სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » მაგნატის გაკოტრების პერიპეტიები
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- მაგნატის გაკოტრების პერიპეტიები
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:32 | კომენტარები (0)
მაგნატის გაკოტრების პერიპეტიები

შპს “მაგნატის” გაკოტრება, მისი უძრავ-მოძრავი ქონების ხელში ჩაგდება, ნავთობპროდუქტების ბაზრის 15%-იანი სეგმენტის მფლობელი მეწარმე სუბიექტის ბაზრიდან გაძევება ჯემალ ლეონიძის წინააღმდეგ საქმის ამგორებელი ხელისუფლების მთავარი სცენარით განხორციელდა. ამ სცენარში უმთავრესი როლი TBC ბანკმა ითამაშა. ეს ბანკი, თავის დროზე, იყო მთავარი დამფინანსებელი “მაგნატისა”.

ბანკმა წინასწარდაწერილი სცენარით შეუწყვიტა (თუ შეაწყვეტინეს) ფულადი სახსრების გაცემა კომპანიას. საწვავის შემოტანა შეუძლებელი გახდა, სასესხო ხელშეკრულებები მომსახურებას ითხოვდნენ. სწორედ ამ დროს, ბანკმა წამოაყენა პირობა სააქციო საზოგადოების შექმნისა. ჯემალ ლეონიძე იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ პირობას. მან 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძვნა სააქციო საზოგადოება “ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია” (ნსკ). ბანკის მოთხოვნით “მაგნატის” მთლიანი აქტივი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადატანილ იქნა ნსკ-ში. ამ საზოგადოებაში მართვაც TBC ბანკმა მოითხოვა. საზოგადოების გენერალურ დირექტორად ბანკის წარმომადგენელი გიორგი ასლანიკაშვილი დაინიშნა. თავდაპირველად, ბანკმა მოახერხა ნსკ-ს ნავთობპროდუქტებით მომარაგება.

ბანკმა ვერ შეძლო კარტელური გარიგების სქემაში ჩაწერა – მას არ შემოატანინეს საწვავი, ამით იძულებულიო გახადეს საწვავი ეყიდა “სოკარი”-ისაგან, ეს უკანასკნელი კი ძალიან მაღალი ფასებით ყიდდა პროდუქციას. . . . .

ნსკ (ანუ იგივე TBC ბანკი) იძულებული გახდა გაეჩერებინა კომპანია და მიეღო სასწრაფო ზომები აქტივების სარეალიზაციოდ. . . . ერთადერთი მყიდველი ამ აქტივებისა იყო დავით კეზერაშვილი (შენიღბული ფორმით თითქოსდა ამერიკულ-ებრაული კომპანია “სან პეტროლეუმ ჯორჯია”).

ამ დროისათვის TBC ბანკის მიმართ ნსკ-ს დახლოებით 9 მილონი აშშ დოლარი ვალი გაჩნდა, დაახლოებით 3 მილიონამდე ასეთივე ვალი ჰქონდა კომპანიას ბანკი “რესპუბლიკას” მიმართ.

2009 წლის აპრილში TBC ბანკისა და “მაგნატის” მიერ ერთობლივად ჩატარებული შიდა აუდიტით “მაგნატის” უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 29 მილიონ 750 000 აშშ დოლარი. 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში TBC ბანკმა დ. კეზერაშვილის კომპანია “გალფ”-ს მიჰყიდა ნსკ 13 მილიონ აშშ დოლარად.

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება

ზემოაღწერილი სრულ საფუძველს იძლევა დასკვნისა, რომ ხელისუფლებამ (ნაცმოძრაობამ) ნავთობპროდუქტების ბაზარზე შექმნა კონტროლს დაქვემდებარებული ბაზარი, სადაც განისაზღვრა მხოლოდ 5 მოთამაშის დაშვება (“სოკარი”, “გალფი, “რომპეტროლი”, “ვისოლი” და “ლუკოილი”. მეექვსე მოთამაშე არ იქნა დაშვებული (ასე უფრო მეტი შერჩებოდათ). ეს მოთამაშეები ექვემდებარებოდნენ კარტელური გარიგების წესებს, ზედმიწევნით ასრულებდნენ კარტელის მამათავრის (დავით კეზერაშვილი) მიერ დადგენილ ფასად საწვავის რეალიზაციას და სხვა წესებს.

