სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ნაც.მოძრაობის პოლიტიკური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები ნაწილი II
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ნაც.მოძრაობის პოლიტიკური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები ნაწილი II
ავტორი Admin, 15-03-2014, 11:22 | კომენტარები (0)
ნაწილი 2

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები

27. ჯემალ ლეონიძის, როგორც გაბატონებული პოლიტიკური რეჟიმისათვის არარსაურველი ბიზნესმენის არენიდან ჩამოცილების წინაპირობები განუკითხავ სამართლებრივ არეალში მოქცეულ ნაცმოძრაობას უხვად გააჩნდა. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სახელმწიფო მექანიზმი მწყობრი სისტემით მოძრაობდა, ფიზიკურად არასასურველი პირის გლდანის საწამებელში მოთავსების შემდეგ, გაცილებით ადვილი და იაფი იყო დაპატიმრებულის დანაშთი ქონების დაპატრონება. ამ ქონების მომავალ მეპატრონედ (ანუ ნავთობპროდუქტების ბაზრის 15 % მფლობელად) უნდა ყოფილიყო აუცილებლად ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოვებული პირი. ასეთ პიროვნებად პოლიტიკური რეჟიმის მთავარმა პირმა დავით კეზერაშვილი გაამწესა – ამერიკული კომპანიის _ “გალფის” სახელით.
28. ფაქტობრივი გარემოებებიდან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოწმე ლ. დვალიშვილის პირველი ინსტანციის სასამართლოზე მიცემული ჩვენების შეფასება, როდესაც მან ყალბი დოკუმენტების შექმნისათვის თანხების გადამცემად დაასახელა არა ჯ. ლეონიძე, არამედ დირექტორი მ. ბაბლიძე. წინასწარ გამოძიებაში ამ ფორმით ჩვენების მიცემის შემთხვევაში ბრალდებას არავითარი საფუძველი არ გააჩნდა ჯ. ლეონიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად, რამეთუ ამ დროისათვის დირექტორ მ. ბაბლიძეს, დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია (04 აგვისტო 2009 წელი), ხოლო ჯ. ლეონიძის მიმართ ბრალთან შემაკავშირებელი სხვა მტკიცებულება ბრალდებას არ გააჩნდა. წინასწარ გამოძიებაში სწორედ ამ გარემოებით მოხდა მოწმე ლ. დვალიშვილისაგან ჯ. ლეონიძის დაკავების საფუძვლის მატარებელი ჩვენების გამოძალვა (11 აგვისტო 2009 წელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღეს საქმეში ჩაერთო ხელისუფლებასთან ახლო კავშირში მყოფი ადვოკატი). მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2009 წლის 13 აგვისტოს, ბრალდებას ჯემალ ლეონიძის დასაკავებლად სხვა გარემოება არ გააჩნდა. იგი არ მოპოვებულა სასამართლო გამოძიების სტადიაზეც. აქედან გამომდინარე, ლაშა დვალიშვილის წინასწარ გამოძიების სტადიაზე (2009 წლის 13 აგვისტოს) მიცემული ჩვენება გახლავთ ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ბრალდებამ მიაღწია გამამტყუნებელ განაჩენს და ათეული მილიონი აშშ დოლარის ქონების სახელისუფლებო ჩინოვნიკების ხელში გადასვლას.
29. ბრალდებას ჯემალ ლეონიძისა და მისი კომპანიის მიმართ ინტერესი გაუღვივდა 2009 წლის აგვისტოში. ამ დღემდე ჯ. ლეონიძისადმი ბრალად შერაცხული მიწის ნაკვეთების გამყალბებლებზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა. ამის უტყუარი მაგალითია $19-ში ასახული ფაქტობრივი გარემოება, როედსაც ბრალდება სახელმწიფოს დამზარალებლად გუგული გიუნაშვილს მიიჩნევდა, ამ საქმეზე განაჩენიც კი დადგა ამ პირის მიმართ. რამდენიმე თვეში სწორედ გუგული გიუნაშვილის მიმართ დამდგარი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი გარემოება კიდევ ერთხელ გახდა ბრალის საფუძველი (!!!!) – ამჟამად ჯემალ ლეონიძის მიმართ. ამ დროს ბრალდებამ მიაღწია მოწმე ლაშა დვალიშვილისაგან ისეთი ჩვენების მიღებას, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუგის ხელმძღვანელად ჯემალ ლეონიძე იქნა დასახელებული.
