სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » დამატებითი ინფორმაციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Октябрь 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- დამატებითი ინფორმაციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
ავტორი Admin, 9-06-2016, 22:45 | კომენტარები (0)
დამატებითი ინფორმაციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს



ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
ინფორმაცია
(საქმეზე #56014/11 Jemal Leonidze v. Georgia)
პატივსადებ სასამართლოს ჯემალ ლეონიძემ 2011 წლის 26 აგვისტოს მიმართა, 2011 წლის 26 დეკემბერს, მის ძირითად საჩივარზე სასამართლოს მიეწოდა დამატებითი მასალები, 2012 წლის 13 ოქტომბერს ისევ დამატებითი მასალები მიეწოდა და დაზუსტდა მოთხოვნები, 2013 წლის 04 თებერვალს კი ეცნობა განმცხადებლის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, 2014 წლის 13 იანვარს სასამართლოს მიეწოდა ამ დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადღეისოდ პატივსადებ სასამართლოს ვაწვდით ბოლო ინფორმაციებს საქმეზე #56014/11 Jemal Leonidze v. Georgia კერძოდ:
1. 2013 წლის 13 იანვარს, ჯემალ ლეონიძე, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, აქტიურ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან, იგი ითხოვს წინა პოლიტიკური რეჟიმის მიერ მის მიმართ დარღვეული უფლებების აღდგენას, წართმეული ქონების დაბრუნებას, რეაბილიტაციას. ამ მიზნით:
ა) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შპს “მაგნატი 2006”-ისა და ჯემალ ლეონიძის 2011 წლის საჩივრებზე, სადაც მოთხოვნილი იყო გამოძიების დაწყება იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლით (მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა, ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის ბაზრიდან გაძევება). აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ, დასახელებული მუხლი 2012 წლის 25 მაისიდან სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია. საჩივარი ცალსახად და ნათლად ასახავდა იმჟამინდელ ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ რეალობას, რომ ვერც ერთი მეწარმე სუბიექტი ვერ შეძლებდა ბიზნეს საქმიანობას ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების დამკანონებლების გარეშე. სწორედ ამ წესებს შეეწირა “მაგნატი 2006”, რაც განხორციელდა TBC ბანკის მეშვეობით, როდესაც ამ ბანკს თვითონ სურდა ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება, ხოლო 2011 წელს ბაზარზე დავით კეზერაშვილის კომპანია “Gulf”- ის გამოჩენის შემდეგ კი თვით ამ კომპანიამ მისთვის სასურველ შედეგებამდე მიიყვანა “მაგნატი 2006”-ის ბედი. ეს უკანასკნელი ამ ყოველივეს ახორციელებდა ე/წ “ხუთეულის” (“სოკარი”, “რომპეტროლი”, “ვისოლი”, “ლუკოილი” და თვით “Gulf”) ხელით. მეექვსე მეწარმე კარტელური გარიგების მამას არ ესაჭიროებოდა.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა უხვად დაპირდა წინა პოლიტიკური რეჟიმის ქმედებებით დაზარალებულო პირებს სამართლიანობის აღდგენას, ამ მიზნით სპეციალური, საგამოძიებო დეპარტამენტიც კი შექმნა, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, რაც ბიზნეს-ინტერესების გადანაწილებით უნდა იყოს გამოწვეული, გამოძიება იმყოფება მუდმივი გამოძიების რეჟიმში და ვერ ღებულობს საქმეზე ვერანაირ გადაწყვეტილებას.
საინტერსოა, რომ 2013 წლის მთავრობის დადგენილებით შეიქმნა კონკურენციის სააგენტო. ამ სამსახურს მიზერული უფლებები განესაზღვრა კანონით. მიუხედავად ამისა, სააგენტომ მოახაერხა შეესწავლა 2006-13 წლებში ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული რეალობა. 2016 წლის იანვრში, სააგენტომ გამოკითხა ჯემალ ლეონიძე, მის განმარტებებში ჩათვალა დანაშაულის ნიშნების არსებობა და რეაგირებისათვის გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას. სააგენტოს მიერ მოკვლეული ინფორმაცია აისახა ვრცელ მოხსენებაში (დანართი 1).
