სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ინფორმაციები სტრასბურგის სასამართლოს / InformationTo the European Court of Human Rights
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ინფორმაციები სტრასბურგის სასამართლოს / InformationTo the European Court of Human Rights
ავტორი Admin, 13-02-2014, 22:13 | კომენტარები (0)

ინფორმაციები სტრასბურგის სასამართლოს / InformationTo the European Court of Human Rights
]ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს]
]ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
(საქმეზე #56014 )]
პატივსადები სასამართლოს მიერ ჯემალ ლეონიძის ზემოდასახელებულ საქმეზე მასალების რეგისტრაციის შემდეგ ჩვენს მიერ სასამართლოს წარედგინა საჩივრის განსახილველად არსებითი ხასიათის ინფორმაციები.

2013 წლის 04 თებერვალს გაცნობეთ ჯ. ლეონიძის საპატიმროდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. ამ დროიდან დღემდე განმცხადებლის მიმართ გაჩნდა ახალი, არსებითი ხასიათის გარემოებები. მიმაჩნია, რომ ამ გარემოებების შესახებ აუცილებელია ეცნობოს პატივსადებ საჩივრის განმხილველ სასამართლოს.

1. ფაქტობრივი გარემოებები

1.1. 2013 წლის 14 აპრილს ქ. თბილისის მერიამ ოთხი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი მოპასუხე ჯემალ ლეონიძის მიმართ, სადაც მოითხოვა სულ, საერთო ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის ანაზღაურება. მოსარჩელის პოზიციით ამ ოდენობის ზარალი განიცადა მან ჯ. ლეონიძის ხელმძღვანელობით განხორციელებელი უკანონო, ინკრიმინირებული ქმედებებით. ამ დროს, კი სისხლის სამართლის “საქმის განმხილველ” სასამართლოს დაადგენილი აქვს, რომ ჯ. ლეონიძემ სახელმწიფოს მიაყენა 50 000 ლარის ოდენობის ზარალი და ამ თანხის ანაზღაურება დააკისრა კიდევაც.
დასახელებულ სარჩელით მოსარჩელემ ჯ. ლეონიძესთან ერთად მოპასუხეებად სხვა პირებიც დაასახელა. კერძოდ:

ა) მალხაზ ბაბლიძე – შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი, დაუსწრებლად გასამართლებული ჯ. ლეონიძესთან ერთად და საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი პოლიტიკური ნიშნით დევნილად,

ბ) ლაშა დვალიშვილი – მსჯავრდებული ჯ. ლეონიძის საქმეზე. ეს პირი ერთადერთი მოწმე იყო ბრალდებისა და დღეის მდგომარეობით ითხოვს მასზე განხორციელებლი ზეწოლისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას;

ც) ალექსანდრე ძამაშვილი, თეიმურაზ ჭარხალაშვილი – საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშროემლები, და არჩილ გიუნაშვილი (ბროკერი) გასამართლდნენ ჯ. ლეონიძესთან ერთად;

ერთ-ერთ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო 201 000 ლარის ანაზღაურება, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. ეს გადაწყვეტილება ამჟამად, მოსარჩელის კერძო საჩივრით იხილება სააპელაციო სასამართლოში. სხვა დანარჩენ სამ საჩივარზე მიმდინარეობს სასამართლო სხდომები.

1.2. საქართველოს სახელმწიფოში, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული სასიკეთო ძვრების შემდეგად ადამიანებს შეექმნათ ისეთი გარემო, როდესაც მათ უშიშრად შეუძლიათ გამოთქვან აზრი, გააკეთონ განცხადებები, ამხილონ პირები, რომლებმაც მათ წინაააღმდეგ ჩაიდინეს სხვადასახვა უკანონობები. ჯემალ ლეონიძის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა დვალიშვილმა (ეს პირი ერთადერთი “მოწმეა”, რომლის ჩვენების საფუძველზე დააყენა ბრალდებამ გამამტყუნებელი განაჩენი) დეტალურად აღწერა მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, განაცხადა, რომ მან გამოძიებას მისცა ისეთი ჩვენება, რომლებიც დასახელებული იყო გამოძიების მიერ, სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და თავისუფლებას შეპირდნენ. ამ ჩვენებით მან დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად დაასახელა ჯემალ ლეონიძე. სასამართლო განხილვის სტადიაზე კი, როდესაც იგი პირისპირ, საჯაროდ წარსდგა სასამართლოზე განაცხადა, რომ მან მხოლოდ ივარაუდა ჯ. ლეონიძის ჯგუფის ხელმძღვანელობა, რამეთუ მიაჩნდა, რომ ჯ. ლეონიძე ისეთი პირი იყო, რომ მას უნდა სცოდნოდა იმ დანაშაულის შესახებ, რასაც თვითონ ლ. დვალიშვილის ჩადიოდა. 2013 წლის 15 სექტემბერს ჩემს მიერ გამოკითხულმა ლ. დვალიშვილმა დაასახელა გარემოებები, რომელთა გამოც იგი იძულებული გახადეს მიეცა ჩვენება ჯ. ლეონიძის წინააღმდეგ.