ნიშანდობლივია, რომ TBC ბანკმა ნსკ-ას მართვის პერიოდში (2009 წლის სექტემბერი -დეკემბერი), ოქტომბრის თვეში მოახერხა 6 მილიონი ლიტრი საწვავის რეალიზება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამ კომპანიის შევიწროვება, კერძოდ მას კარტელის მამათავრებმა აუკრძალეს საწვავის შემოტანა უცხოეთიდან და იძულებული გახადეს შეეძინა საწვავი მხოლოდ შიდა ბაზარზე, სადაც მარჟა იყო ძალიან დაბალი, ანუ ამ ფასად პროდუქციის შეძენა იძულებულს ხდიდა რეალიზატორს ხელი აეღო ამ საქმიანობიდან და მიეყიდა ბენზოგასამართი სადგურები, ტერმინალები ანუ მთლიანი ინფრასტრუქტურა ისეთი კომპანიისთთვის რომელსაც არ ჰქონდა არავითარი შეზღუდვები საწვავის შემოტანაზე. ასეთი კომპანია ამ დროისათვის იყო მხოლოდ და მხოლოდ “გალფი", “მაგნატის” ბაზრიდან გაძევების სცენარის ავტორი.

ფაქტობრივად ქონების გარეშე დარჩენილ შპს “მაგნატს” ყოველდღიურად ეზრდებოდა სასესხო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულებები. კომპანიის მესაკუთრე დაპატიმრებული იყო, კომპანიის მართვა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით გადაეცა გაკოტრების მმართველს, მოგვიანებით კი სააღსრულებო სამსახურს.

ვერც გაკოტრების მმართველმა და ვერც აღმასრულებელმა არ შეასრულეს უშუალო მოვალეობები გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიის ქონებების მოძიებისა, ისინი მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორის (შემოსავლების სამსახური) დასაკმაყოფილებლად იყვნენ მოწადინებულნი (დღეის მდგომარეობით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თვით ჯემალ ლეონიძის მიერ მოძიებულმა ქონებამ, რომელიც სააღსრულებო სამსახურს უნდა მოეძია და მიექცია კრედიტორების დასაკმაყოფილებლად, უკვე დაახლოებით 9 მილონ ლარს მიაღწია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის ზაფხულისთავის მიღებული ჰქონდა ნაცმოძრაობისეული (დ. კეზერაშვილის მიერ დაკვეთილი) სახელისუფლებო დავალება – დაემთავრებინა “მაგნატის” გაკოტრების საქმე და კომპანია გამოეცხადებინა გაკოტრებულად, გადახდისუუნაროდ. ამით კომპანია უნდა გამქრალიყო მეწარმეთა რეესტრის ჩანაწერიდან, როგორც სამართლის სუბიექტი.

თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსმართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, რომელსაც წილად ხვდა გაკოტერბის საქმის დამთავრება, 2012 წლის ივნისში ეცადა დავალების შესრულებას. ამ დღეს, მათთვის მოულოდნელად, ჯემალ ლეონიძის წარმომადგენელმა დაააყენა შუამდგომლობა ქონების მოსაძიებლად სარეაბილიტაციო ვადის (6-7 თვის) მიცემის შესახებ. საინტერესოა, რომ ყველა კრედიტორი თანახმა იყო ამ ვადის მისაცემად კომპანიისათვის, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად თვით უზრუნველყოფილმა კრედიტორმა (შემოსავლების სამინისტრომ), რომლის მიმართ დავალიანება 60 000 ლარი იყო, მოითხოვა შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად გონივრული ვადა (ერთი კვირა). სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფოს თხოვნა.

