სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ქონების "ახევის" ანატომია
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ქონების "ახევის" ანატომია
ავტორი Admin, 7-10-2012, 20:22 | კომენტარები (0)
სააქრთველოს მთავარ პროკურორს ბატონ მურთაზ ზოდელავას
ჯემალ ლეონიძის, მოთავსებული ს.ა.დ. რუსთავის #16 დაწესებულებაში
ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შეზღუდვის, ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის ბაზრიდან გაძევების, ქონების მოტყუებით დაუფლების შესახებ)
ფაქტობრივი გარემოებები სსკ 195-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (TBC ბანკის მხრიდან).
1.2006 წელს დავაფუძვნე კომპანია “მაგნატი 2006”, რომლშიც წილობრივი მონაცემები გადანაწილდა შემდეგნაირად: ჯემალ ლეონიძე 75%, თემურ ყარმაზანაშვილი 15%, გოგი ლოლაძე 5% და მალხაზ ბაბლიძე 5%.
2. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ნავთობპროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. ამ მიზნით კომპანიას გააჩნდა 4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზოგასამართი სადგური, რკინიგზის ჩიხი, ორთქმავალი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები.
3. კომპანიას ასევე გააჩნდა არაპროფილური საქმიანობის შემდეგი ობიექტები: რესტორნები, “მწვანე კონცხი” “მაგნატი გვირილა”, “იმერეთი” და მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო”.
4. 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულებამ შეადეგნდა დახლოებით 70 მილიონ აშშ დოლარი. კომპანიის ავტოგასამართი ქსელებიდან ყოველთვიურად საშუალოდ 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ხორციელდებოდა, რაც ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზრის 8-10%-ს შეადგენდა. კომპანიაში დასაქმებული იყო 200-ზე მეტი მუშაკი.
5. საომარმა მოქმედებებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბუნებრივია მისი დაღი დაასვა კომპანიას. 2008 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში TBC ბანკის მესვეურებმა ბატონებმა ჯაფარიძემ და ბუცხრიკიძემ გამოთქვეს სურვილი კომპანიის შეძენისა. ჩემი ბიზნეს საახლობლო წრიდან მიღებული ინფორმაციების ანალიზით მე ეჭვი მეპარებოდა ბანკის განზრახვის კეთილ მიმართულებაში. სწორედ ამ მიზნით ამ მოლაპარაკების მეტი დამაჯერებლობის შესამატებლად მე ვთხოვე მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება ბანკის მესვეურებისა და ჩემს საერთო მეგობრებს ბატონებს ზაალ სამხარაძესა და კახა მახათაძეს. მოლაპარაკება ჩვენს შორის ვერ შედგა, რამეთუ ბანკის მიერ დაყენებული პირობა კაბალური იყო და მიზნად ისახავდა კომპანიის საბოლოოდ ხელში ჩაგდებას.
6. 2009 წლის 27 მარტს ბანკისა და კომპანიის აუდიტების ერთობლივი შეფასებებით შედგა მემორანდუმი, რომლის მიხედვით “მაგნატის” ქონება (მხოლოდ ავტოგასამართი სადგურები) შეფასდა 29 მილიონ 715 000 აშშ დოლარად. საიდანაც 42 ბენზოგასამართი სადგურის ღირებულებამმ შადგინა 21 435 000 აშშ დოლარი, ხოლო 22 ობიექტიდან წილის ღირებულება კი შეფასებულ იქნა 8 280 000 აშშ დოლარად. ამ დოკუმენტს ხელი თვით TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერა. არგუმენტად ვერ გამოდგება ამ ბატონის ზეპირი განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე ეს შეფასებები “მაგნატის” შემფასებლების მიერ ყოფილა გაკეთებული. აქვე ვადასტუირებ, რომ ამ ფასში არ შესულა კომპანიის წილები, აქციები, მეფრინველეობის ფაბრიკა, რესტორნები, მიწის ნაკვეთები.