თავისუფლება მოპოვებულმა ერთადერთმა “მტკიცებულებამ” - ლაშა დვალიშვილმა მის 2013 წლის 15 სექტემბრის გამოკითხვის ოქმში დეტალურად აღწერა თუ რა მიზების გამო მისცა მან ბრალდებას ჯ. ლეონიძის წინააღმდეგ ბრალდებისათვის სასურველი ჩვენება (იხ. $20).
30. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ამ ჩვენებების ანალიზით უტყუარად დასტურდება ფაქტი, რომ ქალაქში მოქმედებდა საჯარო რეესტრის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მიერ შექმნილი საჯარო რეესტრის პარალელური და მასთან დაახლოვებული თაღლითური ჯგუფი, რომლებიც ძირითადად ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ეს ჯგუფი არწმუნებდა სხვადასხვა პირებს ქონების რეგისტრაციის მართლზომიერებაში და საკმაოდ სერიოზული თანხებს სძალავდა მათ. სწორედ ეს ჯგუფი შეიძლება ჩაითვალოს ზურაბ ადეიშვილის საქმის მკეთებელ ჯგუფად, როდესაც ამ ბატონებმა ნებსით თუ უნებლიედ გააკეთეს საქმე, რომელიც ძალიან აძლევდა ხელს არასასურველი პირის გზიდან ჩამოშორების სცენარის ავტორს (იხ. $$ 10, 11, 12).
31. ჯემალ ლეონიძეს, თანახმად საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონისა `ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის #525-ე იგივე დასახელების ბრძანებულებისა, სრულიად კანონიერად შეეძლო მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მისი კომპანიისა და სათაო ოფისის მიმდებარედ (3 ნაკვეთი) განლაგებული დაურეგისტრირებელი ნაკვეთების რეგისტრაცია. ჯ. ლეონიძე სწორედ ზემოდასახელებული ჯგუფის მიერ იქნა დარწმუნებული რეგისტრაციის კანონიერებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა კომპანიიდან რეგისტრაციისათვის საჭირო თანხები. გუგული გიუნაშვილის სახელზე, მეტრო “300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთიც, ასევე შპს “მაგნატის” მიერ იჯარით აღებული ბენზოგასამართი სადგურის მიმდებარე ნაკვეთია. კომპანია ამ ნაკვეთის რეგისტრაციისათვის ფაქტობრივად იხდიდა ამ მიწის რეალურ საბაზრო ღირებულებას (170 000 აშშ დოლარი და 300 000 ლარი გადახდილი და სამომავლოდ გადასახდელი 500 000 ლარი. ქ. თბილისის მერიის შეფასებით ამ ნაკვეთის ღირებულება 1 მილიონ 5 ათასი ლარია). ლოგიკურია დასკვნა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი ნამდვილად არ გადაიხდიდა ყალბ დოკუმენტებში ქონების რეალურ ღირებულებას.
ჯემალ ლეონიძე სწორედ ამ პარაგრაფში ასახული თაღლითური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. სწორედ ამ ჯგუფმა, არაოფიციალურად მიღებული ჰქონდა რა სათანადო ნებართვა ამ სცენარის ავტორისაგან, დაიყოლია ჯემალ ლეონიძე ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთების “სწრაფად დაკანონების” მოტივით, გამოსძალა სერიოზული თანხები და შემდეგომ იგი და მისი ქონება უკვე ხელისუფლებისათვის ადვილად მოსახმარი გახადა.
32. კომპანიის ქონების ხელში ჩაგდების არაჩვეულებრივი შესაძლებლობები მიეცა ხელისუფლებას ნავთობპროდუქტების ბაზარზე მის მიერ დაკანონებული კარტელური გარიგების საფუძველზე.
სამეცნიერო ლიტერატურაში კარტელური გარიგება შემდეგნაირადაა განმარტებული: “კარტელური გარიგება, ანუ ფასების ფიქსაცია გულისხმობს ბაზრის ერთი მხარის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური მოლაპარაკების წარმოებას, შეთანხმებას, რომ გაყიდონ ან იყიდონ რაიმე საქონელი ან სერვისი, მხოლოდ კონკრეტულ ფიქსირებულ ფასად, ან შეინარჩუნონ ბაზრის მდგომარეობა – მიწოდება მოთხოვნის კონტროლით, ისე, რომ ფასები მუდმივად შენარჩუნებული იყოს გარკვეულ დონემდე”.
ასეთი უკანონობის დამკანონებლად ხელისუფლებამ განამწესა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალი დავით კეზერაშვილი. სწორედ ამ პიროვნების მიერ განხორციელებული მანიპულაციებითა და TBC ბანკის უნიათობით შესაძლებელი გახდა “მაგნატის” შთანთქმა “Gulf”-ის მიერ.

ა მ დ ე ნ ა დ
უტყუარია, რომ ჯემალ ლეონიძის მიმართ “კანონიერ ძალაში შესული განაჩენი” სახელისუფლებო დაკვეთის შედეგია, მოსმართლეებს პირდაპირ და ზედმიწევნითა აქვთ შესრულებული პროკურატურისაგან დაკვეთილი დავალება, ამის პარალელურად მთელი სახელისუფლებო მანქანა წარმატებით ახორციელებს პატიმრობაში მოქცეული პირის ქონების დატაცებას, რასაც ისინი აუქციონების გზით კეთილსინდისიერი მყიდველის სტატუსის შეძენით ახერხებენ.
ჯემალ ლეონიძისა და მისი ბიზნესის ხელში ჩაგდების იდენტური ბედი ეწიათ ასეულობით ადამიანებს საქართველოში. ამ და სხვა უფლებადრღვეულმა ადამიანებმა განახორციელეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვები. რაოდენობითა და სიმწვავით ამ მიმართვებმა ევროპული სასამართლო დააყენა დილემის წინაშე – მას უნდა ემტკიცებინა ამ სასამართლოს ეფექტურობა პროგრესული, ევროპული საზოგადოების წინაშე. საქართველოდან შესული საჩივრები ამის შესაძლებლობას სრულად ართმევდა მას . . . .
ქვეყანაში განვითარებული სახელისუფლებო დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით, დღეის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის განმარტებით საჩივრების რაოდენობა რამდენიმე ათასიდან ხუთასამდე დავიდა. ამ ხუთასეულში დარჩა ჯემალ ლეონიძის საჩივარიც. . . .
ჯემალ ლეონიძის საქმეზე უდავოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის:
ა) 6.1 მუხლით გარანტირებული საქმის განხილვის გონივრული ვადების დარღვევა, როდესაც საქმე ნაცვლად კანონით განსაზღვრული 2 თვისა იხილებოდა 8 თვისა და 3 დღის მანძილზე (იხ. $ 22);
ბ) კონვენციის 6-ე მუხლის 3 პარაგრაფის დ პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევა, როდესაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა დარღვევით არ იქნენ დაკითხულნი მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ ჯემალ ლეონიძისა და მალხაზ ბაბლიძის სასრგებლო ჩვენებების მიცემა;
ც) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითო ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, როედსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სახელისუფლებო ჩინოვნიკების ან ასეთი ჩინოვნიკების სიდედრების საკუთრებაში გადავიდა ჯემალ ლეონიძისა და მისი კომპანიის მრავალმილიონიანი ქონება.

მ ო თ ხ ო ვ ნ ა

საქვეყნოდ გაცხადებული სამართლიანობის აღდგენის მოტივაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მოსალოდნელი გადაწყვეტილებისა მ ო ვ ი თ ხ ო ვ დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება წინამდებარე საჩივარში ასახული გარემოებებზე და მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ჯ. ლეონიძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე შემოსავლების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!