სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » პოლიტპატიმრის მიერ “მიყენებული ზარალი” ნაცმოძრაობის ბოლო პლაცდარმმა (მერიამ) უნდა მიიღოს
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- პოლიტპატიმრის მიერ “მიყენებული ზარალი” ნაცმოძრაობის ბოლო პლაცდარმმა (მერიამ) უნდა მიიღოს
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:14 | კომენტარები (0)
პოლიტპატიმრის მიერ “მიყენებული ზარალი” ნაცმოძრაობის ბოლო პლაცდარმმა (მერიამ) უნდა მიიღოს

ადეიშვილი-სააკაშვილის მიერ მართული ძალოვანები, ამ ტრიუმვირატისადმი მორჩილი მოსამართლეთა კოჰორტა, ჯემალ ლეონიძის ბრალეული მოქმედებების “დადგენის” პარალელურად მისგან ასევე ბიუჯეტის შევსებასაც ცდილობდა. მთავარი პროკურატურა პატიმრობის სანაცვლოდ (რა თქმა უნდა უძრავი ქონების ჩაუთვლელად) პირველი შეთავაზებით 3 მილიონ ლარს ითხოვდა, მოგვიანებით წინადადება 2 მილიონამდე შეამცირა, შემდეგ 1 მილიონსაც სჯერდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მიხვდა რა მისი მოთხოვნის აფსურდულობას, 600 000 ლარზეც თანახმა იყო, ხოლო როდესაც ამ თანხაზეც უარი ეთქვა 300 00 ლარი მაინც შემოიტანას ხვეწნით ითხოვდა.

ბრალდებამ ეს თანხაც ვერ მიიღო ჯემალ ლეონიძისგან. ყოველივე ამის გამო შერაცხული ბრალის ნაწილში იგი ითხოვდა მაქსიმალურ სასჯელს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისი დათვლით, სახელმწიფოსათვის მიყენებული 2 მილიონიანი ზარალის ასანაზღაურებლად პროკურატურამ 50 000 ლარი იკმარა.

ამ თანხაზე დათანხმება შედეგია სახელისუფლებო სინდისის ბოლო ძარღვის არ გაწყვიტასთან, კერძოდ, საკმარისდ იქნა მიჩნეული 43 ავტოგასამარტი სადგურის, 4 ნავთობტერმინალის, სამი რესტორნის, მეფრინველეობის ფაბრიკის, საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების, მიწის ნაკვეთების ფაქტობრივად მესამედ ფასად ხელში ჩაგდების ფაქტები და მხოლოდ ამიტომ დაკმაყოფილდნენ 50 000 ლარის ჯარიმით.

ლეონიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ქონების დარეკეტებაში დახვეწილი ხელისუფლება ზედიზედ აგებს ყველა პოლიტიკურ არჩევანს, შეილახა ერთ დროს უცოდველი პოლიტიკური ძალის იმიჯი, ამომრჩეველი ამ ძალის მიმართ რადიკალური ღონისძიებების გატარებას ითხოვს. პოლიტიკურ უმცირესობაში გადაბარგებულ ნაცმოძრაობას დასჭირდა ისეთ მდგმარეობაში მოქცევა, როდესაც მას ესაჭიროება მატერიალური მონაპოვრის შენარჩუნება, ამისათვის კი ყველა ძალის გამოყენება გახდა საჭირო.

ნაცმოძრაობის ბოლო სახელისუფლებო პლაცდარმი ადგილობრივი თვითმმართველობები გახდა. ქ. თბილისის მერია კი ამ ბოლო იმედის მთავარი მედროშე და ყველა პროვოკაციის თაოსანი. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის შესანარჩუნებლად გამაგრებითი ქმედებები ქ. თბილისის აწ უკვე ყოფილმა მერმა – ბრალდებულმა გიგი უგულავამ დასახა. მის ქმედებებში აშკარად იკითხება ერთი რამ – თქვენმა პოლიტპატიმარმა ადგილობრივ თვითმმართველობას ზარალი რაც მოაყენა აგვინაზღაურეთო. სწორედ ამ მოტივაციით იყო განპირობებული ერთდროულად ოთხი სასარჩელო განცხადებით მიმართვა ქ. თბილისის სასამართლოში, სართო ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ყველა სარჩელში უმთავრეს მოპასუხედ ქ. თბილისის მერმა პოლიტპატიმარი ჯემალ ლეონიძე დაასახელა. . . .

დასახელებული სასარჩელო მოთხოვნები რამდენიმე დღედარჩენილი ადგილობრივი ხელისუფლების გამოგონებაა, ფხაკურია იმ იმედით – მიშა მოვა და მე ანგარიში უნდა წარვადგინო აი როგორ ვიბრძოდიო . . .

ამ მოსაზრებას გააჩნია უტყუარი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ადეიშვილისეულად რეფორმირებულ ქართულ სასამართლო სინამდვილეში დამკვიდრებულ ცნებას “დაზარალებული” (ადეიშვილისეული გაგებით), იმჟამად ყველგან ბრალდება წარმოადგენდა (ჯემალ ლეონიძის კონკრეტულ შემთხვევაში – მთავარი პროკურატურა). სწორედ ამ ორგანომ, ზურაბ ადეიშვილის მინდობილობით წარმოადგეინა ქ. თბილისის მერია დაზარალებულად ყველა ინსტანციის სასამართლოში. სწორედ ამ კანონით განსაზღვრულმა წარმომადგენელმა დაასახელა დაზარალებულ ქ. თბილისის მერიისადმი მიყენებული ზარალის ოდენობა – 50 000 ლარი. სწორედ ამ ოდენობის თანხის დაკისრება მოითხოვა ჯემალ ლეონიძისადმი. სასამართლომაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

იბადება ლოგიკური კითხვა - მაშ რა უნდა გიგი უგულავას, რას ითხოვს იგი, არ მოწონს იმჟამინდელი მთავარი რეფორმატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება . . . .
ღმერთმა უწყის სად გახარჯავდა ნაცბანდა ბიზნესის რეკეტსაქმიანობიდან ამოქაჩულ თანხებს, მაგრამ თუ სად აპირებდა გიგი ამ თანხების გახარჯვას, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!