სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » მოწმეთა დაკითხვა
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Октябрь 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- მოწმეთა დაკითხვა
ავტორი Admin, 22-04-2012, 13:03 | კომენტარები (0)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს
ქალბატონ მ. ლომთათიძეს

შ უ ა მ დ გ ო მ ლ ო ბ ა
(მოწმეთა დაკითხვის შესახებ. ს/ს საქმე მსჯავრდებულ ჯ. ლეონიძის მიმართ)
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზემოდასახელებულ საქმეზე განაჩენი მიღებულ იქნა უსრულო, ცალმხრივი სასამართლო გამოძიების შედეგად, რაც გამოიხატა
იმაში, რომ სასამართლოზე არ დაკითხულან ბრალდების მიერ დასახელებული მოწმეები კახა კიკნაველიძე, გიორგი ლოლაძე. არასრულყოფილად დაიკითხნენ გუგული და არჩილ გიუნაშვილები და ლაშა დვალიშვილი. არ დაყენებულა შუამდგომლობა მოწმის სახით გიორგი ოსიაშვილისა, შპს “ტიფლის 777” დირექტორის ზაზა უგულავას, თეიმურაზ ყარმაზანაშვილისა და ზაზა ჭარხალაშვილის დაკითხვის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულყოფილი სასამართლო გამოძიების შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით უნდა დაიკითხონ შემდეგი მოწმეები: კახა კიკნაველიძე, გიორგი ლოლაძე, ლაშა დვალიშვილი, გუგული გიუნაშვილი და არჩილ გიუნაშვილი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმეების კ. კიკნაველიძისა და გ. ლოლაძის დაკითხვის სამართლებრივი საფუძვლები
ა) 2009 წლის 11 აგვისტოს ბრალდების მიერ მოწმის სახით დაიკითხა კახა კიკნაველიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით 2009 წლის პირველ თვეებში მისმა მეგობარმა არჩილ გიუნაშვილმა მას უთხრა, რომ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დაკავებული იყო მამამისი გუგული გიუნაშვილი. ეს პიროვნება თურმე დაკავებული ყოფილა მისი მამიდაშვილის მეუღლის ლაშა დვალიშვილის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამო და იმის სანაცვლოდ, რომ გუგული და არჩილ გიუნაშვილებს არ მიეცათ ჩვენება ლაშა დვალიშვილის საწინააღმდეგოდ, გიუნაშვილები ითხოვდნენ თანხას 200 000 ლარის ოდენობით.
კ. კიკნავეველიძე დასახელებულ ჩვენებაში ასევე აცხადებს, რომ იგი დაუკავშირდა ლაშას აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ლაშა დაპირდა დასახელებული თანხის გადახდას. ამ თემაზე სასუბროდ ლ. დვალიშვილმა მას სთხოვა შეხვედროდა მის პარტნიორს ალიკა ძამაშვილს.