1.3. 2009 წლის 04 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს “მაგნატი 2006”-ის განცხადება გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ. გაკოტრების მმართველებმა და სააღსრულებო ბიურომ, ფაქტობრივად, გაკოტრების რეჟიმის მთელი პერიოდის მანძილზე მოიძიეს მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფილი კრედიტორის – შემოსავლების სამსახურის ვალი და 2012 წლის ივნისის თვეში დააპირეს გაკოტრების რეჟიმის დამთავრება. 2012 წლის 27 ივნისის კრედიტორთა კრებაზე მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა არ დააკმაყოფილა ჩემი და ასევე რვა კრედიტორის შუამდგომლობა გაკოტრების რეჟიმის გაგრძელების შესახებ სულ რაღაც 6-8 თვით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის პოზიცია სარეაბილიტაციო ვადის თაოაბაზე და ძალაში დატოვა მოსამართლის გადაწყვეტილება “მაგნატი 2006”-ის გაკოტრების საქმის დასრულების შესახებ.
2013 წლის 26 ნოემბერს შპს “მაგნატი 2006”-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გაკოტრების მმართველებისა და სააღსრულებო სამსახურზე 8 მილიონი ლარის დაკისრება, რამეთუ დაახლოებით ამ ოდენობის ქონება არ იქნა მათ მიერ მოძიებული სრულიად მიზანმიმართულად. აღსანიშნავია, რომ ამ სარჩელის განხილვა დაევალა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს (ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წლის ივლისში უარი თქვა კომპანიისთავის სარეაბილიტაციო ვადის მიცემაზე და შეასრულა რა იმჟამინდელი ხელისუფლის ნება, დაასრულა გაკოტრების საქმე). მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილმა უარი განაცხადა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ თურმე შპს “მაგნატი 2006” არ ყოფილა სამართლის სუბიექტი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

მეტად კურიოზული მდგომარეობაა შექმნილი დღევანდელი “მაგნატი 2006”-ის მიმართ. კერძოდ, კომპანია არ არის ამორიცხული მეწარემთა რეესტრიდან, ანუ არის მეწარმე სუბიექტი. სასამართლოს კი კომპანია არ მიაჩნია სამართლის სუბიექტად. სააღსრულებო სამსახურს მიაჩნია, რომ იგი ჯერ კიდევ არის გაკოტრების მმართველი (იგი ღებულობს კორესპონდენციებს ჯ. ლეონიძისაგან, პასუხობს წერილობით, ამზადებს მასალებს აუქციონზე გასატანად).

1.4. განმცხადებლის ძირითადი სარჩელის (2011 წლის 26 აგვისტო) $4.4 მოხსენიებულია გარემობა, როდესაც ჯემალ ლეონიძემ იმჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის მთავარ პროკურორს მიმართა განცხადებით მეწარმე სუბიექტის ბაზრიდან გაძევების, მონოპოლიური საქმიანობისა და მისი და მისი კომპანიის ქონების ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საკუთრებაში გადასვლის შესახებ. ეს განცხადება იმჟამინდელმა პროკურატურამ მხოლოდ ”შეისწავლა”, და რამდენიმე თვეში უარი განაცხადა მის განხილვაზე, რამეთუ მიიჩნია განცხადებაში დასახელებული ფაქტების დაუდასტურებლობა. ჯემალ ლეონიძემ ახალ ხელისუფლებასაც მიმართა ანალაოგიური განცხადებით. დაიწყო გამოძიება, დაიკითხა დაცვის მიერ დასახელებული ყველა მოწმე, დაკმაყოფილდა დაცვის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ . . . დღეის მდგომარეობით კი ნებისმიერ შეკითხვაზე გამოძიებას გააჩნია მხოლოდ ერთადერთი პასუხი – “მიმდინარეობს გამოძიება, შედეგების შესახებ გეცნობებათ”. . . .