უფრო მეტიც, სააგანტომ მოიგი პირველი ინსტანციის დავა “სოკართან” და სხვა “ხუთეულის” წევრებთან, რის შედეგადაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006-13 წლებში განხორციელებული მონოპოლიური საქმიანობისათვის “ხუთეულის” წევრებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 მილიონი ლარის გადახდა. ამჟამად დავა გასაჩივრებულია “ხუთეულის” მიერ და საქმე სააპელაციო სტადიაშია.
აღნიშნული გარემოება უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი კარტელურ გარიგებებს. ზემოხსენებული სააგენტოს დასკვნის 11-ე გვერდზე მოხსენიებულია “მაგნატი 2006” და მისი ქონების შემდგომი მეპატრონე ს/ს “ნსკ”, ასევე 17-ე გვერდზე საუბარია ბაზარზე გაბატონებული “ხუთეულის” შესახებ, ინფორმაციაში ვრცლადაა ასახული ნავთობპროდუქტების ფასწარმოქმნის პრაქტიკა. (გვ.20).
მიუხედავად ასეთი ხმამაღალი განცხადებისა, მასზედ, რომ ჯემალ ლეონიძის მიერ დასახელებულ საჩივრებში სწორედ რომ ის გარემოებებია ასახული თუ როგორ არ დაემორჩილა იგი (“მაგნატი 2006”) ბაზარზე არსებულ კარტელურ წესებს და როგორ ჩაიგდო ხელში მისი მრავალმილიონიანი ქონება დავით კეზერაშვილმა თბჩ ბანკის მეშვეობით, გამოძიება დუმს და აშკარად არაგონივრულ ვადებშია გადასული გამოძიების მიმდინარეობის თვალსაზრისით.
ბ). 2015 წლის 16 მარტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა ჯემალ ლეონიძის საჩივარი მისი საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე არსებული პრეტენზიების შესახებ. საკანონმდებლო ორგანომ მოითხოვა კონკრეტული პასუხის მიღება გამოძიებისაგან ერთი თვის ვადაში. მიუხედავად ყოველივესი გამოძიებმ მაინც ვერ მიიღო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება (დანართი 2).
გ). 2015 წლის 19 ნოემბერს, ჩემს მიერ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მოთხოვნილ იქნა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ჯემალ ლეონიძის ყველა საჩივარზე. პროკურატურამ მიმართვა რეაგირების გარეშე დატოვა (დანართი 3).
დ) იგნორირებულია საქართველოს პროკურატურის მიერ ჩემი, 2016 წლის 23 მაისის, კიდევ ერთი, მომდევნო მოთხოვნა საჩივრებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (დანართი 4).
3. პატივსადები სასამართლოსათვის ცნობილია სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რომლის შედეგადაც ჯემალ ლეონიძისა და მისი მეუღლის თინა მურადაშვილის სასარჩელო მოთხოვნები მათ საცხოვრებელი სახლზე ჩატარებული აუქციონის შესახებ ბათილად და უკანონოდ იქნა ცნობილი. გადაწვეტილებაზე გაიცა სათანადო სააღსრულებო ფურცელიც. აღსრულების სადღეისო შდეგია ის, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა იმის გამო, რომ დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მაღალჩინოსნების მიერ წართმეულ ქონებას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჰყავს “კეთილსინდისიერი მესაკუთრე”.