7. 2009 წლის 27 აპრილს TBC ბანკის აქტიურობით, მასთან არსებული სესხების გამო კომპანია “მაგნატი 2006” დაეთანხმა ბანკის წინადადებას ახალი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, ასეთ კომპანიად “მაგნატის” 100% წილით დავაფუძვნე სააქციო საზოგადოება “ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია” (შემდგომში ნსკ) (დანართი 2. წესდება), რომელშიც წილები გავანაწილე შემდეგნაირად: TBC ბანკი 25%, ზაალ სამხარაძე 31%, გორგი კიკნაძე 10%, ბანკი “რესპუბლიკა” 10%, კობა ბუჩუკური 24%. ამ წილების ასეთი ოდენობით განაწილების წინაპირობა გახლდათ კომპანიის მევალეების ვალების პროპორციულობა, რაც იყო დროებითი და ჯენტლმენური მოლაპარაკებით, ვალების გასტუმრების შემდეგ საზოგადოების მთლიანი წილი უნდა დაბრუნებოდა “მაგნატს”. ახალი საზოგადოების ერთპიროვნულ ხელმძღვანელად ვახტანგ ბუცხრიკიძის (TBC ბანკის გენერალური დირექტორი) ინიციატივით დაინიშნა გიორგი ასლანიკაშვილი. ანუ ეს პიროვნება ასევე განაგებდა ბანკისთვის მიკუთვნებულ 25%-ს. ავღნიშნავ, რომ გიორგი ასლანიკაშვილს არავითარი კავშირი არ გააჩნდა ბანკთან, იგი იყო ბანკის ცრუმაგიერი პირი. ამ ქმედებით, მიმაჩნია, რომ, ბანკმა მის პარტნიორებს (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს) დაუმალა 25%-იანი წილის არსებობა ნსკ-ში. ბანკის მესვეურები ვახტანგ ბუცხრიკიძე და გ. ჯაფარიძე თაღლითურად დაუფლებულ ქონებას (25%) გ. ასლანიკაშვილის სახელით მართავდნენ.
8. ჯენტლმენური გარიგებით, (TBC ბანკის შემოთავაზება იყო) ნსკ-ას გენერალურ დირექტორად გიორგი ასლანიკაშვილი უნდა დანიშნულიყო, ფინანსურ დირექტორად ბანკის სააქციო საზოგადოების თავჯდომარე გ. ჯაფარიძე, ხოლო სააქციო საზოგადოების წევრებად კი ზაალ სამხარაძე და მე უნდა ვყოფილიყავით. კომპანიის საწვავით უზრუნველყოფა უნა განეხორციელებინა ზ. სამხარაძეს, რომელსაც მისთვის მიკუთვნებული 31% ვალის დაბრუნების შემდეგ უნდა დაებრუნებია კომპანია “მაგნატის”-თვის. ასევე გიორგი კიკნაძეც მისთვის მიკუთვნებული 10%-ს იგი დაუბრუნებდა კომპანია “მაგნატს” მისი ვალდებულების დაფარვის შემდეგ, ამავე ჯენტლმენური გარიგებით ფაქტობრივად მე უნდა მემართა “მაგნატის” ბაზაზე დაფუძვნებული კომპანია. ჩემი დაკავების გამო ამ ჯენტლმენური გარიგების წერილობითი ფორმით გაფორმება ვერ მოხერხდა.
9. ნსკ, რომელსაც გააჩნდა დიდი პოტენციალი ემუშავა მოგებაზე, TBC ბანკის მეცადინეობით (ხელისუფლების დავალებით), მოკლე დროში გახდა წამგებიანი. კომპანიის ამ პოზიციაში გადასვლა TBC ბანკის პირდაპირი მოვალეობა იყო ბანკს არ აწყობდა კომპანიის ფეხზე დადგომა, გაძლიერება, იგი გაკოტრების პირამდე უნდა მიეყვანა მას და შემდეგ იაფად ჩაებარებინა ხელისუფლებისათვის.