1.5. 2013 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მთლიანად დააკმაყოფილა ჯემალ ლეონიძის სასრჩელო მოთხოვნა მისი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. მცხეთაში, შეფასებული 1,5 მილიონ აშშ დოლარად (ეს სახლი აუქციონზე 470 000 აშშ დოლარად “შეიძინა” ამჟამად ძებნილი, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი მოადგილის დავით ჩხიტუნიძის სიდედრმა) და გააუქმა სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონი და მისი შედეგები მთლიანად. დასახელებულ ქონებაზე დავა, მისი დაბრუნება კიდევ უფრო პრობლემური გახდა ზემოდასახელებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ . . . . სასამართლოს დღემდე არ გადმოუცია გადაწყვეტილება.




ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი

ყოფილმა პოლიტიკურმა რეჟიმმა მისი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე უამრავ უკანონობას, ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დარღვევას დაუდო საფუძველი. სახელისუფლებო სრული განუკითხაობა გაბატონებული იყო პროკურატურაში, პოლიციში. ეს უკანონობები კი მიუკერძოებელი სასამართლოს ნიღბით შენიღბულ სასამართლოში გვირგვიდებოდა სახელისუფლებო კულუარებში წინასწარ დაწერილი გაანჩენების გამოცხადებით.

ხელისუფლება არასასურველი მეწარმის ჩამოსაშორებლად უხვად იყენებდა სახელისუფლებო რესურსებს. ამ ღონისძიებებში ძალიან დიდი როლს ბანკები თამაშობდნენ. სწორედ ბანკები ახერხებდნენ არასასურველი მეწარმის უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდებას, კაბალურ პირობებზე დათანხმებას და ბოლოს ხელისუფლებისათვის სასურველი ბიზნესმენისათვის ქონების გადაცემას. ჯემალ ლეონიძისა და შპს “მაგნატი 2006”-ის სინამდვილეში სწორედ ეს სცენარი გათამაშდა. TBC ბანკმა შეასრულა რა ხელისუფლების დაკვეთა მესამედ ფასად მოახერხა ნავთობპროდუქტების კომპანია “GULF ”– იასათვის “მაგნატის” 30 მილონ აშშ დოლარად ღირებული ქონების გადაცემა. ცნობისათვის, იმჟამად ამ კომპანიას სათავეში ედგა, ამჟამად ინტერპოლის მიერ დაკავებული, ყოფილი პოლიტრეჟიმის ხაზინადრად წოდებული დავით კეზერაშვილი. ამ სცენარში ბანკებთან ერთად აქტიური როლი სააღსრულებო სამსახურსაც ეკავა. ეს სამსახური ქონებებს მხოლოდ უზრუნველყოფილი კრეტირორების სასარგებლოდ მოიძიებდნენ ხოლმე, ხოლო შემდეგ ამთავრებდნენ ქონებების მოძიებას, ან პირდაპირ ხელსაც კი უშლიდნენ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის აქტიურობას.

2.1. ყოფილმა პოლიტრეჟიმმა მისი არსებობის დასრულება 2012 წლის 01 ოქტომბრის არჩევნებში დაიწყო, როდესაც წააგო საპარლამენტო არჩევნები. ამავე ძალამ ასევე წააგო ყველა შემდგომ გამართული არჩევანი, მათ შორის საპრეზიდენტოც. ერთადერთი პოლიტიკური ძალა სადაც დღემდე არჩევნები არ ჩატარებულა გახლავთ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები. სწორედ ეს არჩევითი თანამდებობა დარჩათ წინა პოლიტიკურ რეჟიმს სასპეკულაციოდ (თუმცა დღვანდელი მდგომარეობით, 2013 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მერს, როგორც ბრალდებულს, რომელსაც ბრალდება ედავება 48 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას). სწორედ ქალაქ თბილისის ამაჯამად უკვე ყოფილმა მერმა, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად აღიარებულ პირების მიმართ, დაიწყო სასარჩელო განცახდებებით მიმართვა ყოფილი პოლიტპატიმარ ჯემალ ლეონიძისა და პოლიტდევნილ მალხაზ ბაბლიძის მიმართ. სავარაუდოდ $1.1-ში მოწოდებული ინფორმაცია ამ გარემოებით უნდა იყოს განპირობებული.