აღნიშნულ საკითხზე, ანუ იმის შესახებ თუ როგორ მოახერხეს ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოთი სამაგალითოდ დაგმობილი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მკვლელებისათვის სასათბურე პირობების შექმნით დაკავებული, ამჟამად ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის იმჟამინდელი დავალებით მოქმედი, იმჟამინდელი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით ჩხიტუინიძის სიდედრმა და მისმა ქალიშვილმა (დ. ჩხიტუნიძის მეუღლე) 1.5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის 465 000 აშშ დოლარად ხელში ჩაგდება. პროკურატურამ დაიწყო საქმეზე გამოძიება, საქმეს მიანიჭა სათანადო ნომერი, დაკითხა აღმასრულებელი, ქონების შემფასებელი . . . და აქ გაჩერდა. გამოძიებამ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ჩვენ (განმცხადებლებს) არ გაგვაჩნია საპროცესო უფლება, რამეთუ ჯერ კიდევ არ გვცნო გამოძიებამ დაზარალებულად. გამოძიება ასევე უარს აცხდებს საქმის მასალების გაცნობაზე, ანუ მის რევიზირების საშუალებას არ იძლევა, თვითონ არ აწარმოებს გამოძიებას, არ გვაძლევს შუამდგომლობის დაყენების უფლებას, არ გვცნობს დაზარალებულებად (დანართები 5, 6, 7).
2014 წლის 10 სექტემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც დავით ჩხიტუნიძის სიდედრმა, მოახლოებული საშიშროების თავიდან ასაცილებლად, აჩუქა მის ქალიშვილს ნათია ჩაჩუას აუქციონზე გამარჯვების შედეგად მიღებული ქონება, სათანადო წინადადებით მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსალოდნელი გარემოების შესახებ, რასაც შედეგად გადაწყვეტილების არ აღსრულება მოჰყვებოდა. მოვითხოვე, აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სააღსრულებო ბიუროს მიემართა სასამართლოსათვის (ამ უფლებით ჩვენ, როგორც მხარეები არ ვსარგებლობდით, რამეთუ დავა ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობდა). მიმართვა სააღსრულებო ბიუროს მიერ იგნორირებულ იქნა (დანართი 8).
2014 წლის 12 ოქტომბერს. როდესაც “დასაჩუქრებული” ნათია ჩაჩუა ცდილობდა ქონების გასხვისებას, კიდევ ერთხელ ვთხოვე სააღსრულებო სამსახურს რეალური ქმედების განხორციელება. აღნიშნული მიმართვაც იგნორირებულია (დანართი 9).
საქმის სააპელაციო სტადიაზე, ნათია ჩაჩუამ მართლაც გაასხვისა აღნიშნული ქონება 800 000 აშშ დოლარად ვინმე ზურაბ ნოზაძეზე (ეს უკანასკნელი დ. ჩხიტუნიძის თანაქალაქელი (ქ. საჩხერე) და მისი ახლობელია. სწორედ ამ “კეთილსინდისიერ მყიდველს”, ასე ძვირად ღირებულ სახლში, არასოდეს უცხოვრია, ფაქტობრივად, ქალაქის ბოლო მიკრო რაიონში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში). სწორედ ამ გარემოების გამო ვერ აღასრულა სააღსრულებო სამსახურმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ჯემალ ლეონიძემ და მისმა მეუღლე თინა მურადაშვილმა ფაქტობრივად ვერ დაიბრუნეს მათი ქონება (დანართი 10).
4. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ფაქტობრივად იგნორირებულია ჯემალ ლეონიძის ყველა საჩივარი კონკრეტული ქონებების წართმევის ნაწილში. კერძოდ:
ა) 2011 წლის საჩივარი შპს “მაგნატი 2006”-ის ქონებისა და წილის (მთლიანობაში 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებული ქონება) უკანონოდ მისაკუთრების შესახებ (დეტალურად იხ. $1 “ა”);
ბ) 2014 წლის 27 აგვისტოს საჩივარი შპს “ტიფლისის” 2 667 572 ლარის ქონების უკანონოდ მისაკუთრების შესახებ (იხ. დანართი 4);
დ). 2015 წლის 05 თებერვლის, ჯემალ ლეონიძის საჩივარი მისი კუთვნილი რესტორნების (“მწვანე კონცხი” და “გვირილა” (ორივე ერთად ღირებული 3 418 000 აშშ დოლარი) დაუფლების შესახებ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ (იხ. დანართი 4);
ე) 2015 წლის 21 იანვრის საჩივარი ჯ. ლეონიძის კუთვნილი ავტომანქანა “Toyota Land Cruiser 200” იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრის დათა ახალაიასათვის გადაცემის შესახებ (იხ. დანართი 4);
ვ) 2015 წლის 27 თებერვლის საჩივარი შპს “ნავთობის” მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ (სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო ჯ. ლეონიძის კომპანია დაზარალდა 500 000 ლარით, ხოლო კომპანიის მთლიანი ქონების (ნავთობსახდელი ქარხანა) რეალიზაციით კი - 5 მილიონი აშშ დოლარით) (იხ. დანართი 4).
