სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ნაც.მოძრაობის პოლიტიკური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები ნაწილი I
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ნაც.მოძრაობის პოლიტიკური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები ნაწილი I
ავტორი Admin, 15-03-2014, 11:23 | კომენტარები (0)
საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(ყოფილი პოლიტპატიმრის ჯემალ ლეონიძისა და ყოფილი პოლიტდევნილის მალხაზ ბაბლიძის ს/ს საქმეზე)


ნაწილი I

ფაქტებობრივი გარემოებების ზოგადი წინაპირობები
1. 2009 წლის აგვისტოსში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკავებულ იქნა შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი ჯემალ ლეონიძე, ხოლო კომპანიის დირექტორის მალხაზ ბაბლიძის მიმართ ძებნა გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით ჯემალ ლეონიძე და მალხაზ ბაბლიძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ 362 და 180-ე მუხლებით და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა – ჯემალ ლეონიძეს 10 წლითა და 6 თვით, ხოლო მალხაზ ბაბლიძეს (დაუსწრებლად) 8 წლით. ამავე განაჩენით, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ ჯარიმის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯემალ ლეონიძეს დაეკისრა 50 000, ხოლო მალხაზ ბაბლიძეს კი 30 000 ლარის გადახდა (დანართი 1).
ზემოდასახელებული სისხლის სამართლის საქმე ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს – ხელში ჩაეგდოთ “კომპანია “მაგნატი 2006”-ის ქონება და იგი გაეძევებინათ ნავთობპროდუქტების ბაზრიდან.
2. 2012 წლის ოქტომბერში ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული ცვლილებების შედეგად არჩეულმა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჯემალ ლეონიძე 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით ცნო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო მალხაზ ბაბლიძე კი - პოლიტკური ნიშნით დევნილად.
3. თანახმად საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისა ამნისტიის შესახებ ჯემალ ლეონიძე პატიმრობის 3 წლისა და 6 თვის თავზე გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო მალხაზ ბაბლიძემ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა (დანართი 2).
4. კომპანია “მაგნატი 2006” დაფუძვნდა ჯემალ ლეონიძის მიერ, სადაც, დავის დაწყებამდე მისი წილი შეადგენდა 75 %. კომპანიის ქონება 2009 წლისათვის შედგებოდა 42 ბენზოგასამართი სადგური და 4 ნევთობაზისაგან, რომელთა ღირებულება შეფასებული იყო 33 მილიონ აშშ დოლარად. გარდა ამისა, კომპანიის 100% წილით დაფუძვნებული იყო შვილობილი კომპანია “ტიფლისი 777”, შეფასებული 3 მილიონ აშშ დოლარად. კომპანია ყოველთვიურად 5.5 მილიონი ლიტრი საწვავის რეალიზაციას ახორციელბდა, რაც შიდასახელმწიფო ნავთობპროდუქტების ბაზრის 12-15%-ს შეადგენდა კომპანიაში დასაქმებული იყო 500-ამდე მუშაკი, სახელფასო ბრუნვა ყოველთვიურად სულ ცოტა 200 000 ლარს შეადეგნდა. ასევე კომპანიას გააჩნდა არაპროფილური ქონება, როგორიცაა რესტორანი “გვირილა”, შეფასებული 5 მილიონ აშშ დოლარად, რესტორანი “მწვანე კონცხი” (1,2 მილ. აშშ დოლარი), რესტორანი “იმერეთი” (0,5 მილიონი აშშ დოლარი), მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო” (1 მილ. დოლარი), შპს “ნავთობი” (5 მილ. დოლარი).
5. გარდა ზემოაღნიშნულისა ჯ. ლეონიძეს პირად საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი ქ. მცხეთაში (1,5 მილ. აშშ დოლარი), საცხოვრებელი ბინა დ/დიღმის დასახლებაში (50 000 აშშ დოლარი), ბინა ყიფშიძის ქუჩაზე (100 000 აშშ დოლარი), მიწის ნაკვეთები საერთო ღირებულებით 100 000 აშშ დოლარი და 7,5 % წილი შპს “გეტა”-ში, შეფასებული 275 000 აშშ დოლარად.
ამდენად, სულ ჯ. ლეონიძის ქონება დაკავებამდე შეადგენდა (უძრავ მოძრავი ქონება და თვით ბიზნესი, ბრენდი) დაახლოებით 80 მილიონ აშშ დოლარს.