2.2. პარაგრაფ 1.2-ში ასახული გარემოება ქვეყნის უახლოესი წარსულის სამწუხარო რეალობაა. იმჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმი მიზნის მისაღწევად არ ერიდებოდა არანაირ დაბრკოლებებს. მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევასაც. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, კაცობრიობისათვის ძნელად დასაჯერებელი ფორმებით აწამებდენენ. ამავე დაწესებულებებში არანაკლებ გავრცელებული იყო ფსიქოლოგიური ზეწოლები პატიმრებზე, როდესაც სარგებლობდნენ რა პატიმრის ოჯახური, მატერიალური მდგომარეობით მათ აყურებინებდნენ ან ასმენიებდნენ წამების შემზარავ ფაქტებს, არწმუნებდნენ, რომ სასამართლო დავებით ვერაფერს მიაღწევდნენ, რამეთუ არ არსებობდა ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენი (საქართველოში, 2009 წელს გამამართლებელი განაჩენის პროცენტულმა მონაცემმა შეადგინა მხოლოდ 0.1 პროცენტი). ყოველივე ამ ფაქტების ანალიზის შემდეგ პატიმრები ბრალდებას ეთანხმებოდნენ მათ მიერ მიწოდებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე და სასამართლო სპექტაკლებზე “ადასტურებდნენ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს”.

ზუსტად ასეთ ბედი ეწია ჯემალ ლეონიძის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ ერთადერთ მოწმეს – ლაშა დვალიშვილს. ამ მოწმემ ქვეყანაში განვითარებული ცვლილებების შემდეგ შეძლო მხოლოდ ხმის ამოღება და განაცხადა, რომ ჯ. ლეონიძის წინააღმდეგ მან ჩვენება მისცა ზეწოლით, მუქარით და საპყრობილეში გამეფებული არაადამიანირი მოპყრობის შედეგად. დღევანდელი სინამდვილე არ იძლევა შესაძლებლობას რაიმე რეაგირება იქნას გაკეთებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რამეთუ ამ ორგანოს წინასწარ აკრეფილი აქვს საპასუხო ტექსტი _ თქვენს მიერ განცხადებაში დასახელებული ფაქტების შესაწავლად საჭიროა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა . . .

2.3. პარაგრაფ 1.3-ში ასახული გარემობება ალბათობის მაღალი ხარისხით მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა 2012 წლის 27 ივნისს დააკმაყოფილა იმჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის ნება, როდესაც უარი განაცხადა კომპანია “მაგნატისათვის” 6-8 თვით სარეაბილიტაცილ ვადის გაგრძელებაზე. სწორედ ეს მოსამართლე დღეის მდგომარეობით ცდილობს რა მოსამართლის სკამის შენარჩუნებას, უარს აცხადებს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მაშინ როდესაც საქმეშია უტყუარი გარემობები:

ა) მეწარმეთა რეესტრში შპს “მაგნატი 2006” არ არის ამოშლილი. უფრო მეტიც, ამ კომპანიის დამფუძვნებლებმა 2013 წლის აგვისტოში ჩაატარეს საერთო კრება, დანიშნეს ახალი დირექტორი, რაც აისახა კიდევაც სათანადო წესით მეწარმეთა რეესტრში. იმდენად, რამდენადაც ჩანაწერი რესტრში უტყუარია მის გაუქმებამდე “მაგნატი 2006” სამართლის სუბიექტია და თვით იმ მოსამართლესაც კი რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების საქმის დასრულებაზე, არა აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს იმდაგვარად, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. (სხვა საკითხია, რამდენად უფლებამოსილი იყო ეს პატივცემული მოსამართლე ემსჯელა “მაგნატის” სარჩელის დასაშვებობაზე).

ბ) ქვეყნის საგადასახო სამსახური შპს “მაგნატი 2006”- სისტემატიურად ამოწმეს საგადასახო კუთხით (2012, 2013 წლებში) და არიცხავს მას გადასახადებს გადასახადების გადაუხდელობის გამო (???)

მიმაჩნია, რომ ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო სამსახურმა ქვეყანაში განვითარებული სასიკეთო ცვლილებების გამო ვერ შეძლო, ანუ “მაგნატი” არ არის ამოშლილი მეწარმეთა რეესტრიდან და აქედან გამომდინარე მას გააჩნია უფლება მოითხოვოს სამოქალაქო წესით გაკოტრების მმართველებისა და სააღსრულებო სამსახურისაგან (სახელმწიფოსაგან) ხელისუფლების დაკვეთების შესრულების შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ასევე მიმაჩნია, რომ მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილს სურს ახალი ხელისუფლების წინაშე დამკვიდრება, ცდილობს ასიამოვნოს იგი მისთვის წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში აპრობირებული მეთოდებით და სრულიად უსაფუძვლოდ არ აკმაყოფილებს “მაგნატის” სამართლიან მოთხოვნას ახალი ხელისუფლებისაგან მიიღოს ის ზიანი რაც მას მისმა წინამორბედმა ხელისუფალმა მიაყენა. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, მაგრამ სარჩელის განხილვის არდაწყება რამდენიმე თვით მაინც გადაიდო. ეს მეთოდიც აპრობირებულია წინა ხელისუფლების პირობებში მოსამართლეთა მიერ. ამ დროის მანძილზე ისინი ბონუსების მოლოდინში არაიან.