2012 წლის 17 ივნისს შემოსავლების სამსახუირის წარმომადგენელმა გააჟღერა ხელმძღვანელობისაგან მიღებული გადაწყვეტილება და უარი განაცხცადა “მაგნატისთვის” სარეაბილიტაციო ვადის მიცემის შესახებ (ანუ გაკოტრების რეჟიმის დამთავრების ვადის გადაწევის შესახებ).

ამ ქმედებაში აშკარაა ნაცმოძრაობის (სახელმწიფოს) ინტერესი “მაგნატის”, როგორც მეწარმე სუბიექტის, იგივე სამართლის სუბიექტის გაქრობის შესახებ (არ არის სუბიექტი არ არის პრობლემა). ეს პოზიცია იმდენად ღირებული იყო დაინტერესებული პირისათვის, რომ იგი მატერიალურად წამგებიან (ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივ) გარიგებაზე წავიდა, სხვა ახსნა ამ მოქმედებას არ გააჩნია, რამეთუ ლოგიკურ კითხვას, თუ რატომ უნდა ეთქვა უარი უზრუნველყოფილ კრედიტორს, თუნდაც მინიმალურ შანსზე თანხის (60 000 ლარის) ამოღების შესახებ (ქონების მოძიების შემთხვევაში პირველ რიგში სახელმწიფო უნდა დაკმაყოფილებულიყო), პასუხი ცალსახაა – სახელმწიფო ინტერესი არ იყო მატერიალური საკითხი, არამედ მისი ინტერესი იყო იყო კომპანიის გაქრობა.
მოსამართლე ქოჩიაშვილმა სხდომა დაამთავრა “მაგნატი” გაკოტრებულად გამოაცხადა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებით წერტილი დაესვა ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას. მოახლოებული პოლიტიკური კატასტროფის გამო დაინტერესებულმა ძალებმა ვერ შეძლეს მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება – რეესტრიდან ამოშლა “მაგნატისა”, როგორც მეწარმე სუბიექტისა.

2013 წლის დეკემბერში ჯემალ ლეონიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით მოპასუხეების “მაგნატის” გაკოტრების მმართველებისა და სააღსრულებო სამსახურის წინააღმდეგ მათ მიერ არმოძიებული თანხის (8 მილიონი ლარი) მათდამი დაკისრების შესახებ.

რაოდენ კურიოზულიც არ უნდა იყოს ეს სასარჩელო განცხადება განსახილველად დაეწერა იგივე ლაშა ქოჩიაშვილს. ამ მოსამართლემ კი სარჩელი არ მიიღო წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ თურმე მის მეხსიერებაში შენარჩუნებულ ყოფილა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მან მიიღო დადგენილება “მაგნატის” გაკოტრების შესახებ და აქედან გამომდინარე თურმე კომპანიას არ ჰქონია საფუძველი სასარჩელო მოთხოვნების დაყენებისა, როგორც არა სამართლის სუბიექტს.
ამ “ლოგიკის” ვერანაირი დასაბუითება საქმეში მოსამართლემ ვერ დაასახელა. პირიქით, მან გვერდი აუარა საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებებს - ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, ცნობას საგადასახადო სამსახურიდან, კომპანიის მიერ კომპანიის ხელმძღვანელობაში განხორციელებულ და რეესტრში რეგისტრირებულ საწესდებო ცვლილებებს. . . .
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებას ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს . . .

ლოგიკურია - მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება პირდაპირ (ისევ) სახელისუფლებო სიამოვნებისაკენაა მიმართული (ამ თანხის გადახდა მოუწევს ამჟამად ამ ხელისუფლებას). სწორედ ეს უსიამოვნება ააცილა (დროებით, რა თქმა უნდა) მან სახელმწიფოს, რითაც დაიწერა ქულები იმ ორგანოს მიმართ, რომელიც უფლებამოსილია მისი მოსამართლის სკამზე დარჩენის საკითხი გადაწყვიტოს. მით უფრო სახელმწიფოს თანამედროვე სახელისუფლებო ინტერესებში არ ჯდება ყოფილი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება (მე რატომ უნდა ვიხადო ის რაც არ გამიფუჭებია. მერე რა რომ ნაცმოძრაობისდროინდელი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრე ვარ).
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!