სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » მედია ჯემალ ლეონიძის შესახებ
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- მედია ჯემალ ლეონიძის შესახებ
ავტორი Admin, 14-10-2012, 21:35 | კომენტარები (0)
NETGAZETI

30 სექტემბერი, 2012 წელი
უცხოეთში, ან გისოსებს მიღმა - ბიზნესის ბედი საქართველოში

ნინო ნატროშვილი

ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს დაკავებამდე შპს "მაგნატი 2006”-ის 75 პროცენტი ეკუთვნოდა. კომპანია ქვეყნის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ქსელების 8-10 - მფლობელი იყო. „მაგნატს“ გააჩნდა –4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზინგასამართი სადგური, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა. კომპანიის ქსელებიდან ყოველთვიურად 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტის რეალიზაცია ხორციელდებოდა.
ჯემალ ლეონიძე 2009 წლის აგვისტოში სსკ 180 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დააპატიმრეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სახით განუსაზღვრა 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 000 ლარის ზარალის ანაზღაურება
ჯემალ ლეონიძის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო მისი განეიტრალება და ბიზნესიდან ჩამოშორება: "მაგნატის“ ქსელი ხელში ჩაიგდო კომპანია „გალფმა“, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, არავითარ მაქინაციასა და თაღლითობაში ლეონიძე არ მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საქმე არის შეთითხნილი. ლეონიძის საქმე სტრასბურგშია, ყოფილი ბიზნესმენი კი - რუსთავის 16-ე საპყრობილეში.“


“თბილისის ფორუმიi” (forum.ge) აქვეყნებს 174 პოლიტპატიმრის სიას, სადაც ჯ.ლეონიძე მეორმოცე არის მოხსენიებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების სიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა პოლიტპატიმრების რაოდენობა იყოს მეტი და ჩვენ არ გვქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური დევნის სხვა ფაქტების შესახებ. სიაში ასევე არ არის შესული ადმინისტრაციული დაკავების ფაქტები და პოლიტიკურ დევნაში (უცხოეთში) მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია. http://www.humanrights.ge/index.php?a=main...=15721&lang=geo
პოლიტიკურ პატიმართა არასრული სია (174 პირი):
1.
2.
. . . . . . .
40. ჯემალ ლეონიძე


გაზეთი "ვერსია"
ლუკოილს გალფი ყიდულობს

მაკა შველიძე
რეალურად, სიტუაცია იქით წავიდა, რომ წვრილწვრილი მებითუმეები ციხეში გამოამწყვდიეს, უმრავლესი მათგანის ნარჩენები კი ,,გალფმა”, როგორც იტყვიან, კაპიკებად შეისყიდა. მაგალითად, შპს ,,მაგნატს”, რომლის ხელმძღვანელი ჯემალ ლეონიძე მსხვილ ქსელს ფლობდა თბილისში, ფინანსური ჯერ კიდევ მაშინ ჩაუჯდა, როცა კეზერაშვილის დანატოვრები იყვნენ საგამოძიებო დეპარტამენტში, ხოლო ახლახან, ბანკისგან დაიპოთეკებული აღნიშნული ქსელი, კაპიკებად შეისყიდა ყოფილმა მინისტრმა.

_____________________________________________________________________________
“რეზონანსი” 15 აგვისტო, 2012 წელი
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბანკირებს:

,,ვიღებთ ძალიან დიდ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც თქვენს მიერ არიან გაღატაკებული და განადგურების პირას მისული. და ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ ეს არჩევანი თავად გააკეთეს, ნუ მოიქცევით ისე, დამშეული, გაღატაკებული და განადგურებული ადამიანების მთელი კლასი მივიღოთ”


"მაგნატის” გაკოტრების და დათრევის ამბავი, ბიზნესმენ ლეონიძის ტრაგედია

ითვლებოდა, რომ საბანკო სფეროს რეფორმა წარმატებული იყო, ხოლო ქართული ბანკები გამართულად ფუნქციონარებადი სისტემის ასევე წარმატებული ბიზნეს-სტრუქტურები. თანდათან ეს წარმოდგენა გაცვდა, კონკურენცია გაქრა და ამ სფეროს სახელისუფლო კლანის 2-3 დაჯგუფება დაეპატრონა. სისტემამ დაიწყო ბიზნესების ხელში ჩაგდება და მოქალაქეთა ძარცვა უძვირესი კრედიტებით. დღეს კრედიტების სიძვირის მიხედვით, საქართველო მე8 ადგილზეა მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისევ და ისევ კონკურნციის არარსებობაა და არამარტო პერმანენტული ეკონომიკური კრიზისი თუ მაღალი რისკები.
ახლახანს პრობლემის სერიოზულობა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა. დიდი რეზონანსი მოჰყვა ნავთობკომპანია ,,მაგნატის ისტორიას, რომელსაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ისტორია ქვეყნის ერთ-ერთი სისტემაშემქმნელი ბანკის TBC ბანკის სახელს დაუკავშირდა. TBC ბანკი, რომელიც ცნობილმა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მრავალი წელია მის მთავარ მენეჯერად გამოცდილი ვახტანგ ბუცხრიკიძე გვევლინება, ბოლო დროს გარკვეული გაუგებრობების ეპიცენტრშია. ბანკ ,,კონსტანტას” გაუგებარი აბსორბცია-მიერთება, ანზორ ქოქოლაძის, ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედისთვის ,,ელიტ-ელექტრონიქსის” წართმევა, რასაც შედეგად მისი ციხეში ჩასმა მოჰყვა, ინსაიდერული კრედიტებით დამძიმებული ვითარება ,,მაგნატის ამბავმა ,,დააგვირგვინა”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე ,,დანიის სამეფოში”, რომ სეიფები ბანკში საიმედოდ არ არის დაცული.
,,ბანკები და ფინანსები იწყებს ქართული ბანკების შესახებ პუბლიკაციების ბეჭდვას და იწყებს "მაგნატისა” და TBC ბანკის შესახებ გახმაურებული ისტორიით.

სტუდია "მონიტორმა" და, ასევე, ნანა ლეჟავას ტელეპროგრამამ “კვირის რეპორტაჟმა”, კერძოდ კი სტუდია GNS-ის ჟურნალისტმა ბელა ზაქიძემ მაყურებელს შესთავაზეს ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის ისტორია, რომელმაც თავისუფლების ათწლიან აღკვეთასთან ერთად 70 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება დაკარგა. ბიზნესმენი თავს დამტყდარ უბედურებაში "თიბისი ბანკს" ადანაშაულებს.

_________________________________________________________________________
ბეგიაშვილი ''რეზონანსი''

„პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ტერორსა და „ნაციონალური ყულაბის“ შევსებაზე საუბრობენ. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქაართველოში ბიზნესს პროკურატურა აკონტროლებს. ძებნილი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი კი იმ ფირმების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც, მისი განცხადებით, ტერორის მსხვერპლი გახდა“, – წერს „რეზონანსი“.

ხელისუფლების მიერ შევიწროვებულ ბიზნესმენთა შორის, დავით ბეგიაშვილი გაზგასამართი ქსელის „მაგნატის“ მფლობელ და ამჟამად 10-წლიან პატიმრობაში მყოფ ჯემალ ლეონიძეს და ასევე მსჯავრდებულ ზვიად ხარებავასაც ასახელებს.

 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!