10. TBC ბანკი არ უშვებდა შესაძლებლობას ხელიდან არ შემდგარიყო საპროცესო შეთანხმება ჩემთან. ამ მიზნით, მაშინ, როდესაც მე მივაღწიე შეთანხმებას ბრალდებასთან თავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმის გადახდაზე, საიდანაც ჯარიმის თანხის ნაწილი (200 000 ლარი) უნდა დამეფარა ჩემი და ჩემი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით დიდ დიღომში,TBC ბანკი სასწრაფოდ აყადაღებს ამ ქონებას, რის გამოც მე ვერ გადავიხადე დასახელებული თანხა და ფაქტობრივად ბანკის ხელშეწყობით დავრჩი პატიმრობაში.
11. განმვარტავ, რომ კომპანია “მაგნატს” არ ჰქონდა ვალები, არამედ ჰქონდა, როგორც ბანკებიდან, ასევე კერძო პირებისაგან, სესხები. ეს სესხები არ იყო პრობლემური, კომპანიის მუშაობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იყო სესხების როგორც მომსახურება, ასევე მოგების მიღებაც. უფრო მეტიც, კომპანიის გამართული ქსელის რეალიზაცია რეალურ ფასად რამდენიმე მილიონი დოლარის მოგებასაც კი დატოვებდა. საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებიდან “მაგნატის” საწინაღმდეგო ქმედებებით დავალდებულებლ ბანკებს არ აწყობდათ მოვლენების ასეთი გზით განვითარება. სწორედ ამ მიზნით, მათ იმოქმედეს რა ერთობლივად, ხელოვნურად მიიყვანეს კომპანია გაკოტრებამდე, იაფად მოახერხეს ქსელის მიყიდვა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან, როთაც თვითონ არ დაზარალებულან, სამაგიეროდ ხელისუფლებისაგან მიიღეს ფართე ასპარეზი.
12. ნსკ-ს დაფუძვნებისთანავე დაიწყო “მაგნატის” ქონებების გადაფორმება ახალ საზოგადოებაზე. გადაფორმება განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებების სახით ყოველ ობიექტზე ინდივიდუალურად. ნასყიდობებში დასახელებული ფასები იყო წინასწარ შეთანხმებული ჩვენს შორის და არ შეესაბამებოდა მემორანდუმის ფასებს. ვაცახდებ, რომ ნასყიდობებში დასახელეული თანხის არც ერთი თეთრი არ შესულა “მაგნატის” ანგარიშზე. 2009 წლის 12 აგვისტოს ბოლო ბენზოგასამართი სადგური გადაფორმდა ნსკ-ზე. 13 აგვისტოს დამაპატიმრეს თაღლითობის ბრალდებით. შერაცხული ბრალი, რომ თურმე 4 მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია გავაყალბე, ვაღიარე მთლიანად, რამეთუ ბრალდება მპირდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მცირედი ჯარიმით (ეს აღიარება განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული სასამართლო სინამდვილით). რამდენიმე დღეში ბრალდებამ დაარღვია შენაპირები და ჯარიმა მოითხოვა 2 მილიონი ლარის ოდენობით. მოგვიანებით ჯარიმის თანხა 1 მილიონამდე შეამცირა. ეს თანხაც ჩემთვის ასტრონომიული იყო. ბრალდებას შევთავაზე 400 000 ლარის გადახდა, საიდანაც 200 000 ლარს უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთებით) გადახდაზე მოვილაპარაკეთ. TBC ბანკის მიზეზით (იხ. $10) პროკურატურისთან მიღწეული შეთანხმება ვერ შედგა.