3. პარაგრაფ 1.4-ის ქვეყნის თანამედროვე სინამდვილეა. რამეთუ ახალმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ვერ შეძლო დემოკრატიული ცვლილებების საბოლოოდ დამკვიდრება. ადამიანთა ათასობით საჩივრებზე არანაირი რეაგირება არ განხორციელებულა (გამონაკლისია ერთადერთი საქმე, რომელიც ბანკი “ქართუს” ეხებოდა). ჯემალ ლეონიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიებაც დღეის მდგომარეობით სტაგნაციურ რეჟიმშია. სახელისუფლებო ხედვა მდგომარეობს შემდეგში _ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მეშვეობით თურმე ხარვეზების დამდგენმა კომისიამ უნდა დაადგინოს კანონმდებლობის დარღვევები ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკების მხრიდან. ამ ლოკიკით, თურმე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას მოწმეზე ზეწოლის, არაადამიანური მოპყრობის, ჩვენების გამოძალვის, მტკიცებულების ფალისიფიკაციის, მეწარმე სუბიექტის ბაზრიდან გაძევებისა და სხვა ინკრიმინირებული ქმედებების გამოძიებისა. სადღეისოდ, გამოძიებას ჩვენს მიერ მიეწოდა უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ

ა) ჯემალ ლეონიძის 1.5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულ საცხოვრებელ სახლს მესამედ ფასად (0.5 მილიონი) დაეუფლა ჩვენს მიერ მმართველი პარტიის სიდედრად წოდებული ნატალია კვანტალიანი. (იგი სიდედრია ამჟამად ძებნილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გენერალური ინსპექციის მოადგილის, ამჟამად თავადაც ძებნილის დავით ჩხიტუნიძისა. იგი იძებნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე მხილებული მკვლელებისათვის პატიმრობის პირობებში სასათბურე პირიობების მოწყობისათვის);

ბ) ჯ. ლეონიძის კომპანიის საკუთრებას რესტორნის სახით ეუფლება კომპანია, რომლის 70%-იანი წილის მესაკუთრის სახელი და გვარი საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ამჟმად დაკავებული, ბრალდებული ივანე მერაბიშვილის მეუღლის სახელსა და გვარს.

ც) ჯემალ ლეონიძის პირად საკუთრებაში არსებულ 60 000 ლარად შეფასებულ ავტომანქანას დაეუფლება ამჟამად მსჯავრდებული ყოფილი მინისტრის ბ. ახალაიას დაცვა;
დ) კომპანია “მაგნატის” 30 მილიონად შეფასებულ ქონებას მესამედ ფასად დაეუფლა კომპანია “GULF”-ის მესაკუთრე, ამჟამად საფრანგეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებული დავით კეზერაშვილი.



დასკვნა

მიმაჩნია, რომ ასეთი სახელისუფლებო დამოკიდებულება საქმეებისადმი ხელისუფლების უსუსურობაზე, მის დაბალ პოტენციაზე მეტყველებს. ხელისუფლებისაგან გაცემული პასუხები მორიგი დაპირებაა განმცხადებლებისადმი, ამომრჩევლებისადმი. ასეთი პასუხებით ხელისუფლება სახელისუფლებო ტკბობის გახანგრძლივებას აღწევს, რასაც იგი განმცადებლებთა უფლებების დარღვევების ხარჯზე ახერხებს. ასეთ დროს, უფლებადართვეულთათვის ერთადერთ ნათელ იმედად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რჩება მხოლოდ.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

P.S. წინამდებარე ინფორმაცია მზად იყო გამოსაგზავნად, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გადმოგვცა გადაწყვეტილება მცხეთის სახლის საქმეზე ($ 1.5).