6. “მაგნატი” ნავთობპროდუქტების ბაზარზე ხუთ ძლიერ კომპანიში მოიაზრებოდა, ე/წ ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა პოლიტიკურმა ელიტამ განვითარებადი ქვეყნებისადმი მახასიათებელ ქმედებებს მიმართა – დაიწყო ბიზნესის გადანაწილება. თავდაპირველად 2004-05 წლებში ამ სფეროში სახელისუფლებო ჩარევები მცირე ხარისხით შეიმჩნეოდა, 2006-07 წლებში ინტერესმა იმატა.
7. ამ პერიოდში, 2007 წლის ბოლოსთვის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო სფეროს შეემატა კომპანია “სოკარი”. იგი ამ სფეროში ფაქტობრივად ლიდერი გახდა, რამეთუ საწვავის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანის სანავთობო კომპანიები გახდნენ, რეგულარის ტიპის საწვავზე შემომტანების მიერ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ამ ტიპის საწვავს მხოლოდ “სოკარი” შემოიტანდა. ეს წინადადება თვით აზერბაიჯანისა და საქართველოს პირველი პირების დონეზე იქნა მიღწეული, სანაცვლოდ საქართველოს გაზის მთლიან მოთხოვნილებას აზერბაიჯანის გაზი ჩაანაცვლებდა რუსულ არასტაბილურ “გაზპრომს”.
8. 2010 წელს ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე გამოჩნდა კომპანია “გალფ”-ი. ბუნებრივია, ამ კომპანიის უკან მხოლოდ სახელისუფლებო ძალები იყვნენ. გგავრცელებულ მოსაზრებას, რომ ეს კომპანია ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის ხაზინადრად წოდებული პირის დავით კეზერაშვილისა იყო, არსებობის საფუძველი მაღალი ხარისხით გააჩნია. გამოჩენისთანავე “გალფ”-ი საკმაოდ სწრაფი ტემპებით იძენს კომპანიას კომპანიაზე. ერთ-ერთი სურვილი “მაგნატის” გამართული ქსელების ხელში ჩაგდება იყო. ეს კი საბაზრო ფასების მესამედ ფასად უნდა განხორციელებულიყო. “მაგნატის” მიერ 2009 წლის დასაწყისში განხორციელებული მანიპულაცია კომპანიის სამართლებრიფი ფორმის შეცვლის შესახებ, როდესაც “მაგნატი” ს/ს “ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაციის” (შემდგომში ნსკ) გახდა, განწირული იყო არსებობაზე, რამეთუ ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ იძულებითი იყო.
8. ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტელური გარიგებების არარსებობის შემთხვევაში “მაგნატის” მიერ დაფუძვნებულ ს/ს ნსკ-ს სრული შესაძლებლობა ექნებოდა სარეალიზაციო ბაზრის 12-15%-იანი სეგმენტის შენარჩუნებისა. კარტელური ქსელის მამამთავრები ამ კომპანიას ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ხელს უშლიდნენ მას თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. კომპანია იძულებული იყო შიდა ბაზარზე შეეძინა ნავთობპროდუქტი დაბალი მარჟით, თვითონ დამოუკიდებლად პროდუქტის შემოტანას ვერ ბედავდა, რამეთუ მოსალოდნელი იყო პრობლემები ტვირთის განბაჟებისას. . . . ასე და ამრიგად ნსკ იძულებული იყო დამორჩილებოდა კარტელური გარიგების წესებს. ეს წესები კი განსაკუთრებით მძიმე სწორედ ნსკ-სათვის დაწესდა, რამეთუ კარტელის მთავარ დამკანონებლებს - “სოკარი”, “ვისოლი”, “რომპეტროლი”, ”ლუკოილი” და “გალფ”-ი, ბაზარზე არ ესაჭიროებოდათ მეექვსე რეალიზატორი. თანაც “გალფ”-იც უნდა გაძლიერებულიყო.
9. კომპანია, რომელიც კარტელური გარიგების წესებს უგულებელყოფდა, ავტომატურად ხდებოდა ხელისუფლებისთვის არასასურველი. ასეთის ჩამოსაშორებლად ფინანსური რევიზია ან კიდევ ურჩი კომპანიის მიმართ მაკომპრომეტირებელი მასალების დადება იყო საჭირო.