13. 2009 წლის 31 აგვისტოს ნსკ-ას პარტნიორები ვახტანგ ბუცხრიკიძე, ზაალ სამხარაძე და გოგი ლოლაძე საპყრობილერში მატყობინებენ, რომ თურმე ბანკი უკმაყოფილო ყოფილა ქონებების გადაცემებით და დამატებით მოპითხოვა 5 127 802 აშშ დოლარის ვალად აღიარება, რის სანაცვლოდაც იგი გვპირდებოდა 3 ობიექტის (შპს “რეხა”, “მწვანე კონცხი”, “გვირილა”) აქტივების გამოთავისუფლებას. TBC ბანკის ეს პირობაც კაბალური იყო, რის გამოც მე შევთავაზე დამატებით 4 ობიექტის აქტივების გამოთავისუფლება. ბანკმა ეს პირობა არ მიიღო.
14. 3010 წლის 13 ნოემბერს ჩემმა პარტნიორებმა ზაალ სამხარაძემ, გია კიკნაძემ, თემურ ყარმაზანაშვილმა, და გოგი ლოლაძემ მაცნობეს, რომ TBC ბანკი ითხოვდა ჩემი 24%-იანი (ბუჩუკურის სახელზე რეგისტრირებული) წილიდან 19%-ის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ულტიმატურად იმუქრებოდა ნსკ-ს გაუქმებით და აუქციონის წესით შეიძენს ყველა დაგირავებულ ქონებასო. მე არც ამ ულტიმატუმს დავეთანხმე, რამეთუ TBC ბანკის ეს მოთხოვნა წმინდა შანტაჟი იყო (ჩემი პარტნიორები ბანკს უკვე ჰყავდა დაშანტაჟებული), რამეთუ აუქციონს თავისი წესები გააჩნდა და მით უფრო ეს ქონებები ღირდა 2-3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე გირაოთი იყო ჩადებული და არ მეგონა თუ ბანკი ასეთ ღია რეკეტზე წავიდოდა.
15. ჩემი პარტნიორები იმავე წერილში ასევე მწერდნენ (ამითი ასაბუთებდნენ ჩემს დათანხმებას ბანკის წინაპირობებზე), რომ კომპანია ფეხზე დგება, ნოემბერში 26 აგს-ის მუშაობით 4 მილიონი ლიტრი საწვავიც კი გაიყოდაო, თუ ხელი არ შეგვიშალეს მალე სერიოზულ რეალიზაციაზე გავალთო, ერთადერთი ხელისშემშელლი ვთბ ბანკი და “სოკარიაო”, ამ ორგანიზაციებთან საქმის მომგვარებელი მხოლოდ TBCბანკიაო.
16. 2010 წლის 09 დეკემბერს TBC ბანკის ინიციატივით “მაგნატის” ყოფილ ოფისში დილის 10 საათზე დაიწყო ნსკ-ს აქციონერთა კრება. დღის წესრიგი – წილების გადანაწილება. კრებაზე 12 საათზე გამოცხადდა შესვენება. კრება გაგრძელდა 20 საათზე TBC ბანკის ოფისში, სადაც კობა ბუჩუკური დასთანხმდა 24%_იანი წილიდან 19%-ის გადაფორმებას ბანკის ცრუმაგიერ პირზე გიორგი ასლანიკაშვილზე. ამ შედეგით ბანკმა ფაქტობრივად მუქარითა და შანტაჟით წაიღო “მაგნატი”-ის ქონების 44%. კრების ოქმზე ხელმოწერა იყო ულტიმატიმის ენით გამოწვეული გარემოება, პროექტი გამზადებული იყო ბანკის იურისტების მიერ.
17. 2011 წლის 25 თებერვალს შპს “სან ოილ ჯორჯიამ” ("Gulf") დირექტორის ადამ იანივის სახით და ს/ს ნსკ-ს დირექტორის გიორგი ასლანიკაშვლს შორის, TBC ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის მოინაწილეობით შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის მიხედვით ნსკ-მ მისი ქონება გაყიდა “Gulf”-ზე 13 635 000 აშშ დოლარად.