თანდართული დოკუმენტების ნუსხა
1. ლაშა დვალიშვილის გამოკითხვის ოქმი
2. სხდომის ოქმები გაკოტრების საქმეზე
3. 2012 წლის 17 ივლისის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში
4. 2012 წლის 31 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
5. შპს “მაგნატის” 2013 წლის სარჩელი 8 მილიონი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით
6. კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მცხეთის სახლზე




ინფორმაციები სტრასბურგის სასამართლოს / InformationTo the European Court of Human Rights

[left]To the European Court of Human Rights

Information
(Case #56014)

After having registered of the abovementioned case related to Mr. Jemal Leonidze by the honorable Court we have submitted substantive information to the Court for review.
On February 4th, 2013 we informed you about legal basis for releasing Mr. Jemal Leonidze from prison. Since then (until now) some new circumstances have arisen against the accused. I believe, that the honorable Court reviewing the case shall be informed about these circumstances.

1. Factual Circumstances

1.1. On April, 2013 Tbilisi City Hall submitted four claims to Tbilisi city court against one of the defendants - Mr. Jemal Leonidze, according to which a lump sum of more than 2 million GEL was requested as a financial compensation. According to the defender they actually suffered this amount of the loss due to the illegal, incriminating activities carried out under the direction of Mr. Jemal Leonidze. Whereas the criminal case “reviewing” court has already established that the loss suffered by the state because of Mr. Jemal Leonidze constituted 50 000 GEL and has imposed upon him the obligation to pay that amount.
The defender in its claim specified other persons as well, they are as follows:
a) Mr. Malkhaz Bablidze – Director of “Magnat 2006”, Ltd, who was accused together with Mr. Jemal Leonidze, the court decision regarding him was made in his absence and according to the resolution made by Georgian Parliament on December, 15th, 2012, he became a politically persecuted person;
b) Mr. Lasha Dvalishvili – the accused in Mr. Jemal Leonidze’s case, he was the only witness of the accusation and as of today he requires that an investigation must begin regarding the cruel and inhuman treatment inflicted upon him;
c) Mr. Aleksandre Dzamashvili, Teimuraz Charkhalashvili – the former employees of Public Registry and Mr. Archil Giunashvili (broker) were convicted by the court together with Mr. Jemal Leonidze.

Tbilisi city court rejected a claim, according to which 201 000 GEL was requested as a financial compensation. This order is now being appealed by the Plaintiff as a private claim, hearings are being held on other three claims.

1.2. After parliamentary election of October, 2012, the environment created as a result of favorable changes, enabled people to freely express their opinion and do not feel intimidated or threatened, make declarations, shed light on the identities who committed various unlawful acts. Mr. Lasha Dvalishvili - the accused in Mr. Jemal Leonidze’s case (he happens to be the only “witness”, the accusation was brought on the basis of his testimony evidence) described the pressure inflicted upon him, he declared that the testimony given by him to the investigation was the one specified by the investigation itself, he was promised that as a result he would not be charged with any crime and get freedom.
According to his testimony the head of the group convicted of the crime was Mr. Jemal Leonidze. Whereas at a court hearing he declared that he only assumed that the group was headed by Mr. Jemal Leonidze since he believed that Mr. Jemal Leonidze was the very person who should have been aware of the crime committed by Mr. Lasha Dvalishvili himself. On September 15th, 2013 Mr. Lasha Dvalishvili questioned by me specified the circumstances that forced him to give his testimony against Mr. Jemal Leonidze.


1.3. On November 4th, 2009 Tbilisi city court satisfied the statement made by “Magnate 2006”, Ltd regarding the commencement of bankruptcy case. Bankruptcy managers and enforcement bureau, during the whole bankruptcy period searched the only debt of secured creditor – indebtedness towards revenue service and intended to finish the bankruptcy process in June, 2012. On June, 27th, 2012 at the creditors’ meeting the judge Mr. Lasha Kochiashvili did not satisfy the motion filed by me and by eight creditors about prolongation of the bankruptcy process by somewhat 6-8 months. The Appellation Court of Tbilisi shared the position maintained by the judge Mr. Lasha Kochiashvili about rehabilitation term and acknowledged the decision made by the judge about the ending of “Magnate 2006”, Ltd bankruptcy process.

On November 26th, 2013 “Magnate 2006”, Ltd filed a claim to Tbilisi city court, and required charging 8 million GEL to the bankruptcy managers and enforcement bureau, since they intentionally failed to search the property the value of which is approximately the same. It should be noted that the judge Mr. Lasha Kochiashvili was assigned to this case (the same judge who refused the company the right to use rehabilitation term and who according to the will of the current ruler, finished the bankruptcy process). The judge Mr. Lasha Kochiashvili rejected the claim on the ground that “Magnate 2006”, Ltd, allegedly, was not a legal person subject to the law. The abovementioned decision has been appealed at the court of appeal.
A queer situation has been created regarding “Magnate 2006”, Ltd, namely, the company is still registered in the entrepreneurial registry, which means that it is a legal person subject to the law. The enforcement office, thinks that it still is considered a bankruptcy managers (it still receives correspondence from Mr. Jemal Leonidze, answers in writing, prepares materials for auction).

