სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » დაცვის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Декабрь 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
--- დაცვის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში
ავტორი Admin, 22-04-2012, 12:57 | კომენტარები (0)
დაცვის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში





თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს
ქალბატონ მ. ლომთათიძეს

დ ა ც ვ ი ს ს ი ტ ყ ვ ა
(ს/ს საქმე მსჯავრდებულ ჯ. ლეონიძის მიმართ)
საქმის მასალებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული დაცვის შუამდგომლობის ანალიზი სრულ საფუძველს იძლევა განცხადებისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე დ. .მეტრეველი) 2010 წლის 15 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის მიმართ უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. როგორც წინასწარი ასევე სასამართლო გამოძიება არის უსრულო და ცალმხრივი;
2. განაჩენში და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და საქმის ფაქტობრივ მდგომარეობასთან;
3. არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

1. წინასწარი და სასამართლო გამოძიების უსრულობა და ცალმხრივობა

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ შეიქმნა დანაშაულებრივი ჯგუფი (პირობითად –საჯარო რეესტრის პარალელური სტრუქტურა), რომლებიც სხვადასხვა მაქინაციების მეშვეობით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდა ახერხებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.
დასახელებულ დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანებული იყო შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი მალხაზ ბაბლიძე და მისი ქვისლი, საჯარო რეესტრის თანამშრომელი ლაშა დვალიშვილი.
სწორედ ამ ორი პირის აქტიურობით ჯემალ ლეონიძე დარწმუნდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო კანონიერი გზით მისი საკუთრების მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ამ მიზნით მან ნამდვილად გადასცა თანხები დირექტორ მ. ბაბლიძეს.
ამდენად, ლ. ლეონიძის ზემოაღწერილი ქმედება არის მხოლოდ განზრახვა შეიძინოს კანონიერი გზით უძრავი ქონება. მაგრამ არ იკვეთება დანაშაულებრივი განზრახვა შექმნას და გამოიყენოს ყალბი დოკუმენტები და ამ დოკუმენტების მეშვეობით თაღლითურად დაეუფლოს უძრავ ქონებას.
ლ. ლეონიძის ზემოაღწერილი განზრახვის დადასტურება შეიძლება საქმეში არსებული მწირი მასალებიდანაც კი. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა შეეძინა საღად მოაზროვნე ადამიანს გაყალბებული დოკუმენტებით შექმნილი ქონება თუ იგი ამ ქონების რეალურ ღირებულებას ისედაც იხდიდა (ანუ ჯ. ლეონიძე ამ ნაკვეთებს მის მიერ უკვე გადახდილი თანხების სანაცვლოდ ისედაც შეიძენდა, ან რატომ გადაიხდიდა 175 000 აშშ დოლარს წინასწარ და შემდგომში 800 000 ლარს მიწის ნაკვეთში, რომელიც ორკოდიანი აღმოჩნდა).
ჯ. ლეონიძის ზემოაღწერილ ქმედების დადასტურება შესაძლებელი იყო უშუალოდ მ. ბაბლიძისა და ლ. დვალიშვილის დაკითხვით. მ. ბაბლიძე ძებნაშია - იგი წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაიკითხა ერთხელ და შემდგომ მიეცა შესაძლებლობა მიმალულიყო, ხოლო ლ. დვალიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაიკითხა ზერელედ (ჯ. ლეონიძეს ამ დროს ჰპირდებოდნენ საპროცესო შეთანხმებას, რის სანაცვლოდ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას ითხოვდნენ) და სასწრაფოდ გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება.
სააპელაციო სტადიაზე დაცვის მიერ დაყენებული შუამდგომლობით მოწმეთა დაკითხვის შესახებ ნაწილობრივ მაინც იძლეოდა შესაძლებლობას უსრულო და ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების შესავსებად. მიუხედავად ამ ვალდებულებისა სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა იგი, რითაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა გასაჩივრებული განაჩენი ჯ. ლეონიძის მიმართ.
ამდენად, გასაჩივრებულ განაჩენში არსებული ბუნდოვანი გარემოებები დარჩა პასუხგაუცემელი, რაც უსრულო და ცალმხრივი სასამართლო გამოძიების შედეგია. ეს გარემოება სრულიად აკმაყოფილებს ბრალდებას, რამეთუ არ სურს გამოააშკარავება იმისა თუ როგორ და რა გზებით განხორციელდა უმსხვილესი ბიზნესის გაკოტრება და დაინტერესებული პირისადმი სერიოზული ქონების (რამდენიმე ათეული მილიონის) ხელში ჩაგდება.