ხელისუფლებას, ზურაბ ადეიშვილის თაოსნობით შემუშავებული ჰქონდა წარმატებული და არასასურველ ბიზნესმენად, პიროვნებებად ქცეული პირების საწინააღმდეგო მექანიზმები _ სოციალური ინჟინერია, რომლის მიხედვით ასეთი სუბიექტის წინააღმდეგ ხორციელდებოდა მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიება, ასეთის არარსებობის, ან სუსტი ხარისხით არსებობის შემთხვევაში საქმეში ერთვებოდნენ იგივე ზურაბ ადეიშვილის მიერ წახალისებული ადამიანები, რომლებიც წარმატებით იყენებდნენ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში იგივე ზურაბ ადეიშვილის მიერ შემუშავებულ და 2010 წლის 15 იანვრს დამტკიცებულ “საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას” (ბრძანება #4), რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის პასუხისმგებელი პირი არანაირად არ აგებს პასუხს რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაზე, პირიქით ამავე ინსტრუქციის თანახმად, რეესტრი, მოქმედებს რა სწარაფი მომსახურების პრინციპით, თავს იკავებს ყოველგვარი დოკუმენტების შემოწმებისაგან და არეგისტრირებს ქონებას.
10. პირები, რომლებიც პირდაპირი დავალებით, ან ასეთის გარეშე ახორციელებდნენ ზ. ადეიშვილის გეგმებს, მაკომპრომეტირებელი მასალების მოძიების ნაწილში, იყვნენ უხვად (უმუშევრად დარჩენილი და ათასგვარ მაქინაციებში დახელოვნებული ყოფილი სამართალდამცავები და სახელმწიფო ჩინოვნიკები). სწორედ ამ პირთა ტანდემს მიეცა ფართე ასპარეზი სხადასხვა მაქინაციებისა.
ამ გზებით ასე და ამგვარად “დასაქმებული” პირები განსაკუთრებით მიეძალნენ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროს. ეეს პირები სთავაზობდნენ სხვადასხვა პირებს, განსაკუთრებით ბიზნესმენებს, იაფად ან რეალურთან მიახლოვებულ ფასად უძრავი ქონების რეგისტრაციას. ამ მიზნით ისინი თავთავიანთ მსხვერპლს სძალავდნენ თანხებს, ამ თანხებს ქრთამის სახით არიგებდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში ქონების რეგისტრაციასთან რაიმე კავშირში მყოფ პირებთან, უპრობლემოდ არეგისტრირებდნენ ქონებას (მიწის ნაკვეთს), იჯიბავდნენ მომსახურების ჰონორარს და უმეტეს შემთხვევაში ინფორმაციას აწვდიდნენ გეგმის ავტორს – ზურაბ ადეიშვილს (ისეთი პირების მოქმედებები, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ ზ. ადეიშვილის კონტროლს და ახერხებდნენ ქონების რეგისტრაციას, საქმის დამთავრების შემდეგ სცენარის ავტორისათვის მაინც ხდებოდა ცნობილი). შექმნილი მდგომარების, როგორც კონტროლირებადი ასევე უკონტროლო ნაწილი მისაღები იყო სცენარის ავტორისათვის, მისი კონტროლს გარეშეე მოქმედი პირების პარპაში კიდევ უფრო აძლევდა ხელს ზურაბ ადეიშვილს, რამეთუ ეს პირები ყოველგვარი დანახარჯების გარეშე აკეთებნენ მის საქმეს.
11. ამდენად, კონტროლირებადი თუ კონტროლს გარეშე მოქმედი პირების მიერ შესრულებული ქმედებები უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე ზურაბ ადეიშვილისათვის უკვე ცნობილი ხდებოდა. კერძოდ, რომ ამა თუ იმ პირმა გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით შეიძინა უძრავი ქონება, ანუ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ 180 (თაღლითობა) და 362 (ყალბი დოკუმენტების შექმნა და გამოყენება) მუხლებით. ასეთი პირები ხელისუფლების მიერ მართვადი ხდებოდნენ. მათ ახარისხებდა სახელმწიფო - სასურველ და არასასურველებად. არასასურველ პირად მიჩნეულთ ნებისმიერ დროს ელოდებოდათ ქონებრივი კატასტროფები, საპყრობილე და წამების იარაღად ქცეულ მანქანაში თანამედროვე ცივილიზაციისათვის გაუგონარი ზეწოლები.
