სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ქონების ახევის ანატომია ნაცმოძრაობისეულად
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ქონების ახევის ანატომია ნაცმოძრაობისეულად
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:21 | კომენტარები (0)
ქონების ახევის ანატომია ნაცმოძრაობისეულად

1. 2006 წელს დავაფუძვნე კომპანია “მაგნატი 2006”, რომლშიც წილობრივი მონაცემები გადანაწილდა შემდეგნაირად: ჯემალ ლეონიძე 75%, თემურ ყარმაზანაშვილი 15%, გოგი ლოლაძე 5% და მალხაზ ბაბლიძე 5%.

2. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. ამ მიზნით კომპანიას გააჩნდა 4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზოგასამართი სადგური, რკინიგზის ჩიხი, ორთქმავალი და სხვადასხვა უძრავ მოძრავო ქონება.

3. კომპანიას ასევე გააჩნდა არაპროფილური საქმიანობის შემდეგი ობიექტები: რესტორნები, “მწვანე კონცხი” “მაგნატი გვირილა”, “იმერეთი” და მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო”.

4. 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ შეადეგნდა დახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარი. კომპანიის ავტოგასამართი ქსელებიდან ყოველთვიურად საშუალოდ 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ხორციელდებოდა, რაც ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზრის 8-10%-ს შეადგენდა. კომპანიაში დასაქმებული იყო 200-ზე მეტი მუშაკი.

5. საომარმა მოქმედებებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბუნებრივია დაღი დაასვა კომპანიას. 2008 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში TBC ბანკის მესვეურებმა ბატონებმა ჯაფარიძემ და ბუცხრიკიძემ გამოთქვეს სურვილი კომპანიის შეძენისა. ჩემი ბიზნეს საახლობლო წრიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზით მე ეჭვი მეპარებოდა ბანკის განზრახვის კეთილ მიმართულებაში. სწორედ ამ მიზნით ამ მოლაპარაკების მეტი დამაჯერებლობის შესამატებლად მე ვთხოვე მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება ბანკის მესვეურებისა და ჩემს საერთო მეგობრებს ბატონებს ზაალ სამხარაძესა და კახა მახათაძეს. მოლაპარაკება ჩვენს შორის ვერ შედგა, რამეთუ ბანკის მიერ დაყენებული პირობა კაბალური იყო და მიზნად ისახავდა კომპანიის საბოლოოდ ხელში ჩაგდებას.

6. 2009 წლის 27 მარტს ბანკისა და კომპანიის აუდიტების ერთობლივი შეფასებებით შედგა მემორანდუმი, რომლის მიხედვით “მაგნატის” ქონება (მხოლოდ ავტოგასამართი სადგურები) შეფასდა 29 მილიონ 715 000 აშშ დოლარად. საიდანაც 42 ბენზოგასამართი სადგურის ღირებულებამმ შადგინა 21 435 000 აშშ დოლარი, ხოლო 22 ობიექტიდან წილის ღირებულება კი შეფასებულ იქნა 8 280 000 აშშ დოლარად. ამ დოკუმენტს ხელი თვით TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერა. არგუმენტად ვერ გამოდგება ამ ბატონის ზეპირი განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე ეს შეფასებები “მაგნატის” შემფასებლების მიერ ყოფილა გაკეთებული. აქვე ვადასტუირებ, რომ ამ ფასში არ შესულა კომპანიის წილები, აქციები, მეფრინველეობის ფაბრიკა, რესტორნები, მიწის ნაკვეთები.