დაახლოებით 2009 წლის ივნისის თვეში კ. კიკნაველიძე შეხვედრია ა. ძამაშვილს, სადაც ეს უკანასკნელი შეპირებია საქმის ვითარების გარკვევას, საუბრიდან 1 საათში ტელეფონით შეუტყობინებია, რომ ლაშა დვალიშვილთან ერთად უნდა შეკრებილიყვნენ და გადაეწყვიტათ საკითხი.
ამავე მოწმის ჩვენებით, მოგვიანებით მას შეუტყვია, რომ ლაშა დვალიშვილს გიუნაშვილებისათვის თანხის სანაცვლოდ შეუთავაზებია მიწის ნაკვეთი ამხანაგობა “შანხაიში”, რაზედაც გიუნაშვილები არ დათანხმებულან.
ბ) ანალოგიური მდგომარეობაა მოწმე გ. ლოლაძის მიმართაც. დადგენილია, რომ ეს მოწმე შპს “მაგნატი 2006”-ში 5%-იანი წილის მფლობელია, იგი ბრალდების მიერ მოწმის სახით დაიკითხა 2009 წლის 09 მარტს, შეყვანილ იქნა ბრალდების მოწმეთა სიაში, მისი ჩვენება ასევე პირდაპირ კავშირშია ჯ. ლეონიძის ბრალდებასთან, ბრალდებისა და სასამართლოს ერთობლივი ძალისხმევით ეს მოწმე არ დაკითხულა საჯარო სხდომაზე, მოწმის დაკითხვაზე არ უმსჯელია სასამართლოს.
ეს მოწმე მის ზემოდასახელებულ ჩვენებაში ადსტურებს მხოლოდ ერთ ფაქტს (ირიბად), რომ “მაგნატი 2006”-ის დირექტორს მალხაზ ბაბლიძე აწარმოებდა მოლაპარაკებას გიუნაშვილებთან მეტეხის გვირაბთან მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და რომ მის საზოგადოებას მათთვის უნდა გადაეხადა 600 000 ლარი ეტაპობრივად.
. . . . . . . . . . .
ზემოაღწერილი გარემოებები, მოწმეების კ. კიკნაველიძისა და გ. ლოლაძის ჩვენებები, პირდაპირ კავშირშია ჯ. ლეონიძის მიმართ შერაცხულ ბრალთან. ამ გარემეობებს, ბრალდებამ და სასამართლომ ერთობლივად, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით გვერდი აუარეს და მიიღეს გამამტყუნებელი განაჩენი. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებას უნდა დაეყენებია შუამდგომლობა ბრალდების მოწმეების ამ სტატუსის ბედზე (მოხსნაზე), რაზეც დაცვის მხარეც გამოთქვამდა მის მოსაზრებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა სასამართლო სათანადო გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება კი - დაცვისთვის მიუღებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრდებოდა სააპელაციო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღწერილი დარღვევის გამო, დაცვა ვერ ასაჩივრებს კერძო საჩივრით ამ საკითხს, რითაც დაირღვა ჯ. ლეონიძის უფლებები.
მოწმეების, გუგული და არჩილ გიუნაშვილებისა და ლაშა დვალიშვილის დაკითხვის სამართლებრივი საფუძვლები
დასახელებული პირები საქმეზე დაკითხულნი არიან როგორც წინასწარ ასევე სასამართლო გამოძიების სტადიაზე. მათი ჩვენებები არათანმიმდევრული და ცრუა. მიუხედავად ყოველივესი ბრალდებამ მიიღო რა მათგან სასურველი ჩვენებები ჯ. ლეონიძის საწინააღმდეგოდ, საპროცესო შეთანხმებები გააფორმა მათთან, პარალელურ რეჟიმში, ჯ. ლეონიძესაც იგივეს ჰპირდებოდა.
ა) მოწმე ლაშა დვალიშვილი მის 2009 წლის 02 აგვისტოს ჩვენებაში აცხადებს, რომ მან გააყალბა ერთ ათეულზე მეტი მიწის ნაკვეთების დოკუმენტაცია სხვადასხვა პირებთან ერთობლივად, მათ შორის მეტეხის გვირაბთან მდებარე მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია, რომლის დოკუმენტების გაყალბება მისთვის შეუთავაზებია არჩილ გიუნაშვილს, მისგან ეტაპობრივად მიუღია 120 000 აშშ დოლარი. გუგული გიუნაშვილის დაკავების შემდეგ მას არჩილისათვის კახა კიკნაველიძის თანსდასწრებით შეპირებია 200 000 ლარის დაბრუნებას.

ამ ჩვენებაში ეს მოწმე არაფერს ამბობს გ. ბაბლიძისა და ჯ. ლეონიძის თაობაზე. ეს პირები ამ მოწმეს, საპყრობილის რეჟიმში, დაწყნარებულ ვითარებაში ახსენდება და 9 დღის შემდეგ იხსენებს თუ როგორ ხელმძღვანელობდა პირთა ჯგუფს ჯ. ლეონიძე ყალბი დოკუმენტების შექმნის, გამოყენებისა და თაღლითურად სახელმწიფო ქონების დაუფლებაში.
სწორედ მეხსიერება აღზევებულ ამ მოწმეს, ასეთი ჩვენების სანაცვლოდ, ბრალდება უფორმებს საპროცესო შეთანხმებას.
ბ) ანალოგიური მდგომარეობაა გუგული და არჩილ გიუნაშვილების მიმართაც. ამ მოწმეებსაც საპროცესო შეთანხმების შეპირებს სანაცვლოდ ეხსნებათ გონება და ჩვენებებს იძლევიან (მერე რა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოს) ჯ. ლეონიძის წინააღმდეგ.