ზ) 2015 წლის 26 ოქტომბრის საჩივარი ჯემალ ლეონიძის კომპანია “მუშტაედი 2010”-ის კუთვნილი ფართის (95 კვ. მეტრი) უკანონოდ მისაკუთრების შესახებ ყოფილი ხელისუფლების მიერ (იხ. დანართი 4);
თ) 2016 წლის 26 თებერვლის საჩივარი, რომლითაც საკმარისზე მეტადაა დასაბუთებული სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის დავით სარჯველაძის მხრიდან (ეს უკანასკნელი, რამდენიმე ხნით ადრე იცავდა აღნიშნულ საქმეზე ჯემალ ლეონიძის მოწინააღმდეგის, შპს “გეტას” მეწილის ინტერესებს) (იხ. დანართი 4). აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სათანადო ნომერი მიანიჭა ჯემალ ლეონიძის საჩივარს აღნიშნულ საქმეზე.
5. ჯემალ ლეონიძე, გარდა ზემოაღნიშნული მიმართვებისა სამართალდამცავი ორაგანოებისადმი, მუდმივად ახსენებს ქვეყნის ხელისუფალთ მის მიმართ დარღვეული უფლებების თაობაზე, რასაც იგი ახორციელებს პრესისა და ტელევიზიების მეშვეობით. აღნიშნულთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსხურებს 2015 წლის 04 ივლისს ტელეკომპანია GDS -ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საქართველოს მთავარი პროკურორის პასუხი ჯემალ ლეონიძის საქმესთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ ჯემალ ლეონიძე აუცილებლად დაიკითხებოდა გამოძიების მიერ და იქნებოდა მიღებული სათანადო გადაწყვეტილება. ეს დაპირება დარჩა დაპირებად, გამოძიება ისევ ვერ ღებულობს ვერანაირ გადაწყვეტილებას (დანართები (CD დისკები) 11, 12, 13).
გამოვთქვამთ ღრმა რწმენას, რომ პატივსადებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში წინამდებარე ინფორმაციები დაეხმარება.

ზურაბ თოდუა

თანდართული დოკუმენტების ნუსხა
1. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია (38 გვ);
2. 2015 წლის 16 მარტის პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარის მიმართვის წერილი პროკურატურას (1 გვ);
3. 2015 წლის 19 ნოემბრის საჩივარი გამოძიების გაჭიანურების შესახებ (2 გვ);
4. 2016 წლის 23 მაისის საჩივარი გამოძიების გაჭიანურების შესახებ (6 გვ);
5. 2014 წლის 10 სექტემბრის წინადადება სააღსრულებო ბიუროს (3 გვ);
6. 2014 წლის 08 ოქტომბრის საჩივარი (2 გვ);
7. 2014 წლის 06 ნოემბრის პროკურატურის მომართვის წერილი (1 გვ);
8. 2014 წლის 24 სექტემბრის პროკურატურის მომართვის წერილი (1 გვ);
9. 2014 წლის 12 ოქტომბრის მიმართვის წერილი სააღსრულებო ბიუროს (1 გვ);
10. 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (1 გვ);
11. 12. 13. ჩდ დისკები (3 ცალი).
მასალა სულ ფურცლად (მათ შორის 6 ძირითადი)
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!