7. 2009 წლის 27 აპრილს TBC ბანკის აქტიურობით, მასთან არსებული სესხების გამო კომპანია “მაგნატი 2006” დაეთანხმა ბანკის წინადადებას ახალი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, ასეთ კომპანიად “მაგნატის” 100% წილით დავაფუძვნე სააქციო საზოგადოება “ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია” (შემდგომში ნსკ) (დანართი 2. წესდება), რომელშიც წილები გავანაწილე შემდეგნაირად: TBC ბანკი 25%, ზაალ სამხარაძე 31%, გორგი კიკნაძე 10%, ბანკი “რესპუბლიკა” 10%, კობა ბუჩუკური 24%. ამ წილების ასეთი ოდენობით განაწილების წინაპირობა გახლდათ კომპანიის მევალეების ვალების პროპორციულობა, რაც იყო დროებითი და ჯენტლმენური მოლაპარაკებით, ვალების გასტუმრების შემდეგ საზოგადოების მთლიანი წილი უნდა დაბრუნებოდა “მაგნატს”. ახალი საზოგადოების ერთპიროვნულ ხელმძღვანელად ვახტანგ ბუცხრიკიძის ინიციატივით დაინიშნა გიორგი ასლანიკაშვილი. ანუ ეს პიროვნება ასევე განაგებდა ბანკისთვის მიკუთვნებულ 25%-ს. ავღნიშნავ, რომ გიორგი ასლანიკაშვილს არავითარი კავშირი არ გააჩნდა ბანკთან, იგი იყო ბანკის ცრუმაგიერი პირი. ამ ქმედებით, მიმაჩნია, რომ, ბანკმა მის პარტნიორებს (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს) დაუმალა 25%-იანი წილის არსებობა ნსკ-ში. ბანკის მესვეურები ვახტანგ ბუცხრიკიძე და გ. ჯაფარიძე თაღლითურად დაუფლებულ ქონებას (25%) გ. ასლანიკაშვილის სახელით მართავდნენ.

8. ჯენტლმენური გარიგებით, ნსკ-ას გენერალურ დირექტორად გიორგი ასლანიკაშვილი უნდა დანიშნულიყო, ფინანსურ დირექტორად ბანკის სააქციო საზოგადოების თავჯდომარე გ. ჯაფარიძე, ხოლო სააქციო საზოგადოების წევრებად კი ზაალ სამხარაძე და მე უნდა ვყოფილიყავით. კომპანიის საწვავით უზრუნველყოფა უნა განეხორციელებინა ზ. სამხარაძეს, რომელსაც მისთვის მიკუთვნებული 31% ვალის დაბრუნების შემდეგ უნდა დაებრუნებია კომპანია “მაგნატის”-თვის. ასევე გიორგი კიკნაძეც მისთვის მიკუთვნებული 10%-ს იგი დაუბრუნებდა კომპანია “მაგნატს” მისი ვალდებულების დაფარვის შემდეგ, ამავე ჯენტლმენური გარიგებით ფაქტობრივად მე უნდა მემართა “მაგნატის” ბაზაზე დაფუძვნებული კომპანია. ჩემი დაკავების გამო ამ ჯენტლმენური გარიგების წერილობითი ფორმით გაფორმება ვერ მოხერხდა.

9. ნსკ, რომელსაც გააჩნდა დიდი პოტენციალი ემუშავა მოგებაზე, TBC ბანკის მეცადინეობით (ხელისუფლების დავალებით), მოკლე დროში გახდა წამგებიანი. კომპანიის ამ პოზიციაში გადასვლა ბანკის პირდაპირი მოვალეობა იყო ბანკს არ აწყობდა კომპანიის ფეხზე დადგომა, გაძლიერება, იგი გაკოტრების პირამდე უნდა მიეყვანა მას და შემდეგ იაფად ჩაებარებინა ხელისუფლებისათვის.

10. ბანკი არ უშვებდა შესაძლებლობას ხელიდან არ შემდგარიყო საპროცესო შეთანხმება ჩემთან. ამ მიზნით, მაშინ, როდესაც მე მივაღწიე შეთანხმებას ბრალდებასთან თავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმის გადახდაზე, საიდანაც ჯარიმის თანხის ნაწილი (200 000 ლარი) უნდა დამეფარა ჩემი და ჩემი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით დიდ დიღომში, ბანკი სასწრაფოდ აყადაღებს ამ ქონებას, რის გამოც მე ვერ გადავიხადე დასახელებული თანხა და ფაქტობრივად ბანკის ხელშეწყობით დავრჩი პატიმრობაში.

11. განმვარტავ, რომ კომპანია “მაგნატს” არ ჰქონდა ვალები, არამედ ჰქონდა, როგორც ბანკებიდან, ასევე კერძო პირებისაგან, სესხები. ეს სესხები არ იყო პრობლემური, კომპანიის მუშაობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იყო სესხების როგორც მომსახურება, ასევე მოგების მიღებაც. უფრო მეტიც, კომპანიის გამართული ქსელის რეალიზაცია რეალურ ფასად რამდენიმე მილიონი დოლარის მოგებასაც კი დატოვებდა. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებიდან “მაგნატის” საწინაღმდეგო ქმედებებით დავალდებულებლ ბანკებს არ აწყობდათ მოვლენების ასეთი გზით განვითარება. სწორედ ამ მიზნით, მათ იმოქმედეს რა ერთობლივად, ხელოვნურად მიიყვანეს კომპანია გაკოტრებამდე, იაფად მოახერხეს ქსელის მიყიდვა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან, რითაც თვითონ არ დაზარალებულან, სამაგიეროდ ხელისუფლებისაგან მიიღეს ფართე ასპარეზი.