12. ეს სცენარი თითქმის ერთი ათეული წელი მოქმედებდა ქვეყანაში. აამ დროის მანძილზე ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო სასჯელები ხანგრძლივი ვადით. აამ სცენარით მართვის განხორციელებაში საკმაოდ დიდი როლი სახელისუფლებო ადვოკატებს ეკისრებოდათ, რამეთუ შენიღბული დემოკრატიული სასამართლო ხელისუფლების განხორციელება ამ რგოლის გარეშე შეუძლებელი იყო. სწორედ აქ, საპროცესო შეთანხმებების სფეროში ფართე ასპარეზი მიეცათ იგივე ზურაბ ადეიშვილის ხელდასმულ და წახალისებულ ადვოკატებს, ისინი “საქმეებს აგვარებდნენ” საპროცესო შეათანხმებებით. ასცენარის ბოლო აკორდიც სწორედ ეს გახლდათ. ხელისუფლებისთვის არასასურველი პირები გლდანის საწამებლიდან “გულწრფელად აღიარებდნენ” შერაცხულ ბრალს, გამოთქვამდნენ თანამშრომლობის სურვილს, იხდიდნენ სერიოზულ თანხებს ბიუჯეტის სასარგებლოდ (უმრავლეს შემთხვევაში 5-6-ჯერ მეტს ვინემ ქონების ღირებულება), თანხმდებოდნენ პირობით მსჯავრზე, კვირაში ერთი დღე სისტემატიურად აკითხავდნენ პრობაციის სამსახურს, ამავდროულად იყვნენ საკმაოდ შეზღუდულები სამართლებრივ ურთიერთობებში (ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში ხელისუფლება პირობითი მსჯავრის გაცოცხლებით ემუქრებოდა). საბოლოოდ ასეთი ჭირგამოვლილი ადამიანები ხდებოდნენ ხელისუფლებისათვის არა საშიში, მართვადი და ამავდროულად მატერიალურად სრულიად გაკოტრებულნი. მათი ბიზნესი ხელისუფლებისთვის სასურველი პირების ხელში ხდებოდა აუქციონების მეშვეობით, როდესაც ისინი “იმარჯვებდნენ” აუქციონში და მესამედ ფასებში იძენდნენ ჩამორთმეულ ქონებებს. ამავდროულად აპრობირებულ იქნა ისევ ზურაბ ადეიშვილის მიერ გამოგონებული ე/წ ღამის ნოტარიუსების მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებებით ქონების გადაცემები.
13. ძალიან მცირე რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც ზ. ადეიშვილის სცენარით განვითარებული მოვლენების ობიექტები ხდებოდნენ, არ თანხმდებოდნენ სახელისუფლებო ადვოკატების მიერ მოწოდებულ, პროკურატურაში ე/წ მოსმენების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას თუ რამდენი უნდა გადაეხადა და აგრძელებდნენ ბრძოლას ყველა ინსტანციის სასამართლოში. შიდასახელმწიფორებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ე/წ სტრასბურგის პატიმრები ხდებოდნენ (ამ სტატუსის ტარების გამო ასეთი პატიმრები ცალკე ხდებოდნენ წამების ობიექტები).


ფაქტების აღწერა
ჯემალ ლეონიძისა და მალხაზ ბაბლიძის მიმართ შერაცხული ბრალი ემყარება მხოლდ და მხოლოდ მოწმე ლაშა დვალიშვილის წინასწარ გამოძიებაში მიცემულ და სასამართლოზე ამ ჩვენებების სახეცვლილ ჩვენებებს. კერძოდ:
14. 2009 წლის 02 აგვისტოს ბრალდებულის სახით დაიკითხა ლაშა დვალიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლის ა. ძამაშვილის მეშვეობით აყალბებდა სხვადასხვა მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციას. იგი არაფერს ამბობს ჯ. ლეონიძისა და მის კომპანიის სასარგებლოდ რაიმე უკანონო ქმედებების შესახებ, გ. გიუნაშვილის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შესახებ კი აცხადებს, რომ ამ ნაკვეთის რეგისტრაცია მას შესთავაზა თვით გუგული გიუნაშვილის შვილმა - არჩილმა. 2009 წლის 11 აგვისტოს ამ მოწმეს მოულოდნელად გაუნათდა გონება და განაცხადა, რომ ოთხივე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მას დაუკვეთა და უშუალოდ ახორციელებდა ჯ. ლეონიძის ხელმძღვანელობით (დანართი 3).
