სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ოჯახის საცხოვრებელი სახლის ხელში ჩაგდების კრიმინალური ქრონიკა
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ოჯახის საცხოვრებელი სახლის ხელში ჩაგდების კრიმინალური ქრონიკა
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:23 | კომენტარები (0)
ოჯახის საცხოვრებელი სახლის ხელში ჩაგდების კრიმინალური ქრონიკა


ჯემალ ლეონიძისა და მისი მეუღლის საკუთრებაში იყო საცხოვრებელი სახლი ქ. მცხეთაში. ეს საახლი ჯ. ლეონიძის პატიმრობამდე შეფასებული იყო 1,5 მილიონ აშშ დოლარად. სახლი დატვირთული იყო სასესხო ვალდებულებებით, როგორც ბანკთან, ასევე ფიზიკურ პირებთან
ჯემალ ლეონიძის დაპატიმრების შემდეგ სასესხო ვალდებულებების შესრულება ოჯახმა მხოლოდ 2 თვის მანძილზე შეძლო. ამ მდგომარეობაში ბანკი “რესპუბლიკის” მიერ გადაიდგა ნაბიჯი ქონების აუქციონზე გატანის შედეგით.

სააღსრულებო სამსახურმა მიიღო დავალება 1,5 მილონიანი ქონების იაფად რეალიზაციაზე. ამ მიზნით, აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა ქონების შემფასებლად მოიწვია ამ საქმიანობაზე არაუფლებამოსილი პირი გიორგი მჭედლიშვილი. აამ უკანასკნელმა კი საცხოვრებელი სახლი 200 000 დოლარად შეაფასა, ხოლო აღმასრულებელმა კი ქონება აუქციონზე 100 000 აშშ დოლარად გაიტანა.

აუქციონი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხერში დარღვევებით ჩატარდა, ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობით ჩატარებულ აუქციონს თბილისის საქალაქო საასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ონიანმა გამოუტანა გადაწყვეტილება, როდესაც აუქციონი და ამ აუქციონთან დაკკავშერებული ყველა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ცნო ბათილად. ქონების შეფასებასთან და აუქციონამდე შემდგარ სხვა, ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ დარღვევებზე, 18 თვეა “მიმდინარეობს გამოძიება” ქვემო ქართლის პროკურატურაში.

გამოძიების წინაშე დასმულია კითხვები, რა მიზეზებით იქნა შეფასებული საცხოვრებელი სახლი ასე მცირე ფასად, მაშინ როდესაც მისი რეალური ღირებულება თითქმის 8-ჯერ მეტია.
მივიჩნიეთ რა სააღსრულებო სამსახურის მიერ ჩატარებული შეფასებები კანონდარღვევად, მოვითხოვეთ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. მით უფრო ამ ვარაუდის საფუძველი მოგვცა თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენმა, სადაც სააღსრულებო სამსახურისა და შემფასებლის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ზუსტად ანალოგიურ საქმეზე . . . .

ქვემო ქართლის პროკურატურამ დაკითხა მოწმეები, გამოითხოვა მტკიცებულებები ბანკიდან და სხვადასხვა უწყებებიდან, ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა. . . დარჩა მისაღები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება . . . . . აქაც სახელისუფლებო მუხრუჭების შედეგად გამოძიებას ფაქტობრივად დამთავრებული საქმე შემოდებული აქვს თაროზე . . . .

რიგითი ადამაინი ადვილად გაიგებს თუ რატომ და რა ინტერესებით მოხდა ქონების მიზერულ ფასად შეფასება, რა მექანიზმი მუშაობდა სააღსრულებო სამსახურში, როდესაც ამ ქონების აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა ნაცმოძრაობის ეპოქაში გაბიზნესმენებული, ნაცმოძრაობის სიდედრად წოდებული ნატალია კვანტალიანი. საინტერესოა, რომ ბოლო დროის სახელისუფლებო ცვლილებების თანავე ამ ქალბატონმა ეს ქონება ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა მის ქალიშვილს ნათია ჩიჩუას. ამით (მათი აზრით) შეიქმნა კეთილსინდისიერი მყიდველის სტატუსი (ქონების ჩამოთმევის შემთხვევაში ნათია ჩიჩუას ვერაფერს დააკლებენო, რადგანაც ადეიშვილისეული გაგებით იგი კეთილსინდისიერია და მის კონსტიტუციურ უფლებებს ვერავინ დაარღვევსო).

ცნობისათვის – ნათია ჩიჩუა გახლავთ დავით ჩხიტუნიძის მეუღლე, ეს ის დავით ჩხიტუნიძეა, რომელსაც ნაცმოძრაობის აღზევების ეპოქაში ზურაბ ადეიშვილის მარჯვენად მოიხსენიებდნენ და არც ისე შესაშურად გამოიყურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაგმობილ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

ეს უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოება იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ჯემალ ლეონიძის 1,5 მილიონდ ღირებულ საცხოვრებლ სახლს მიზერულ ფასად აუქციონზე იძენს ზურაბ ადეიშვილის რჩეული, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პატიმრებისთვის სასათბურე პირობების შექმნაში ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე, რომელმაც ამ საჩუქრის შესანიღბავად აუქციონზე გამარჯვებულად მისი სიდედრი გამოაცახდებინა, ხოლო როდესაც სიდედრისაკენაც ცივმა ნიავმა დაჰკრა, ქონება სასწრაფოდ ჩიჩუას (მეუღლის) სახელზე დაარეგისტრირა.
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!