2. განაჩენში და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და საქმის ფაქტობრივ მდგომარეობასთან

2.1. დაცვის სიტყვის ამ პარაგრაფში ჩამოყალიბებული პრეტენზია პირდაპირ კავშირშია წინამდებარე დოკუმენტის 1 პარაგრაფთან, რამეთუ დასკვნა, რომ ჯემალ ლეონიძემ წინასწარი შეთანხმებით დამნაშავეთა ჯგუფთაან ერთად შექმნა, გამოიყენა ყალბი დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ქონებას არ დასტურდება საქმის მასალებით. ანუ არ არის გაბათილებული ჯ. ლეონიძის შემდეგი განმარტება (იხ. განაჩენი, 34-ე გვერდის 2-ე აბზაცი. ზ. თ.): რომ მას გააჩნდა სურვილი კომპანიის სასარგებლოდ შეეძინა უძრავი ქონება, რასაც იგი აკეთებდა მ. ბაბლიძის (კომპანიის დირექტორი) მეშვეობით, რომელიც მას არწმუნებდა, რომ ყველა მოქმედება იყო კანონიერი. საჯარო რეესტრიდან მიღებულ ყველა ინფორმაციას ამოწმებდა მისი იურისტის მეშვეობით, ხოლო შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში (ყველა ქონება დაიტვირთა იპოთეკით. ზ. თ.) ამ დოკუმენტების ნამდვილობას ასევე ამოწმებდნენ ბანკის იურისტებიც, რომელთა დასკვნის შემდეგ ხდებოდა მხოლოდ ამ ქონებაზე სესხების გაცემა.
2.2. თუნდაც რომ განაჩენში “დადგენილი” გარემოებები სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, საერთოდ არ არის დასაბუთებული შერაცხული ბრალის კვალიფიკაცია დანაშაულისათვის სსკ 362-ე მუხლით (ანუ არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი საქმეში, რომლიდანაც დადასტურდებოდა ჯ. ლეონიძის მხრიდან რომელიმე ყალბი დოკუმენტის შექმნა და გამოყენება). ანალოგიური მდგომარეობაა შერაცხული ბრალის კვალიფიკაციის ნაწილში, როდესაც საუბარია სსკ 180.2 “ბ” (არაერთგზისობა) მუხლზე, რამეთუ თვით გასაჩივრებული განაჩენითაც კი დადგენილია, თუ როგორ განიზრახა ჯ. ლეონიძემ კომპანიის სასარგებლოდ უძრავი ქონების შეძენა თაღლითური გზით. ასეთი “განზრახვა” არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც არაერთგზისი დანაშაული . . . . . .
2.3. საერთოდ ალოგიკურია განაჩენით “დადგენილი” ის გარემოება, რომლითაც მოიხსნა ყადაღა ჯემალ ლეონიძის შემდეგ ქონებებზე: მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ორბეთი, მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონი სოფ. გუდაური, ჯემალ ლეონიძის 75%-იან წილს შპს “მაგნატი 2006”-ში, ამავე საზოგადოების 100%-იან წილები შპს “მაგნატი გვირილა 2006”-ში, შპს “ტიფლის 777”-ში, შპს “სატივე გვირილა”-ში და ჯემალ ლეონიძის 45%-იან წილს შპს “კოკო”-ში.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ერთადერთია _ დასახელებულ საკუთრებებზე ყადაღის არსებობა ხელის შემშლელი გარემოება იყო მავანისათვის, რომელსაც განზრახული ჰქონდა ჯ. ლეონიძის ჯერ გაკოტრება და შემდგომ მისი ქონების ხელში ჩაგდება.
ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხი ასევე იძლევა პასუხს კითხვაზე _ თუ თავდაპირველი ბრალით ჯ. ლეონიძემ სახელმწიფოს მიაყენა 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალი, რატომ გახდა იგი, განაჩენის მიღებამდე გაცილებით ადრე, 50 000 ლარი და ვინ გახდა დღეის მდგომარეობით ყადაღახსნილი ქონებების რეალური მესაკუთრე.
ამდენად, წინამდებარე დაცვის სიტყვის 1 და 2 პარაგრაფში დასახელებული გარემოებებით ფაქტობრივად საქმე გვაქვს ჯემალ ლეონიძის საკუთრებისადმი პირადი ინტერესებიდან წამოსულ ინიციატივებზე, რომელსაც ხორცი შეესხა უსრულო, ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების მეშვეობით. ამ ფაქტობრივი გარემოებით ხელყოფილია ჯემალ ლეონიძის საკუთრება, რითაც დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით, ქვეყნის კონსტიტუციითა და სხვა შიდა სახელმწიფო ნორმებით გარანტირებული საკუთრების უფლება.

3. არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

სააპელაციო ინსტანცია სახელმძღვანელო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (ძველი რედაქცია) ვალდებული იყო შეევსო უსრულო და ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიება, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში აღედგინა ბრალდებულის დარღვეული დაცვის უფლებები.
3.1. დაცვის მიერ 2010 წლის ნოემბერში დაყენებული და 2011 წლის 23 თებერვალს განხილული შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ სწორედ რომ ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და შესავსებად იგო გამიზნული. სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამოავლინა მისადმი სავალდებული მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და დამოუკიდებლობა და სრულიად დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, არადა თვით, საჭირო კრიტერიუმებით აღჭურვილი სასამართლო, თავად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით და არა დაუსაბუთებელი უარის გამოქვეყნებით დაცვის შუამდგომლობაზე.
ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია სისხლის სამართლის მონაწილე მხარეების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით ყველას აქვს უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, ასევე, იგივე პირობებით გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის სასარგებლო ჩვენებებს იძლევიან.
2010 წლის ნოემბრის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მოწმეთა დაკითხვის თაობაზე პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.3 დ პარაგრაფით გარანტირებულ უფლებას. ამ ყოველივეთი კი სრულყოფილად ვერ ვმსჯელობთ გასაჩივრებული დებულებების მცდარობაზე, სრულყოფილად ვერ ვამოწმებთ დაცვის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმულ მოსაზრებებს (სსსკ 538.1. და 538.2).
3.2. საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე დაწვრილებით დაცვის სიტყვის 2-ე პარაგრაფში მოგახსენეთ. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევის ნაწილში მხოლოდ განვმარტავ, რომ ჯ. ლეონიძეს დაერთვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვევნციის 6.1. (დეტალურად იხ. ქვემოთ), 6.3 “დ” მუხლები, და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
3.3. ჯემალ ლეონიძის განსახილველ საქმეზე ასევე უხეშად დაირღვა სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადები. რაც შემდეგი გარემოებით დასტურდება: საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი მიიღო 2010 წლის 15 აპრილს, მხარემ იგი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადებში. სულ რამდენიმე დღეში შესრულდება ერთი კალენდარული წელი სააპელაციო საჩივრის განხილვისა. ეს ყოველივე პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებულ უფლებას გონივრულ ვადებში საქმის განხილვისა.
3.4. ანალოგიური მდგომარეობაა დაცვის 2010 წლის ნოემბრის შუამდგომლობის განხილვის ვადების თაობაზე. დასახელებული შუამდგომლობა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 4 თვის შემდეგ (4 თვის ვადაში საერთოდ უნდა დამთავრებულიყო სააპელაციო ინსტანცია) 2011 წლის 23 თებერვალს.
არგუმენტად ვერ გამოდგება სასამართლო შემადგენლობის სავარაუდო აპელირება მასზედ, რომ ამ შემადგენლობას საქმე სულ რამდენიომე თვის წინა გადაეცა. ეს გარემოება სრულიად უსუსურია, რამეთუ საქმის განხილვის გონივრულ ვადების ანგარიშისას კანონმდებლობა ანგარიშობს არა იმ ვადიდან როდის დაიწყო კონკრეტულმა მოსამართვემ საქმის განხილვა, არამედ საერთო სააპელაციო ვადიდან საქმის განხილვის გონივრული ვადის შესახებ.
საქმის განხილვის ვადების დარღვევების შესახებ არაერთხელ იქნა გაკეთებული სათანადო განცხადებები საქმის გადადების მოთხოვნით პრროკურატურის მორიგი მეცადინეობისა გამოეძალა დიდი ოდენობით თანხები ბრალდებულ ა. ძამაშვილისაგან.
ამდენად, განსასჯელ ჯემალ ლეონიძეს არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.

დ ა ს კ ვ ნ ა

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვაცხადებ, რომ ჯემალ ლეონიძის მიმართ შერაცხული ბრალი არ დადასტურდა, იგი თავიდან ბოლომდე შეთითხნილია ბრალდების მიერ და ჯ. ლეონიძის მიამართ მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

პატივისცემით,

ზურაბ თოდუა
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!