15. 2009 წლის 27 ოქტომბრის ჩვენებაში მოწმე ლ. დვალიშვილმა ამ მიწის ნაკვეთის გაყალბებული დოკუმენტებით რეგისტრაციის უკვე ორგანიზატორად ჯ. ლეონიძე დაასახელა. ამ უკანასკნელი ჩვენების საფუძველზე მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმის სახით.
16. მოწმე ლ. დვალიშვილმა სასამართლო სხდომაზე, (უკვე საპროცესო შეთანხმება გაფორმებულმა, თავისუფლებაში მყოფმა), ბრალდების შეკითხვაზე დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები მხოლოდ “მცირედი შესწორებით”, რომ თურმე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ თანხებს და დოკუმენტაციას მას გადასცემდა არა ჯ. ლეონიძე, არამედ დირექტორი მ. ბაბლიძე (დანართი 4).
17. მოწმე ლ. დვალიშვილისაგან ჯ. ლეონიძის საწინააღმდეგო ჩვენებების მოპოვებას წინ უძღოდა რამდენიმე მეტად საინტერესო ქმედებები, რომლითაც აშკარად იკვეთება ბრალდების დაინტერესება მივიდნენ კომპანიის მეპატრონესთან კონკრეტული ბრალით, რამეთუ ბრალდებას ამ დროისათვის უკვე მიღებული აქვს კონკრეტული დავალება ზურაბ ადეიშვილისაგან მოიშორონ არასასურველი ბიზნემენი ნავთობპროდუქტების ბაზრიდან, შეავსონ მისგან გამოძალული თანხით ბიუჯეტი, ჩამოართვან ქონება და ეს ქონება ხელისუფლების სიმპათიებში მოაზრებულ მეწარმეებს გადასცენ.
18. ასე და ამრიგად მოწმის სახით 2009 წლის 09 მარტს დაკითხულმა არჩილ გიუნაშვილებმა განაცხადა, რომ მამამისს, გუგული გიუნაშვილს გააჩნდა მიწის ნაკვეთი 2007 წლიდან, რომლის გასხვისება ჰქონდა გადაწყვეტილი, ამ წინადადებით იგი მივიდა “მაგნატი 2006”-ის დირექტორ მ. ბაბლიძესთან, რომელმაც მოიწონა შეთავაზება და მამამისთან გააფორმა სათანადო ხელშეკრულება. ეს მოწმე, 2009 წლის 21 აგვისტოს, უკვე ბრალდებული საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, აცხადებს, რომ მ. ბაბლიძის განმარტებით, მიწის ნაკვეთის ყალბი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმირებული იყო ჯ. ლეონიძე და იგი იხდიდა ამ ნაკვეთში 120 000 აშშ დოლლარს (დანართი 5).
19. 2009 წლის 12 მარტს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გუგული გიუნაშვილმა დაამზადა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 14 ივლისისთ დათარიღებული ყალბი #14.11.311 დადგენილება, რომლითაც მან მიისაკუთრა მერიის ქონება (დანართი 6). ამ ქმედებით ქ. თბილისის მერიას გუგულიმ გიუნაშვილმა მიაყენა ზარალი დიდი ოდენობით. ამავე დღეს მერიამ დაზარალებულის სტატუსით დაკითხა მერიის წარმომადგენელი ი. ფორჩხიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის მერიას ზარალი მიადგა გუგული გიუნაშვილის ქმედებით (დანართი 7). თბილისის არქიტექტურის სამსახურიდფან გამოთხოვილი ცნობით გ. გიუნაშვილის მიერ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 1 მილონ 5 ათასი ლარი. (დანართი 8).
