ჯემალ ლეონიძე.
ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა 1960 წელს, ქ. ბათუმში.
1974-75 წლებში სწავლობდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ინტერნატის ბათუმის ფილიალში.
1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1985 წელს დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა – მებოცვრეობის ფერმა სოფ. დ/დიღომში
1990 წლიდან საქმიანობას იწყებს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში. აფუძვნებს საწარმოებს “ნერგალი”, “მაროილი”, “ოილტრანსი”, “მაგნატი”, “სეპტა”, ხოლო 2006 წელს კი დააფუძვნა შპს “მაგნატი 2006”.
“მაგნატი 2006”- ში მან გააერთიანა ყველა, მანამდე მის საკუთრებაში როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება (ბენზოგასამართი სადგურები, ნავთობტერმინალები), ასევე არაპროფილური ქონებები – მეფრინველეობის ფაბრიკები “მუხრანული”, “კოკო”, რესტორნები “მწვანე კონცხი” (ქ. მცხეთა), “გვირილა” (ქ. თბილისი), “იმერეთი” (რიკოთის უღელტეხილი).
2004 წლის 25 სექტემბერს ჯემალ ლეონიძე დასახელდა წლის ყველაზე ზრდილობიან ბიზნესმენად.
ბიზნეს საქმიანობის პარალელურად ჯემალ ლეონიძე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, კერძოდ, შინაგან ჯარს ხანგრძლივი დროის მანძილზე უზრუნველყოფდა კვების პროდუქტებით, თბილისის ზღვაზე მდებარე მოხუცებულთა სახლში 75 ბენეფიციარი უზრუნველყო კბილების სრული პროთეზირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ასობით დევნილ მოსახლეს დევნილობიდან 1 თვის მანძილზე უზრუნველყოფდა საკვებითა და პირველადი დახმარების საგნებით. განხორციელებულია გალავნისა და გუდამაყრის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობები.
2009 წლის 12 აგვისტოდან პატიმრობაშია. ქართულმა სასამართლოებმა იგი ცნეს დამნაშავედ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180 (თაღლითობა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტების შექმნა და გამოყენება) მუხლებით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით.
2011 წლის 22 სექტემბერს ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ჯემალ ლეონიძის საჩივარი სისხლის სამართლის საქმეზე (საქმე Jemal Leonidze v. Georgia #56014/11), ხოლო 2012 წლის 12 თებერვალს კი სამოქალაქო საქმე ჯ. ლეონიძის საკუთარი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. მცხეთა მრევლიშვილის #16 აუქციონის გზით გაყიდვის ფაქტის გამო.