18. 2012 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პირდაპირი საუბრები”, ბატონმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ – კითხვაზე თუ რატომ გაიყიდა ასეთ ფასად კომპანია, განაცხადა, რომ ნსკ წამგებიანი გახდა, ბანკმა დაიწყო ძებნა სავარაუდო მყიდველებისა, ქვეყნის მასშტაბით მან ვერ იპოვა მყიდველი და ბოლოს გამოჩნდა ებრაული კომპანია “გულფ”, რომელმაც (ერთადერთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი) შეიძინა ნსკ. მისი განცახდებით, კომპანიის ქონება შეუფასებია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმ ბიუროს, ნსკ-ს გაყიდვით ბანკი მოგებაზე არ გასულა.

ფაქტობრივი გარემოებები ქონების თაღლითურად დაუფლების თაობაზე

19. 2009 წლის 27 აპრილს “მაგნატის” მიერ დაფუძვნებულ ს/ს ნსკ_ში წილები განისაზრვრა ვალების პროპორციულად. ბანკმა “რესპუბლიკამ” მიიღო ამ ახალ საზოგადოებაში მისი სესხის პროპორციულად 10%-იანი წილი, რომლის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 1 200 000 აშშ დოლარს (იხ. $7), რაც დაარეგისტრირა გიორგი საძაგლიშვილის სახელზე.
20. ბანკი “რესპუბლიკის” მიმართ კომპანია “მაგნატის” ვალი 2009 წლის 27 მარტის მემორანდუმით შეადგენდა 1 942 937 აშშ დოლარს. ამ თანხის გადახდა ბანკი რესპუბლიკის” მიმართ “მაგნატს” უწევდა 2009 წლის 01 მარტიდან 2010 წლის 01 მარტამდე.
21. 2009 წლის 13 აგვისტოს ჩემი დაპატიმრებითა და “მაგნატის” ქონებების მთლიანად ნსკ_ზე გადაცემით შეშფოთებულმა ბანკმა “რესპუბლიკამ” მოითხოვა “მაგნატის” არაპროფილური ქონების (ორი რესტორნის) მისადმი მიყიდვა. ერთობლივად “მაგნატისა” და ბანკის აუდიტების მიერ შეფასდა ქონებები.
22. 2009 წლის 18 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით "პრობლემური სესხების სააგენტოს” წარმომადგენელმა გიორგი საძაგლიშვილმა (ბანკი “რესპუბლიკა”) 1 200 000 აშშ დოლარად შეიძინა რესტორანი შპს “მწვანე კონცხი”.
23. 2009 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა აქტი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვით "მაგნატი გვირილა” (რესტორანი) 1 256 400 აშშ დოლარად გადაეცა შპს სატივე გვირილას” (წარმომადგენელი გიორგი საძაგლიშვილი).
24. რესტორნები "მწვანე კონცხისა” და "მაგნატი გვირილას” მიღებასთან ერთად მიმღებმა – ბანკმა “რესპუბლიკამ” ასევე მიიღო იპოთეკებით დაუტვირთავი მოძრავი ქონებები (რესტორნის დანადგარები, მოწყობილობები, ავეჯი და სხვა) "მწვანე კონცხიდან” – 32 000 აშშ დოლარისა და “მაგნატი გვირილადან” – 43 600 აშშ დოლარად ღირებული (სულ 75 600 აშშ დოლარი). ეს ქონება არ იყო რაიმე უფლებრივი დატვირთვის საგანი, ანუ თავისუფალი იყო ყოველგვარი ვალდებულებებისაგან.
25. ბანკი “რესპუბლიკა” ქონებების დაპატრონების შემდეგ იწყებს მის რეალიზაციაზე “ფიქრს”. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქალბატონი თამარ მერაბიშვილი, მცხოვრები ქ. ახალციხე, მცხეთის #58, რომელმც წარმოადგინა რწმუნებულება ვინმე ლია ობოლაშვილის სახელით და 660 000 აშშ დოლარად შეიძინა რესტორანი “მაგნატი გვირილა”, რომელიც ჩემგან ბანკმა “რესპუბლიკამ” არც ისე დიდი ხნით ადრე შეიძინა 1 296 000 (მათ შორისაავეჯი 43 0000) აშშ დოლარად (სავარაუდოდ, ბანკს “აახიეს” ამ ფასად).