20. 2009 წლის 13 აგვისტოსა და შემდგომ დაკითხულმა ჯ. ლეონიძემ მთლიანად აღიარა შერაცხული ბრალი. აღიარების საფუძველი და მიზეზი იყო ქვეყანაში არსებული სასამართლო სინამდვლის ჭეშმარიტი ანალიზი, რაც გამამართლებელი განაჩენების საერთოდ არსებობას გამორიცხავდა და ფაქტობრივად სასამართლო, პროკურატურა და ადვოკატები დაკავებულნი იყვნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ეს აზრი მას გაუმყარა ჩვენების გამომძალველების მხრიდან მასზე განხორციელებულმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, იგი დაარწმუნეს დავის გაგრძელების უპერსპექტივობაში. ამის შემდეგ ხორციელდება შეპირება, რომ იგი საპროცესო შეთანხმებით მოკლე დროში დატოვებდა საპატიმროს. საქმეში უხვადაა წარმოდგენილი ჯ. ლეონიძის განცხადებები ამ თემაზე (განსაკუთრებით აღსანიშნავია 2010 წლის 10 ნოემბრის განცხადება. ზ. თ.). (დანართი 9). ჯ. ლეონიძის დაკავებას წინ უძღოდა 2009 წლის 08 აგვისტოს ჯემალ ლეონიძის უმცროსი შვილის გიორგის დაკავება მეტად საინტერესო “საფუძვლით” – იგი ერთ-ერთი სექტის წარმომადგენელმა “ამოიცნო”, როგორც პირი, რომელიც მას არ აძლევდა გამოხატვის საშუალებას. (მტკიცებულება საქმის ზედმეტად გასაიდუმლოების საფუძვლით ვერ იქნა მოძიებული. ავტ.).
21. 2013 წლის 15 სექტემბერს გამოკითხულმა ლ დვალიშვილმა განმრტა, რომ იგი იყო უმუშევარი, მისი შვილის ნათლიამ საჯარო რეესტრის მუშაკმა ალეკო ძამაშვილმა შესთავაზა მოეძია ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ფლობდნენ და სარგებლობდნენ ფიზიკური ან იურიდიული პირები და შეეთავაზებინა მათთვის ასეთი ნაკვეთების რეგისტრაცია. ასეთ ნაკვეთებს იგი დაარეგისტრირებდა ხოლო თვითონ კი მიიღებდა გარკვეულ გასამრჯელოს. ლ. დვალიშვილმა აღნიშნული წინადადება შესთავაზა მის ქვისლს მ. ბაბლიძეს - შპს “მაგნატი”-ის გენერალურ დირექტორს. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ასეთი ნება გააჩნდა მის კომპანიას. მოკლე დროში ა. ძამაშვილმა მას გადასცა სარეგისტრაციოდ გამზადებული მასალები, რომელიც დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა რეესტრში. სარეგისტრაციო მასალები მან გადასცა მალხაზ ბაბლიძეს. გამოკითხულის განმარტებით გამომძიებლები ინტერესდებოდნენ შპს “მაგნატით”, მათ აინტერესებდათ რა წვლილი შეიტანა ამ კომპანიამ დოკუმენტების გაყალბებაში. მისსივე განმარტებით მას არასოდეს არ ჰქონია რაიმე კავშირი ჯემალ ლეონიძესთან, არ მიუღია მისგან რაიმე დავალება, იგი მას იცნობდა შორიდან, იგი ურთიერთიობდა მხოლოდ მალხაზ ბაბლიძესთან, რომელსაც არწმუნებდა, რომ ნაკვეთების რეგისტრაცია ხორციელდებოდა კანონიერად.
გლდანის #8 დაწესებულებაში იგი არაადამიანურ პირობებში იყო მოთავსებული 9 თვის მანძილზე, სადაც მას ეპყრობოდნენ არაადამიანურად, არ აძლევდნენ პატიმრისათვის კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელების საშუალებას, იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ყოველ ღამე ესმოდა პატიმრების წამების ხმები, მცირეწლოვანი ორი შვილი დარჩენილი იყო უმუშევარი მეუღლისა და პენსიონერი მშობლების ამარა, თავისუფლებას პირდებოდნენ ჯგუფის ხელმძღვანელად ჯემალ ლეონიძის დასახელების შემთხვევაში.
მან გაანალიზა ფაქტობრივი გარემოებები, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ფაქტებზე, რომლის მიხედვით მან არ სმენოდა თუნდაც ერთ გამამართლებელი განაჩენის შესახებ მთელი პატიმრობის მანძილზე (ამ გარემოებას ხშირად უჩიჩინებდნენ ციხის სოციალური მუშაკები) და გადაწყვიტა დათანხმებოდა ბრალდებას საპროცესო შეთანხმებაზე. მხოლოდ ბრალდებისათვის სასურველი ჩვენების მიცემის შემდეგ მას დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მოიპოვა თავისუფლება (დანართი 10).
