სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » კერძო საკასაციო საჩივარი
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- კერძო საკასაციო საჩივარი
ავტორი Admin, 22-04-2012, 13:01 | კომენტარები (0)
კერძო საკასაციო საჩივარი




საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას

კ ე რ ძ ო ს ა კ ა ს ა ც ი ო ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20011 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის საქმეზე # 1/ბ-915-10)

2011 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ჩემი 2010 წლის 25 ნოემბრის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ (იხილეთ შუამდგომლობა). შუამდგომლობაში დასაბუთდა გარემოებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო ნაწილობრივი შევსება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცალმხრივი და უსრულო სასამართლო გამოძიებისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სააეპლაციო სასამართლოს “დასაბუთების” უარში ნათქვამია, რომ თურმე დაცვამ ვერ დაასაბუთა სსსკ 533-ე მუხლით გათვალისწინებული ვერც ერთი გარემოება. თუმცა იგივე სხდომის ოქმით, მოსამათრთლის შეკითხვაზე დაცვის მიერ გაეცა პასუხი, რომ დასახელებულ მოწმეთა დაკითხვა მიმართული იყო უსრულო და ცალმხრივი სასამართლო გამოძიებეის შესავსებად.
საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლო თავად იყო ვალდებული უსრულო და ცალმხრივი სასამართლო გამოძიების შემთხვევაში თავადვე გამოეჩინა ინიციატივა ამ არსებითი ხარვეზის შესავსებად. ამის სანაცვლოდ სასამართლომ “გამოიგონა” გარემოება, რომ თურმე დასახელებული მოწმეების დიდი ნაწილი როგორც გასამართლებული პირები მოწმის სახით ვერ დაიკითხებოდნენ. ჲუფრო მეტიც, სასამართლომ პირველი ინსტანციის სხდომის ოქმში არარსებული ჩანაწერიც კი “გამოიყენა”. კერძოდ, მოწმე კახა კიკნაველიძის თაობაზე - ციტატა 2011 წლის 23 თებერვლის სხდომის ოქმიდან (აბზ. 5) “რაც შეეხება კახა კიკნაველიძის დაკითხვას, მართალია საბრალდებო სიის დანართში მითითებულია, მაგრამ მისი ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა გამოკვლეული ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ხოლო დაცვის მხარეს მის დაკითხვა არ მოუთხოვია”.
ზემოაღნიშნული გარემოება თვით პირველი ინსტანციის მონაწილე პროკურორმაც კი ვერ გაიხსენა. მეხსიერების ნაწილში პატივცემულმა სააპელაციო სასამართლომ ზებუნებრივი ძალა გამოავლინა. ეს ფაქტი მოსამართლის გამოგონებლობის კლასიკური მაგალითია. მსგავს რამეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ადგილი არ ჰქონია. მოწმე კ. კიკნაველიძე არსებითი ინფორმაციის მატარებელი მოწმეა. იგი ბრალდებისა და პირველი ინსტანციის მეცადიენეობით გააპარეს დასაკითხთა სიიიდან. აღნიშნულის შესახებ, სასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ, დაცვა ვერანაირ პრეტენზიას ვერც გამოთქვამდა, ვერც კერძო საჩივრით მიმართავდა სააპელაციო სასამართლოს.
ამ დარღვევის გამო ფაქტობრივად დაცვა ვერ ადგენდა სრულყოფილ სააპელაციო საჩივარს და ვერ აყენედა კერძო სააპელაციო საჩივრებს (იხ. 23 ნოემბრის შუამდგომლობა).
სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის სავალდებულო მუხლებით დაცვის დარღვეული უფლების აღდგენის, სასამართლო გამოძიების შევსების ნაწილში და სრულიად დაუსაბუითებლად უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე.
მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკითხა შუამდგომობაში დასახელებული პირები. მით უფრო, რომ ჯ. ლეინიძის განცხადებით ბრალდება მის მიმართ შერაცხული ბრალის დასასაბუთებლად იყენებდა მხოლოდ პრეიუდიციული ძალის მქონე საპროცესო შეთანხმებებით მოპოვებულ მტკიცებულებებს 16 პირის მიმართ. ამავდროულად მოტყუებით და სხვადასხვა მაქინაციებით ცდილობდა თვით ლ. ლეონიძისთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია სისხლის სამართლის მონაწილე მხარეების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით ყველას აქვს უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, ასევე, იგივე პირობებით გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულიად იგნორირებულია ზემოაღნიშნული ნორმები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ, გააუქმოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის შესახებ და ჩემს 2011 წლის 25 ნოემბრის შუამდგომლობაში მოწმეთა დაკითხვის შესახებ დასახელებული პირები გამოიძახოთ სხდომაზე დასაკითხად.

პატივისცემით,

ზურაბ თოდუა
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!