სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ლეონიძე პოლიტპატიმარია, იგი უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ლეონიძე პოლიტპატიმარია, იგი უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ
ავტორი Admin, 14-10-2012, 22:20 | კომენტარები (0)
[/center]ლეონიძე პოლიტპატიმარია, იგი უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ
საქართველოს პარლამენტს[center]

მ ი მ ა რ თ ვ ა
(პოლიტპატიმარ ჯემალ ლეონიძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე)

ჯემალ ლეონიძე სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულებისათვის გათვალისწინრბული სსკ 180 და 362 მუხლებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით. იგი პატიმრობაშია 2009 წლის 13 აგვისტოდან. მას ბრალი დაედო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითური ნასყიდობების ხელშეკრულებების გაფორმებაში, რომლითაც სახელმწიფოს ზარალი მიადგა 50 000 ლარის ოდენობით.
დაკავებამე იგი იყო კომპანია “მაგნატი 2006” მეპატრონე, ნავთობპროდუქტების ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორი და რელიზატორი. კომპანიას გააჩნდა 43 ბენზოგასამართი სადგური, 4 ნავთობტერმინალი, 3 რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვა მოძრავი ქონება. ჯემალ ლეონიძის, მისი კომპანიისა და ოჯახის ქონება საერთო ჯამში დაახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარამდე აღწევდა. კომპანია შიდა სახელმწიფოებრივ ნავთობპროდუქტების ბაზრის 10%-მდე სეგმენტს ფლობდა, კომპანია 6 მილიონამდე ლიტრი საწვავის რეალიზაციას ახორციელებდა ყოველთვიურად.
2008 წლის ბოლოს თბჩ ბანკი დაინტერესდა კომპანიის ქონების შესყიდვით. შემოთავაზებული კაბალური პირობების გამო შეთავაზება არ განხორციელებულა. ამავე ბანკის ზეწოლით 2009 წლის აპრილში ჯემალ ლეონიძე “მაგნატის” ბაზაზე აფუძვნებს სააქციო საზოგადოებას ნსკ (ნავთობპროდუქტების სადისტრიბუცო კორპორაცია), სადაც საზოგადოების წილები გადანაწილდა სასესხო ვალდებულებების პროპორციულად (31% ზ. სამხარაძე, 25% თბჩ ბანკი, 24% ჯ. ლეონიძე, 10% ბანკი “რესპუბლიკა”, 10% გ. კიკნაძე). ამავდროულად ბანკის აუდიტების მიერ “მაგნატის” უძრავი ქონება შეფასებულ იქნა 30 მილიონ აშშ დოლარით. ბანკთან ჯენტლმენური მოლაპარაკების მიხედვით სააქციო საზოგადოება უნდა ემართა თბჩ ბანკს, ხოლო მის მიმართ არსებული სესხის (დაახლოებით 9 მილიონი დოლარი) გასტუმრების შემდეგ, “მაგნატის” უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას მთლიანად გადაეცა, უნდა დაებრუნებია.
ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე, 2009 წლის 12 აგვისტოს კომპანია “მაგნატის” ბოლო 43-ე ავტოგასამართი სადგური გადაეცა თბჩ ბანკის მართველობის ქვეშ მყოფ ნსკ-ას. მეორე დღეს, 13 აგვისტოს ჯემალ ლიონიძეს აპატიმრებენ თაღლითობის ბრალდებით.
ნსკ განაგრძობს საქმიანობას. 2009 წლის ოქტომბერისთვის ამუშავებული იყო 43-იდან, 34 ავტოგასამართი სადგური, სადაც რეალიზებულ იქნა 5 მილიონი ლიტრი საწვავი. ანუ ქსელის არასრული დატვირთვით კომპანია მიუახლოვდა ომამდელ ნიშნულს – 6 მილიონ ლიტრს ყოველთვიურად.
2010 წლის დასაწყისიდან ავტოგასამართ სადგურებს ჯერ უმცირდება, ხოლო შემდგომ საერთოდ უწყდება ნავთობპროდუქტის მიწოდება, რითაც უძრავი ქონება ჰკარგავს მის ფუნქციას და მკვეთრად ეცემა ქონების ფასი. ფასვარდნა ხელოვნური საშუალებებით თბჩ ბანკის მიერ შედგენილი გეგმით განხორციელდა. თბჩ ბანკის შემდეგი ქმედება გაიაფებული ქონების ექსპერტზით გამყარებაა. ამ მიზნით იგი ნიშნავს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ატარებს ნსკ-ას ქონების აუდიტს. ამ დასკვნით, რამდენიმე თვის წინ 30 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება 13 მილიონ აშშ დოლარად იქნა შეფასებული.
თბჩ ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით (ტელეკომპანია “მაესტრო”, 2012 წლის 26 ივლისი გადაცემა “პირდაპირი საუბრებში”) ნსკ-ს აქტივები გახდა წამგებიანი, ამ აქტივების მყიდველი საქართველოში ვერ მოიძებნა და ამ დროს უამრავი თხოვნებით ამ ქონების შესყიდვაზე დაითანხმეს ებრაული კომპანია (გულფ), რომელმაც 13 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ქონება.
თაღლითური სქემით კომპანია მაგნატის საკუთრებას მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკოს” სახით (შეფასებული 1 მილიონი აშშ დოლარი) 190 000 ლარად ეუფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვი\თარების სამინისტრო.
