაზე საქმის არასრულად, არაობიექტურად განხილვით, რითაც ფაქტობრივად ხელყოფილია ჯემალ ლეონიძის საკუთრება, იგი დაუსაბუთებელი განაჩენით ხანგრძლივი დროით გამწესებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ ყოველივეთი კი დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1, 6.3 დ, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიები, ქვეყნის კონსტიტუციითა და სხვა შიდა სახელმწიფო ნორმებით გარანტირებული უფლებები

დ ა ს კ ვ ნ ა
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვაცხადებ, რომ ჯემალ ლეონიძის მიმართ შერაცხული ბრალი არ დასტურდება, იგი თავიდან ბოლომდე შეთითხნილია ბრალდების მიერ, ხოლო არაობიექტური და მიკერძოებული სასამართლო ინსტანციების მიერ დადგენილია სრულიად დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენი. ეს ყოველივე კი გარკვეული ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამ წრის მიერაა დაკვეთილი.

გამოდმინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ:

1. განიხილოთ წინამდებარე საჩივარი ჯ. ლეონიძის მონაწილეობით;
2. გააუქმოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 01 მარტის განაჩენი ჯ. ლეონიძის მიმართ

პატივისცემით,

ზურაბ თოდუა
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!