12. ნსკ-ს დაფუძვნებისთანავე დაიწყო “მაგნატის” ქონებების გადაფორმება ახალ საზოგადოებაზე. გადაფორმება განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებების სახით ყოველ ობიექტზე ინდივიდუალურად. ნასყიდობებში დასახელებული ფასები იყო წინასწარ შეთანხმებული ჩვენს შორის და არ შეესაბამებოდა მემორანდუმის ფასებს. ვაცახდებ, რომ ნასყიდობებში დასახელეული თანხის არც ერთი თეთრი არ შესულა “მაგნატის” ანგარიშზე. 2009 წლის 12 აგვისტოს ბოლო ბენზოგასამართი სადგური გადაფორმდა ნსკ-ზე. 13 აგვისტოს დამაპატიმრეს თაღლითობის ბრალდებით. შერაცხული ბრალი, რომ თურმე 4 მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია გავაყალბე, ვაღიარე მთლიანად, რამეთუ ბრალდება მპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მცირედი ჯარიმით (ეს აღიარება განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული სასამართლო სინამდვილით). რამდენიმე დღეში ბრალდებამ დაარღვია შენაპირები და ჯარიმა მოითხოვა 2 მილიონი ლარის ოდენობით. მოგვიანებით ჯარიმის თანხა 1 მილიონამდე შეამცირა. ეს თანხაც ჩემთვის ასტრონომიული იყო. ბრალდებას შევთავაზე 400 000 ლარის გადახდა, საიდანაც 200 000 ლარს უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთებით) გადახდაზე მოვილაპარაკეთ. TBC ბანკის მიზეზით (იხ. $10) პროკურატურისთან მიღწეული შეთანხმება ვერ შედგა.

13. 3010 წლის 13 ნოემბერს ჩემმა პარტნიორებმა ზაალ სამხარაძემ, გია კიკნაძემ, თემურ ყარმაზანაშვილმა, და გოგი ლოლაძემ მაცნობეს, რომ TBC ბანკი ითხოვდა ჩემი 24%-იანი (ბუჩუკურის სახელზე რეგისტრირებული) წილიდან 19%-ის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ულტიმატურად იმუქრებოდა ნსკ-ს გაუქმებით და აუქციონის წესით შეიძენს ყველა დაგირავებულ ქონებასო. მე არც ამ ულტიმატუმს დავეთანხმე, რამეთუ ბანკის ეს მოთხოვნა წმინდა შანტაჟი იყო (ჩემი პარტნიორები ბანკს უკვე ჰყავდა დაშანტაჟებული), რამეთუ აუქციონს თავისი წესები გააჩნდა და მით უფრო ეს ქონებები ღირდა 2-3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე გირაოთი იყო ჩადებული და არ მეგონა თუ ბანკი ასეთ ღია რეკეტზე წავიდოდა.

14. 2010 წლის 09 დეკემბერს TBC ბანკის ინიციატივით “მაგნატის” ყოფილ ოფისში დილის 10 საათზე დაიწყო ნსკ-ს აქციონერთა კრება. დღის წესრიგი – წილების გადანაწილება. კრებაზე 12 საათზე გამოცხადდა შესვენება. კრება გაგრძელდა 20 საათზე TBC ბანკის ოფისში, სადაც კობა ბუჩუკური დასთანხმდა 24%_იანი წილიდან 19%-ის გადაფორმებას ბანკის ცრუმაგიერ პირზე გიორგი ასლანიკაშვილზე. ამ შედეგით ბანკმა ფაქტობრივად მუქარითა და შანტაჟით წაიღო “მაგნატი”-ის ქონების 44%. კრების ოქმზე ხელმოწერა იყო ულტიმატიმის ენით გამოწვეული გარემოება, პროექტი გამზადებული იყო ბანკის იურისტების მიერ.