22. 2013 წლის 17 ოქტომბერს გამოკითხული მალხაზ ბაბლიძე განმარტავს, რომ შპს “მაგნატის” გენერალური დირექტორობის პერიოდში მას, მისმა ქვისლმა ლაშა დვალიშვილმა შესთავაზა ე/წ თავისუფალი მიწების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია. ასეთი მიწები გააჩნდა კომპანია “მაგნატს”. ამ მიწებით კომპანია სარგებლობდა წლების მანძილზე და გააჩნდა სურვილი მათი რეგისტრაციისა. ამ შემოთავაზების თაობაზე მან საქმის კურსში ჩააყენა ჯემალ ლეონიძე. იგი დათანხმდა და სარეგსიტრაციო თანხებს ღებულობდა მისგან. მეტრო “300 არაგველის” მიმდებარედ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მას შესთავაზა არჩილ გიუნაშვილმა, რომელმაც უთხრა, რომ ამ ნაკვეთით წლების წინ სარგებლობდა მამამისი. პირველადი სარეგისტრაციო თანხა მან ა. გიუნაშვილს გადასცა 170 000 აშშ დოლარის ოდენობით, მოგვიანებით 300 000 ლარიც მიაწოდა. ხოლო ნასყიდობის გაფორმების შემდეგ 500 000 ლარიც უნდა გადაეხადა. მან არაფერი უწყოდა იმის შესახებ თუ რა გზებით ახერხებდა ლ. დვალიშვილი ნაკვეთის რეგისტრაციას. იგი სარეგისტრაციო თანხებს მას გადასცემდა მხოლოდ საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის შემდეგ. უფრო მეტიც, 300 არაგველის მიმდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერებაში იგი დაარწმუნეს საარქივო ჩანაწერის არქივში დათვალიერების შემდეგ (დანართი 11).
23. ჯემალ ლეონიძის სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო, რომელიც მოქცეული იყო ბრალდების პირდაპირი ზეწოლის ქვეშ, ელოდებოდა პასუხს ბრალდებისაგან თუ როდის უნდა დაემთავრებინა სააპელაციო საჩივრის განხილვა. ეს თანხმობა აგვიანებდა იმის გამო, რომ “მაგნატის” ქონების კანონიერ ხელში გადასვლა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. უკანასკნელი ასეთი გადაცემა განხორციელდა მხოლოდ 2011 წლის 25 თებერვალს. აი ამ დღის შემდეგ საკმაოდ გააქტიურდა სააპელაციო სასამართლო და ამჟამად სპრინტერულად დააყენა “ობიექტური და მიუკერძოებელი” განაჩენი. სააპელაციო სტადიაზე პროკურატურისა და ამ ინსტანციის სასმართლო ქმედებები პირდაპირ არღვევს პირის სულ ცოტა ორი ინსტანციის სამართლიანი სასამართლო უფლება, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო ვალდებული იყო მიეღო სააპელაციო გადაწყვეტილება ორ თვეში (იხ. დანართი 12. დაცვის სიტყვა სააპელაციო სასამართლოზე). სააპელაციო და საკასაციო სასაამართლოებმა ამ უარსებითეს გარემოებაზე საერთოდ არ უმსჯელის, როდესაც ჩვეული იგნორირებით გვერდი აუარეს კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის განხილვის ორთვიან ვადის დარღვევას (დანართი 13. საკასაციო საჩივარი და კერძო საჩივრები. დანართი 14. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 02 ივნისის განჩინება).
24. 2011 წლის 26 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ეცნობა ჯემალ ლეონიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევრიოპული კონვენციის 6.1, 6.3 d ქვეპუნქტითა ამავე კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღევვების შესახებ (დანართი 15).
25. 2011 წლის 22 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ჯემალ ლეონიძის საჩივრისა და თანდართული მასალების მიღების ფაქტი და მიანიჭა საქმეს სათანადო ნომერი (დანართი 16).
26. 2014 წლის 21 იანვარს პატივსადებ სასამართლოს ეცნობა ჯემალ ლეონიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გარემოებები იმის შესახებ თუ როგორ აშკარად არაგონივრულ ვადებში მიმდინარეობს გამოძიება მის საჩივარზე კომპანია “მაგნატის” მიმართ განხორციელებებული სახელისუფლებო რეპრესიების შესახებ, ასევე თუ როგორ ვერ განახორციელა საკუთრების უფლებადარღვეულმა პირმა მისი საცხოვრებელი სახლის დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, თუ როგორ არ ღებულობს კომპანია “მაგნატის” სამოქალაქო სარჩელს წარმეობაში პირველი ინსტანციის სასამართლო და სხვა... (დ
ანართი 17).
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!