1.4. §4.4. of the main claim filed by the statement maker (on August, 26th, 2011) refers to the fact, that Mr. Jemal Leonidze applied to the main prosecutor of the former government regarding expulsion of the entrepreneurial subject from the market, about monopoly activities and about the transfer of his and his company’s property into ownership of the persons close to governmental circles. This statement was only “studied” by the public prosecutor’s office of that time and in several months the public prosecutor’s office refused to review the statement on the ground that the facts given there were not confirmed. Mr. Jemal Leonidze applied to the new government with an analogical statement. An investigation was commenced, all the witnesses proposed by the legal defence, the defence motions for documentary evidence were satisfied…. Although, as of today, the investigation has the only answer to any question – “the investigation is still going on, we will inform you of the results…”


1.5. In August, 2013 the Board of Administrative Affairs of Tbilisi City Court completely satisfied the claim filed by Mr. Jemal Leonidze regarding his residential house in Mtskheta the value of which was estimated as 1,5 million USD (this house at the auction was sold out for 470 000 USD “purchased” by the mother-in-law of the former deputy head of General Inspection of the Ministry of Justice (currently wanted), and cancelled the auction held by the enforcement bureau and annulled the results of the auction. The disputes over the property and its retrieval became even more problematic now after the abovementioned decision… The court order has not been received yet.

2. Legal Analysis of Factual Circumstances
The former political regime during the period of its existence has practiced various illegalities, violated internationally recognized human rights. Lawlessness used to rule the public prosecutor’s office and the police and the illegalities were accomplished by the court acting beneath the mask of impartiality, by declaring the decisions dictated by the backroom deals of the Government.

In order to get rid of the unwanted entrepreneurs the government used to employ governmental resources. Main roles were played by the banks, the banks managed to force the entrepreneurs to agree to the crushing terms and finally to lose their property to the businessmen within governmental circle. This very scenario was implemented related to Mr. Jemal Leonidze and his “Magnate 2006”, Ltd. JSC TBC Bank has fulfilled the order made by the Government and managed to hand over the 30 million USD property of “Magnate” to the oil company “GULF” having paid only one-third of the real price. Just for information, at that time “GULF” was headed by so called treasurer of the former government - Mr. Davit Kezerashvili, currently detained by Interpol. Together with banks the enforcement office has also actively participated in such scenarios, they would search property for the benefit of secured creditors only and afterwards, they would either stop searching or would directly interfere with the activities of non-secured creditors.

2.1. Former political regime started ending its existence since the elections held on October 1st, 2012, when it lost parliamentary elections. This political force lost every next elections, including presidential one. The only political force where elections have not been held yet is Tbilisi Mayor elections. This is the only elective position which is still occupied by the former political regime (although, as of today, based on the decision made by Tbilisi city court on December, 15th, 2013, the mayor of Tbilisi has been suspended from office after he was charged with misspending budget funds - 48 million lari). As of today the former mayor of Tbilisi who used to show special aggression towards those jailed under political pretexts, started filing claims against the former political detainee Mr. Jemal Leonidze and the political refugee – Mr. Malkhaz Bablidze. Presumably the information given in §1.1. shall be conditioned by the abovementioned circumstance.


2.2. The information reflected in §1.2. is the sad reality of the nearest past of the country. The political regime of that time would do anything just to achieve its goals, which included violation of internationally recognized human rights, prisoners in prisons and detention facilities were treated inhumanly, the brutality of the forms of torture they employed is even hard to believe. The huge psychological pressure was exerted on the detainees, having taken into account the family and material status of the detainees, they would make them to watch and listen to horrifying facts of torture, convincing the detainees that they had to terminate legal actions/disputes, since there was no chance for them to get acquittal (in 2009 the percentage of the decisions upheld by Georgian courts absolving the charges constituted only 0,1%). Having analyzed such facts the prisoners would acknowledge the accusations against them and would participate in "shows" made at court hearings by confirming the “testimony given in the preliminary investigation”.

So that’s what happened to the only witness - Mr. Lasha Dvalishvili – against Mr. Jemal Leonidze. Only after the relevant changes that took place in our country, this witness took the liberty to declare that he was forced to give testimony against Mr. Jemal Leonidze as a result of the pressure, threats and inhuman treatment in the jail. The reality of today gives no promise that an authorized body will properly react to the abovementioned, since this authorized body already has a well established answer to this – in order to study the facts given in your statement a commission finding defects of the judiciary system in the country shall be created first…


2.3. The circumstance reflected in §1.3. gives the grounds to declare that having satisfied the political regime of that time on June, 27th, 2012 the judge Mr. Lasha Kochiashvili refused to extend the rehabilitation term for “Magnate 2006”, Ltd by somewhat 6-8 months. This very judge just trying to keep his chair, refuses to review the case, whereas it reflects truly reliable circumstances:
a) “Magnate 2006”, Ltd is still registered in the entrepreneurial registry, besides, the founder-partners of the company held a meeting in August, 2013 and appointed a new director, and this change was properly registered in the entrepreneurial registry in accordance with the law. Since an entry in the registry provides a truly reliable fact, “Magnate 2006”, Ltd is considered a legal person subject to the law until it is cancelled. And thus, even the very judge who made a decision on ending the bankruptcy case, has no right to consider his decision as final. (It is just another story, whether this esteemed judge was authorized to discuss admissibility of “Magnate” claim).

b) The tax inspection service of the country systematically performs tax audits towards this company (2012, 2013) and accrues charges upon it due to its failure to pay taxes (???)
I do believe, that enforcement bureau failed to enforce the order made by the judge Mr. Lasha Kochiashvili as a result of the favorable changes within the country. Thus, “Magnate 2006”, Ltd is not deleted from the entrepreneurial registry and hence, the company has the right to seek compensation for damages and losses from the bankruptcy managers and enforcement service (the state) it suffered due to fulfillment of governmental orders.
I also believe, that Mr. Lasha Kochiashvili now tries to gain favor from the new government by employing the methods that already worked for him while maintaining relationships with the former government and absolutely unreasonably refuses to satisfy the just demand of “Magnate 2006”, Ltd to get compensation from the new government for damages and losses incurred by the company due to abuse of authority by the former government. We have already filed an appeal with an appellate court in order to have the decision reviewed, although the review of the appeal shall be held in several months. Delays in the appeal reviewing processes have also been practiced by the judges under previous government, during which they used to expect bonuses.

3. §1.4. reflects the modern reality of the country. Unfortunately, the new government failed to finally establish democratic changes. Nobody ever responded to thousands of claims of people (the only exception refers to the case related to the bank “Kartu”). The investigation process related to Mr. Mr. Jemal Leonidze’s case is stagnated. The Government’s standpoint is that - legal changes shall be made and that a commission finding defects of the judiciary system shall investigate the violations made by the former governmental officials. If we follow this logic, allegedly, the effective criminal code provides no basis to investigate pressure, inhuman treatment inflicted upon witnesses in order to gain testimony, falsification of testimony, expulsion of the entrepreneurial subject from the market and other incriminating activities. As of today, we have provided the investigation the following reliable evidences:
a) A residential house in Mtskheta of Mr. Jemal Leonidze, the value of which was estimated as 1,5 million USD was obtained into ownership by so called mother-in-law of our ruling party - Ms. Natalia Kvantaliani (the mother-in-law of the former deputy head of General Inspection of the Ministry of Justice (the former Minister of Justice Mr. Zurab Adeishvili is also wanted) – currently wanted Mr. Davit Chkhitunidze. Who is accused of the case of Sandro Girgvliani by the European Court of Human Rights, namely, for arranging “greenhouse conditions” in the prison for the accused murderers of Girgvliani);
b) The Company the name of 70% share partner of which suspiciously coincides with the name of the wife of the former Prime Minister, currently arrested Mr. Vano Merabishvili, took ownership of the property of Mr. Jemal Leonidze’s company.
c) The former Minister, currently charged, Akhalaia's security guard took ownership of the vehicle, the value of which was estimated as 60 000 GEL, belonging to Mr. Jemal Leonidze.
d) The owner of the oil company “GULF” - Mr. Davit Kezerashvili, currently detained by French police, acquired the 30 million USD property of “Magnate” having paid only one-third of the real price.
Conclusion

I, do believe, that such governmental approach to the affairs speaks of weakness and feebleness of the government, its low potential. The answer provided by the government is a promise given to statement makers, electors. By providing such answers, the government just extends the pleasure of having power, by violating the rights of statement makers. And when this is the case, the European Court of Human Rights happens to be the only hope for people whose rights have been violated.

Yours Sincerely,
Zurab Todua
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!