15. 2011 წლის 25 თებერვალს შპს “სან ოილ ჯორჯიამ” ("გგალფი") დირექტორის ადამ იანივის სახით და ს/ს ნსკ-ს დირექტორის გიორგი ასლანიკაშვლს შორის, TBC ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის მოინაწილეობით შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნსკ-მ მისი ქონება გაყიდა “გალფ”-ზე 13 635 000 აშშ დოლარად.

16. 2012 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პირდაპირი საუბრები”, ბატონმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ – კითხვაზე თუ რატომ გაიყიდა ასეთ ფასად კომპანია, განაცხადა, რომ ნსკ წამგებიანი გახდა, ბანკმა დაიწყო ძებნა სავარაუდო მყიდველებისა, ქვეყნის მასშტაბით მან ვერ იპოვა მყიდველი და ბოლოს გამოჩნდა ებრაული კომპანია “გალფი”, რომელმაც (ერთადერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი) შეიძინა ნსკ. მისი განცახდებით, კომპანიის ქონება შეუფასებია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმ ბიუროს, ნსკ-ს გაყიდვით ბანკი მოგებაზე არ გასულა.


ფაქტობრივი გარემოებები ქონების თაღლითურად დაუფლების თაობაზე


17. 2009 წლის 27 აპრილს “მაგნატის” მიერ დაფუძვნებულ ს/ს ნსკ_ში წილები განისაზრვრა ვალების პროპორციულად. ბანკმა “რესპუბლიკამ” მიიღო ამ ახალ საზოგადოებაში მისი სესხის პროპორციულად 10%-იანი წილი, რომლის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 1 200 000 აშშ დოლარს (იხ. $7), რაც დაარეგისტრირა გიორგი საძაგლიშვილის სახელზე.

18. ბანკი “რესპუბლიკის” მიმართ კომპანია “მაგნატის” ვალი 2009 წლის 27 მარტის მემორანდუმით შეადგენდა 1 942 937 აშშ დოლარს. ამ თანხის გადახდა ბანკი რესპუბლიკის” მიმართ “მაგნატს” უწევდა 2009 წლის 01 მარტიდან 2010 წლის 01 მარტამდე.

19. 2009 წლის 13 აგვისტოს ჩემი დაპატიმრებითა და “მაგნატის” ქონებების მთლიანად ნსკ_ზე გადაცემით შეშფოთებულმა ბანკმა “რესპუბლიკამ” მოითხოვა “მაგნატის” არაპროფილური ქონების (ორი რესტორნის) მისადმი მიყიდვა. ერთობლივად “მაგნატისა” და ბანკის აუდიტების მიერ შეფასდა ქონებები და 2009 წლის 18 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით "პრობლემური სესხების სააგენტოს” წარმომადგენელმა გიორგი საძაგლიშვილმა (ბანკი “რესპუბლიკა”) 1 200 000 აშშ დოლარად შეიძინა რესტორანი შპს “მწვანე კონცხი”.

20. 2009 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა აქტი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვით "მაგნატი გვირილა” (რესტორანი) 1 256 400 აშშ დოლარად გადაეცა შპს სატივე გვირილას” (წარმომადგენელი გიორგი საძაგლიშვილი).

21. რესტორნები "მწვანე კონცხისა” და "მაგნატი გვირილას” მიღებასთან ერთად მიმღებმა – ბანკმა “რესპუბლიკამ” ასევე მიიღო იპოთეკებით დაუტვირთავი მოძრავი ქონებები (რესტორნის დანადგარები, მოწყობილობები, ავეჯი და სხვა) "მწვანე კონცხიდან” – 32 000 აშშ დოლარისა და “მაგნატი გვირილადან” – 43 600 აშშ დოლარად ღირებული (სულ 75 600 აშშ დოლარი). ეს ქონება არ იყო რაიმე უფლებრივი დატვირთვის საგანი, ანუ თავისუფალი იყო ყოველგვარი ვალდებულებებისაგან.