ზურაბ უგულავასა და გიორგი ოსიაშვილის დამატებითი მოწმის სახით დაკითხვის შესახებ

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “მაგნატი2006”-ის შვილობილი კომპანიაა შპს “ზევსი” (დირექტორის ზურაბ უგულავა).
საქმის მასალებიდან ასევე ჩანს, რომ თბილისში, წყალსადენის #11-ის მიმდებარე ტერიტორია რეესტრში დარეგისტრირებულია გიორგი ოსიაშვილის სახელზე.
ბრალდებულ ჯ. ლეონიძის ჩვენებით ბრალდებისთვის ცნობილი ხდება, რომ შპს “ზევსი” 90-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ. თბილისი, ცაბაძის ქუჩაზე 950 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს, ხოლო წყალსადენის ქუჩის სადავო ნაკვეთს კი ფლობდა და სარგებლობდა გიორგი ოსიაშვილი.
ბრალდება და სასამართლო ჭეშმარიტი და ობიექტური გამოძიების თვალსაზრისით ვალდებული იყო შეემოწმებია დასახელებული გარემოებები – დაეკითხა მოწმის სახით ზ. უგულავა და გ. ოსიაშვილი. ეს მოქმედება ბრალდებას არა აქვს შესრულებული. ჯ. ლეონიძე ქვემოთ მოყვანილი გარემოების გამო არ აყენებს ამ მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობებს.
ამ მოწმეთა ჩვენებებით შესაძლოა დადგინდეს გარემოებები, რომ შპს “ზევსი” ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა ცაბაძის ქუჩაზე 950 კვ. მერტრ მიწის ნაკვეთს, ხოლო გ. ოსიაშვილი, როგორც “ოილტრანსის” თანამშრომელი, კი ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან სარგებლობდა წყალსადენის ქუჩაზე ამ მიწის ნაკვეთით.
ბუნებრივია, პატივსადებ სასამართლოს დაებადება კითხვა რატომ არ ამოწურა მისთვის საინტერსო საკითხებზე ჯემალ ლეონიძემ კითხვები ამ მოწმეებთან და არ დააყენა დამატებითი მოწმის სახით მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობები.
ვაცხადებ, რომ ჯ. ლეონიძეს დღიდან პროკურატურაში მიყვანისა (2009 წლის 13 აგვისტო) ბრალდება ჰპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას პირობით მსჯავრისა და ჯარიმის სახით, სანაცვლოდ კი ბრალდების მიერ დასახელებული ფაქტების აღიარებას და “ზედმეტი კითხვებისაგან” თავის შეკავებას ითხოვდა. ჯ. ლეონიძეც სწორედ ასე იქცეოდა დღემდე _ 2010 წლის ნოემბრამდე.
სწორედ ასეთი გარიგების გამო, ჯ. ლეონიძე და მისი დაცვა წინასწარი და სასამართლო გამოძიების მთელი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად პასიურ მდგომარეობაშია, ანუ არ უსვამს აქტიურ კითხვებს ზემოდასახელებულ მოწმეებს, არ აყენებს შუამდგომლობებს, რამეთუ იგი ყოველ დღე ელოდება შეპირებულის შესრულებას.

ამ გარიგებებიდან გამომდინარე უხერულ მდგომარეობაში აღმოჩენილიო ბრალდება, მაშინ როდესაც მისი დაანგარიშებით თურმე ჯ. ლეონიძეს სახელმწიფოსთვის 2 მილიონზე მეტი ლარის ზარალი ჰქონდა მიყენებული (იხ. 2009 წლის 04 ოქტომბრის დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ) რადიკალურად ცვლის ამ პოზიციას და ზუსტად 1 თვის თავზე შედგენილი სამოქალაქო სარჩელით ჯ. ლეონიძეს სახელმწიფოსათვის თურმე მხოლოდ 50 000 ლარის ზარალი ჰქონია მიყენებული.
ზემოაღწერილი გარემოება ადასტურებს ვერსიას და გააჩნია ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ ჯ. ლეონიძესთან მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე, რის სანაცვლოდ იგი უნდა ყოფილიყო პასიურ მდგომარეობაში.
სწორედ ამ გარემოების გამო ვერ ამოწურა ჯ. ლეონიძემ მისი უადანაშაულობის დამადასტურებელ კითხვებზე პასუხების მიღება აწ უკვე საპროცესო გაფორმებულ პირებთან, ვერ დაკითხა დამატებითი მოწმეები. ბრალდებამ კი შეპირება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა _ სამოქალაქო სარჩელი 2 მილიონი ლარიდან 50 000-მდე შეამცირა (დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში უფრო დეტალურად მოგახსენებთ ამ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე).

მოწმეების, თეიმურაზ ყარმაზანაშვილისა და ზაზა ჭარხალაშვილის დაკითხვის სამართლებრივი საფუძვლები
ა) საქმის მასალებით დადგენლია, რომ თეიმურაზ ყარმაზანაშვილი არის შპს “მაგნატი 2006”-ის 15% წილის მესაკუთრე. მეწარმეთა შესახებ კანონისა და საზოგადოების წესდების მიხედვით ამ ოდენობის წილის მესაკუთრის თანხმობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების წილის როგორც გასხვისება, ასევე შეძენა.

საწმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი თ. ბაბლიძე საზოგადოების სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას საზოგადოებისათვის უძრავი ქონების შეძენის თაობაზე. მეწარმეთა შესახებ კანონისა საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოების დირექტორი ვალდებული იყო უძრავი ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილება შეეთანხმებია თ. ყარმაზანაშვილისთვის, მით უფრო, როდესაც ქონების ღირებულება საკმაოდ სოლიდურ თანხასთან იყო დაკავშირებული (170 000 აშშ დოლარი წინასწარ და შემდგომშიო 800 0000 ლარი).
აღნიშნული თანხის საფასურად უძრავი ქონების შეძენის ფაქტის შესახებ თავ-თავიანთ ჩვენებებში პირდაპირ აცხადებენ, როგორც ჯ. ლეონიძე, ასევე გ. ლოლაძე, ა. გიუნაშვილი და თვით ლაშა დვალიშვილიც.
ეს გარემოება სასამართლო განაჩენში არ არის ასახული. სავარაუდოდ, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები.
ამ გარემოების დადასტურება შეუძლია შპს მაგნატი-2006” ის 15 % წილის მესაკუთრეს თეიმურაზ ყარმაზანაშვილს.
ბ) საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა ზაზა ჭარხალაშვილმა ლაშა დვალიშვილისაგან მიიღო 95 000 აშშ დოლარი.
იგივე საქმის მასალებით, ლაშა დვალიშვილი აცხადებს, რომ მან შპს “მაგნატი 2006”-ისაგან ეტაპობრივად მიიღო 170 000 აშშ დოლარი და საბოლოოდ ამ საზოგადოებას უნდა გადაეხადა ზემოაღნიშნული თანხის გარდა 800 000 ლარიც. ეს მოწმე აშკარად ცრუ ჩვენებას იძლევა 170 000 აშშ დოლარის ნაწილში, კერძოდ თუ ზ. ჭარხალაშვილმა ლ. დვალიშვილისაგან მიიღო მხოლოდ 95 000 აშშ დოლარი, ვის გადასცა ლ. დვალიშვილმა დარჩენილი 75 000 აშშ დოლარი. მის ჩვენებას თუ გავიზიარებს, მან ამ თანხიდან მხოლოდ, საშუამავლო, 5 000 აშშ დოლარი დაიტოვა.
ამდენად, ლაშა დვალიშვილი ან აშკარად ცრუ ჩვენებას იძლევა (თუმცა საპროცესო შეთანხმება მას უკვე გაუფორმდა), ან მასვე, 75 000 აშშ დოლარი გადაცემული აქვს და არ ასახელებს, საჯარო რეესტრის კიდევ ერთ მაღალჩინოსნისთვის (შესაძლოა).
ზაზა ჭარხალაშვილის სრულყოფილი დაკითხვის შემთხვევაში სასამართლო გამოძიებით შესაძლოა ამ ბუნდოვნებას ნათელი მოეფინოს.
დ ა ს კ ვ ნ ა

ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია სისხლის სამართლის მონაწილე მხარეების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით ყველას აქვს უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, ასევე, იგივე პირობებით გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან.

ამდენად, წინამდებარე შუამდგომლობაში დასახელებული გარემოებები ნათლად ადასტურებენ. რომ ჯ. ლეონიძეს დაერღვა უფლებები და ამ დარღვეული უფლებების აღდგენა, სასამართლო გამოძიების შევსება შესაძლებელია წინამდებარე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ეს აგრემოება კი უმთავრესი პირობაა სრულყოფილი სააპელაციო საჩივრის ჩამოყალიბებისა, რამეთუ სრულიად ობიექტური მიზეზების და გამო ჯ. ლეონიძის დაცვამ წარმოადგინა მხოლოდ მოკლე სააპელაციო საჩივარი. წინამდებარე შუამდგომლობის სააპელაციო განხილვის შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას სრულყოფილი სააპელაციო საჩივრის ჩამოყალიბებისა, ანუ წინამდებარე შუამდგომლობის სააპელაციო ბედის გარეშე ვერ ვიმსჯელებთ გასაჩივრებული დებულებების მცდარობაზე, დასკვნების შესაბამისობაზე საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ვერ შევამოწმებთ დაცვის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმულ მოსაზრებებს (სსსკ 538.1, 538.2 მუხლის მოთხოვნები)
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ: მოწმის სახით გამოიძახოთ და დაკითხოთ შემდეგი პირები:
1. გუგული გიუნაშვილი, მცხოვრები თბილისი ცხრა ძმის #48,
2. არჩილ გიუნაშვილი, მცხოვრები თბილისი, ცხრა ძმის #48
3. ლაშა დვალიშვილი, მცხოვრები თბილისი, ი. პეტრიწის #16 “ა” ბ.#24
4. გიორგი ლოლაძე, მცხოვრები თბილისი, თემქა, 11-ე მ/რ, ჳჳ კვ, კორპ.#27, ბ. #49
5. გიორგი ოსიაშვილი, მცხოვრები თბილისი
6. ზურაბ უგულავა, მცხოვრები თბილისი
7. კახაბერ კიკნაველიძე, მცხოვრები ზესტაფონი, ფიროსმანის 49

პატივისცემით,

ზურაბ თოდუა

 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!