26. 2012 წლის 06 აპრილს რესტორანი “მაგნატი გვირილა” ლია ობოლაშვილმა და ბერუჩა ლუხუტაშვილმა შეიტანეს შპს “დანი 2012”-ი საწესდებო კაპიტალში (დანართი 10).

27. 2009 წლის 06 ოქტომბერს (მე უკვე პატიმრობაში ვარ) შპს “ტიფლისი 777”-ისაგან (ეს კომპანია “მაგნატის” საკუთრება იყო) მალხაზ სოლომნიშვილი 892 000 ლარად ყიდულობს 100% წილს შპს “შრომის ორგანიზაციის პროგრამების დანერგვის ცენტრში”. დასახელებული ნასყიდობის ღირებულება მ. სოლომნიშვილს არ გადაუხდია, რითაც ეს უკანასკნელი თაღლითურად დაეუფლა კომპანია “მაგნატის” საკუთრებას .
28. “მაგნატის” საკუთრებას წარმოადგენდა მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო” (შეფასებული 1 მილიონ აშშ დოლარად). ამ კომპანიას მართავდა მალხაზ სოლომნიშვილი. სწორედ ამ პიროვნების მეცადინეობით 1 მლიონიანი ქონება ეკონომიკის სამინისტროს მიეყიდა არარეალურ, 190 000 ლარად. ამ ქმედებით ასევე განხორციელდა “მაგნატის” ქონების თაღლითურად დაუფლება.
29. “მაგნატის” საკუთრებაში იყო პროფილაქტიკის დანადგარები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 130 000 აშშ დოლარს. მალხაზ სოლომნიშვილის მიერ შესრულებული მანიპულაციებით, ჩემთვის უცნობია ამ ქონების ადგილსამყოფელი (სავარაუდოდ, ამ პიროვნების მიერ უნდა იყოს ეს ქონებაც მისაკუთრებული თაღლითურად)
30. “მაგნატის” საკუთრებაში იყო რესტორანი “იმერეთი” რიკოთის უღელტეხილზე. ამ რესტორნის ღირებბულება 500 000 აშშ დოალრი იყო. დღეს დღეობით ჩემთვის უცნობია, თუ ვინ დაეპატრონა ამ რესტორანს.
31. “მაგნატის” საკუთრებაში იყო ლუდსახარში, რომლის ღირებულება 280 000 ევრო გახლდათ (იმჟამინდელი კურსით 570 000 ლარი). დღეის მდგომარეობით ამ ქონებას აშკარა კანონდარღვევით ფლობს ს/ს “თიბისი ლიზინგი”.
32. პირადად ჩემს საკუთრებაში იყო ავტომანქანა “ტოიოტა 200”, რომლის ღირებულება 65 000 აშშ დოლარი იყო. ამ მანქანის ასავალ-დასავალი ჩემი დაკავებისთანავე გაქრა. ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების მიერ ბაჩო და დათა ახალაიების წყნეთში მდებარე აგარაკის კადრების დემონსტრირებისას, კადრში მოხვდა ჩემი ავტომანაქნა. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ამ ავტომანქანით ბაჩო ახალაია სარგებლობდა.
33. ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებაში იყო 4 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში (შეფასებული 300 000 აშშ დოლარად). TBC ბანკი ამ საკუთრებას ფლობს თაღლითურად შედგენილი მასალების საფუძველზე.
34. ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები ყიფშიძის ქუჩაზე და დიდ დიღომში (საერთო ღირებულება 150 000 აშშ დოლარი) ასევე ბანკი “რესპუბლიკის” თაღლითური ქმედებებით ფიზიკური პირების მახარაძისა და ციხისელის სახელზეა გაფორმებული.