22. ბანკი “რესპუბლიკა” ქონებების დაპატრონების შემდეგ იწყებს მის რეალიზაციაზე “ფიქრს”. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქალბატონი თამარ მერაბიშვილი, მცხოვრები ქ. ახალციხე, მცხეთის #58, რომელმც წარმოადგინა რწმუნებულება ვინმე ლია ობოლაშვილის სახელით და 660 000 აშშ დოლარად შეიძინა რესტორანი “მაგნატი გვირილა”, რომელიც ჩემგან ბანკმა “რესპუბლიკამ” არც ისე დიდი ხნით ადრე შეიძინა 1 296 000 (მათ შორისაა ავეჯი 43 0000) აშშ დოლარად (სავარაუდოდ, ბანკს “აახიეს” ამ ფასად).

23. 2012 წლის 06 აპრილს რესტორანი “მაგნატი გვირილა” ლია ობოლაშვილმა და ბერუჩა ლუხუტაშვილმა შეიტანეს შპს “დანი 2012”-ი საწესდებო კაპიტალში.

24. “მაგნატის” საკუთრებას წარმოადგენდა მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო” (შეფასებული 1 მილიონ აშშ დოლარად). პროკურატრის უკანონო ქმედებებით (პირდაპირი ზეწოლებით) 1 მლიონიანი ქონება ეკონომიკის სამინისტროს მიეყიდა არარეალურ - 190 000 ლარად. ამ ქმედებით ფაქტობრივად განხორციელდა “მაგნატის” ქონების თაღლითურად დაუფლება.

25. “მაგნატის” საკუთრებაში იყო ლუდსახარში, რომლის ღირებულება 280 000 ევრო გახლდათ (იმჟამინდელი კურსით 570 000 ლარი). დღეის მდგომარეობით ამ ქონებას აშკარა კანონდარღვევით ფლობს ს/ს “თიბისი ლიზინგი”.

26. პირადად ჩემს საკუთრებაში იყო ავტომანქანა “ტოიოტა 200”, რომლის ღირებულება 65 000 აშშ დოლარი იყო. ამ მანქანის ასავალ-დასავალი ჩემი დაკავებისთანავე გაქრა. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ბაჩო და დათა ახალაიების წყნეთში მდებარე აგარაკის კადრების დემონსტრირებისას, კადრში ვიხილე ჩემი ავტომანაქნა.

27. ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებაში იყო 4 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში (შეფასებული 300 000 აშშ დოლარად). TBC ბანკი ამ საკუთრებას ფლობს თაღლითურად შედგენილი მასალების საფუძველზე.

28. ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე ასევე ბანკი “რესპუბლიკის” თაღლითური ქმედებებით ფიზიკური პირეის მახარაძის სახელზეა გაფორმებული.


ა მ დ ე ნ ა დ

29. ბანკმა ,,რესპუბლიკამ” მიიღო სულ 3 731 400 აშშ დოლარის ღირებული ქონება (1 200 000 (10% წილი ნსკ-ში) + 1 200 000 (რესტორანი “მწვანე კონცხი”) + 1 256 400 (რესტორანი “მაგნატი გვირილა”) + 75 600 (სარესტორნე ავეჯი, დანადგარები)). ამ თანხას უნდა გამოაკლდეს მემორანდუმით დადგენილი "მაგნატი 2006”-ის ვალი – 1 942 937. ანუ ბანკი “რესპუბლიკის” მიმართ “მაგნატს” არანაირი ვალი არ რჩება, ხოლო ბანკმა “რესპუბლიკამ” მოტყუებით მიითვისა ";მაგნატი”ის მისაკუთრებული ქონებიდან გადასახდელი თანხა 1 713 463 აშშ დოლარის ოდენობით. (3 731 400–1 942 937= 1 713 463). ეს თანხა ბანკს "მაგნატი”-ისთვის დღეის მდგომარეობითაც არ გადაუხდია. ასეთი ქმედებით ბანკი “რესპუბლიკა” მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა კომპანიის უძრავ ქონებას დიდი ოდენობით (1 713 463 აშშ დოლარს);

30. TBC ბანკი თაღლითურად დაეუფლა ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებას მიწის ნაკვეთების სახით ღირებული 300 000 აშშ დოლარი.

31. ს/ს “თიბისი ლიზინგი თაღლითურად დაეუფლა მაგნატის საკუთრებას 570 000 ლარის ოდენობით (ლუდსახარშის ეპიზოდი)

40. დათა და ბაჩა ახალაიები უკანონოდ დაეუფლნენ ჩემს ა/მანქანას “ტოიოტა 200” ღირებული 65 000 აშშ დოლარი.

ჯემალ ლეონიძე
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!