ანალოგიური ბედი ეწია კომპანია მაგნატის სამივე რესტორანს, კერძოდ რესტორანი “მწვანე კონცხი” (1 200 000 აშშ დოლარი) დაისაკუთრა ბანკმა “რესპუბლიკამ, ხოლო რესტორანი “მაგნატი გვირილა” (1 256 000 აშშ დოლარი) ამავე ბანკისაგან მოგვიანებით “შეისყიდა” (ბანკისთვის საკმაოდ წამგებიანი გარიგებაა. ზ. თ.) ივანე მერაბიშვილის ახლო ნათესავმა თამარ მერაბიშვილმა. უცნობია რესტორან “იმერეთის” მესაკუთრე.
ჯემალ ლეონიძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ტოიოტა 200” (ღირებული 65 000 აშშ დოლარი) მისი დაკავების შემდეგ არეალიდან გაქრა. რამდენიმე თვის წინა ეს მანქანა ბაჩა ახალაის აგარაკთან იქნა შენიშნული.
ჯემალ ლეონიძის საკუთრებას საცხოვრებელი სახლის სახით ქ. მცხეთაში (შეფასებული 1.5 მილიონ აშშ დოლარად) თაღლითური მაქინაციებით სააღსრულებო სამსახურის ამჟამად გასამართლებული შემფასებლისა და ასევე გასამართლებული აღმასრულებლის მეცადინეობით შეფასებულ იქნა 200 000 აშშ დოლარად. რაც აუქციონზე შეძენილ იქნა ნატალია კვანტალიანის მიერ, რომელიც დათა ახალაიას სამინისტროში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიდედრია.
ასევე თაღლითური სქემებით იქნა დატაცებული ჯ. ლეონიძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები.
ა მ დ ე ნ ა დ
ჯემალ ლეონიძის ეკონომიკური ფაქტობრივი გარემოება ნავთობპროდუქტის სარეალიზაციო ბაზარზე, მისი მატერიალური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება “ზემოთ” დადგენილ საწვავის სარეალიზაციო ფასებისადმი გახდა საფუძველი სახელისუფლებო ელიტის მიერ მისი კომპანიის ხელისუფლებისადმი მორჩილი, ახლოს მდგომი პირისადმი კომპანიის გადაცემისა. სწორედ ამ მიზნით ხელისუფლება ღებულობს ორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას:
ხელისუფლების პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება
კომპანია “მაგნატის” ქონების დაუფლება (ეს უნდა განხორციელებულიყო ბანკების მეშვეობით. ამ გზით ხელისუფლებას დახვეწილი აქვს კანონმდებლობა და მორჩილი სასამართლოც კონვეირის ფუნქციას ასრულედა), რასაც მოგვიანებით “მაგნატის”, როგორც ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის ნავთობპროდუქტების ბაზრიდან გაძევება უნდა მოჰყოლოდა. ხელისუფლების ეს ქმედება მიუხედავად იმისა, რომ მასში ამ ეტაპზე მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი იკვეთება, უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამეთუ ამ გადაწყვეტილებაში მოიაზრება მეორე პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, რომლის გარეშე, ხელისუფლება უდიდეს დისკომფორტში აღმოჩნდება და პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება კარგავს მის არსს.
ხელისუფლების მეორე პოლიტიკური გადაწყვეტილება
ჯემალ ლეონიძის საპყრობილეში გამწესებისა ხანგრძლივი ვადით და “მაგნატის” როგორც სამეწარმეო სუბიექტის გაუქმებისა უნდა შეფასდეს, როგორც ხელისუფლების პოლიტიკური ნება მისთვის სახელისუფლებო კომფორტის შექმნისა, რამეთუ:
ა). სახელმწიფომ “მაგნატის” მეწარმეთა რეესტრიდან ამოშლით თავიდან აიცილა ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით უამრავი მოსალოდნელი სამოქალაქო სარჩელი (არ არსებობს მეწარმე სუბიექტი, არ არის სასარჩელო მოთხოვნა);
ბ). ჯემალ ლეონიძის საპყრობილეში ხანგრძლივი ვადით გამწესებით, ხელისუფლებამ ამავე ვადით შეიქმნა კომფორტი, რამეთუ არაკეთილგანწყობილი პირი მოათავსა ისეთ საპყრობილეებში, სადაც ადამიანთა წამება მის თვალწინ ხდებოდა, თვითონაც კი იქნა მოთავსებული კარცერში სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებისათვის მიცემული სატელეფონო კომანტარების გამო, რითაც მისგან შედარებით მორჩილი, პრობლემების ნაკლებად შემქმნელი, ადვილად სამართავი პირი შეიქმნა.



დ ა ს კ ვ ნ ა
ჯემალ ლეონიძე, ჯერ ეკომონიკურ, ხოლო შემდგომ პოლიტიკური ნიშნითაა მოთავსებული საპყრობილეში, ხელყოფილია მისი კომპანიისა და მისი ოჯახის 70 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებული ქონება. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპყრობილედან ხოლო მისი ქონებრივი და მორალური რეაბილიტაციის საკითხები უნდა გადაწყდეს მხოლოდ შიდა, სამართლიანი, მიუკერძოებელი, ობიექტური სასამართლო გზით.

მ ო თ ხ ო ვ ნ ა
ჯემალ ლეონიძე, როგორც პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპყრობილედან.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა


დეტალური ინფორმაციები ჯემალ ლეონიძის შესახებ იხილეთ საიტზე, მისამართი
www.Leonidze-magnati.ge
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!