ა მ დ ე ნ ა დ
35. ბანკმა ,,რესპუბლიკამ” მიიღო სულ 3 731 400 აშშ დოლარის ღირებული ქონება (1 200 000 (10% წილი ნსკ-ში) + 1 200 000 (რესტორანი “მწვანე კონცხი”) + 1 256 400 (რესტორანი “მაგნატი გვირილა”) + 75 600 (სარესტორნე ავეჯი, დანადგარები)). ამ თანხას უნდა გამოაკლდეს მემორანდუმით დადგენილი "მაგნატი 2006”-ის ვალი – 1 942 937. ანუ ბანკი “რესპუბლიკის” მიმართ “მაგნატს” არანაირი ვალი არ რჩება, ხოლო ბანკმა “რესპუბლიკამ” მოტყუებით მიითვისა ";მაგნატი”ის მისაკუთრებული ქონებიდან გადასახდელი თანხა 1 713 463 აშშ დოლარის ოდენობით. (3 731 400–1 942 937= 1 713 463). ეს თანხა ბანკს "მაგნატი”-ისთვის დღეის მდგომარეობითაც არ გადაუხდია. ასეთი ქმედებით ბანკი “რესპუბლიკა” მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა კომპანიის უძრავ ქონებას დიდი ოდენობით (1 713 463 აშშ დოლარს);
36. მალხაზ სოლომნიშვილი თაღლითურად დაეუფლა კომპანია “მაგნატის” საკუთრებას 892 000 ლარს ( შპს “შრომის ორგანიზაციის პროგრამების დანერგვის ცენტრი”. იხ. $27), 130 000 აშშ დოლარს (ავტოპროფილაქტიკების ეპიზოდი. იხ. $ 29) და 1 მილიონ აშშ დოლარად ღირებულ მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო”-ს (იხ. $ 29).
37. TBC ბანკი თაღლითურად დაეუფლა ჩემი და ჩემი მეუღლის საკუთრებას მიწის ნაკვეთებიოს სახით ღირებული 300 000 აშშ დოლარი (იხ. $ 33)
38. უცნობია თუ ვინა დაეპატრონა 500 000 აშშ დოლარდ ღირებულ რესტორან “იმერეთს (იხ. $30)
39. ს/ს “თიბისი ლიზინგი თაღლითურად დაეუფლა მაგნატის საკუთრებას 570 000 ლარის ოდენობით (ლუდსახარშის ეპიზოდი. იხ. $ 31)
40. დათა და ბაჩა ახალაიები უკანონოდ დაეუფლნენ ჩემს ა/მანქანას “ტოიოტა 200” ღირებული 65 000 აშშ დოლარი (იხ. $ 32).
სსკ 195 და 180 მუხელბით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების სამართლებრივი საფუძვლები
სსკ 195 მუხლი. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა
ამ მუხლით დანაშაულია “მონოპოლიური საქმიანობა. . . . , აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენისა ან შენარჩუნების გზით”.
მიმაჩნია, რომ TBC ბანკის ქმედებები, ჯერ “მაგნატის” ხელში ჩაგდება, ხოლო შემდეგ ნსკ-ს ფასების ხელოვნურად დაგდება და ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან დაახლოებულ კომპანიაზე მიყიდვა განხორციელებულია ამ ბანკის ქართველი მესვეურების მიერ, რითაც კომპანია “მაგნატი”, რომელიც ფლობდა ნავთობპროდუქტების ბაზრის 8-10% და გააჩნდა პოტენცია ამ სეგმენტის გაზრდისა, გაკოტრებულ იქნა, ნავთობპროდუქტების ბაზრიდან ჩამოშორებულ და გაძევებულ იქნა, რაც უშუალოდ აღსრულებულ იქნა TBC ბანკის მიერ.
ზდმოთქმულის ვარაუდს ალბათობის მაღალი ხარისხით მაძლევს შემდეგი გარემოებები:
1. 2008 წლის დეკემბრიდან TBCბანკი ეცადა კომპანიის ხელში ