სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განვითარებული მოვლენები
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Август 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განვითარებული მოვლენები
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:34 | კომენტარები (0)
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განვითარებული მოვლენები

ჯემალ ლეონიძე 2013 წლის 13 იანვარს, სამწელიწადნახევარი პატიმრობის შემდეგ, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური ძალების შეპირება სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, ჯემალ ლეონიძემაც ირწმუნა და დაიწყო სხვადასხვა ინსტანციებში სათანადოდ მოტივირებული განცხადებებით მიმართვა წართმეულ ქონების დაბრუნების თაობაზე.

1. ჯემალ ლეონიძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელმწიფოსაგან 8 მილიონი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ამ სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ თურმე შპს “მაგნატი 2006” არ ყოფილა სამართლის სუბიექტი . . . . (იხ. დაწვრილებით “მაგნატის” გაკოტრების პერიპეტიები”).

2. 2013 წლის სექტემბერს თბილისის საქალაო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მთლიანად დააკმაყოფილა ჯემალ ლეონიძის მოთხოვნა მისი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. მცხეთა და შეფასებული 1,5 მილიონ აშშ დოლარად, აუქციონის შედეგების გაუქმების ნაწილში. თითქოსდა იზეიმა სამართლიანობამ, მაგრამ ისევ ადეიშვილ-სააკაშვილის სასამართლო პრაქტიკით, რომელსაც წარმატებით იყენებს ახალი ხელისუფლებაც, სასამართლო არ იძლევა რა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხელს უშლის გადაწყვეტილების აღსრულებას . . . . (იხ. დაწვრილებით “სამართლიანობის აღდგენის ახალი მეთოდი”)

3. ადეიშვილ-სააკაშვილის მერკანტელური აპეტიტების პირდაპირი შედეგით, ჯემალ ლეონიძის ოჯახის საკუთრება ქ. მცხეთაში მდებარე ძვირადღირებულ ვილა, “კანონიერად” ჩატარებული აუქციონით ნაცმოძრაობის სიდედრმა ნატალია კვვანტალიანმა მესამედ, 0,5 მილიონ აშშ დოლარად დაისაკუთრა. ეს ქალბატონი სწორედ ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელის, იმჯამინდელი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მაღალჩინოსნის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაგმობილი გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული “პატიმრებისათვის” სასათბურე პირობების შემქმნელის, დავით ჩხიტუნიძის სიდედრია. ქვემო ქართლის პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, სადაც ფაქტობრივად ყველა საგამოძიებო მოქმედება შესრულებულია და მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებაა მისაღები, დუმს - ვერ ღებულობს ვერანაირ გადაწყვეტილებას. ანუ, გამოძიებამ, მიუხედავად საკმარისი სამხელებისა, ვერ ცნო დაზარალებულად ჯემალ ლეონიძე, ვერ ჩამოაყალიბა ბრალი აუქციონის აშკარა გამყალბების წინააღმდეგ . . . ანუ ბრალდების უუნარობის გამო, სამართლიანობა აღდგენის მოლოდინის რეჟიმშია . . . (იხ. დაწვრილებით “ოჯახის საცხოვრებელი სახლის ხელში ჩაგდების კრიმინალური ქრონიკა”)

4. ჯემალ ლეონიძის წინააღმდეგ აგორებულ საქმეებში ყველაზე დიდი, როგორც მნიშვნელობით, ასევე მოცულობით სისხლის სამართლებრივი დევნა შემოსავლების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც ფაქტობრივად ასევე დამთავრებულია გამოძიება იმის შესახებ თუ როგორ “გადაეცა” TBC ბანკისა და ამავე ბანკის მოთხოვნით დაარსებულ სააქციო საზოგადოება “ნსკ”-ს მიერ ჯემალ ლეონიძის კომპანია “მაგნატი” 30 მილონიანი ქონება 13 მილიონად კომპანია “GULF”-ს, ასევე გამოძიების უუნარობის გამო გაჩერებულია გაურკვეველი დროითა და მიზეზებით. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე სახელისუფლებო ძალები უუნარონი არიან დადონ დასკვნა იმის შესახებ თუ როგორ განახორციელა ჯემალ ლეონიძის კომპანიის ჯერ გაკოტრება, შემდგომ კი მესაკუთრის საპყრობილეში ხანგრძლივი დროით მოთავსება 21-ე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კრიმინალმა დავით კეზერაშვილმა . . . (იხ. დაწვრილებით” “ქონების ახევა ნაცმოძრაობისეულად”).

5. 2013 წლის 14 აპრილს ქ. თბილისის მერიამ ერთდროულად ოთხი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამრთლოს რამდენიმე პირის, მათ შორის, ყველაზე გამოკვეთილად, ჯემალ ლეონიძის მიმართ, საერთო ჯამში 2,5 მილიონი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, თურმე ჯემალ ლეონიძემ მისი დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით ამ ოდენობის ზარალი მიაყენა ქ. თბილისის მერიას. თბილისის საქალაქო სასმართლომ ყველა სარჩელი მიიღო წარმოებაში. ამ დროიდან მოყოლებული მიმდინარეობს სასამართლო სხდომები . . . (იხ. დაწვრილებით: “პოლიტპატიმრის მიერ “მიყენებული ზარალი” ნაცმოძრაობის ბოლო პლაცდარმა (მერიამ) უნდა მიიღოს”)

6. ჯემალ ლეონიძის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია, მას მინიჭებული აქვს სათანადო ნომერი. საქმე, მიუხედავად ქვეყნის ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სხვადასხვა მანიპულაციებისა, დარჩა წარმოებაში. 2014 წლის 20 იანვარს ჯემალ ლეონიძემ, მის ირგვლივ პატიმრობიდან გათავისფლების შემდეგ განვითარებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, აცნობა პატივსადებ სასამართლოს . . (იხ. დაწვრილებით “ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს”. ინგლისურ და ქართულ ენებზე).


 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!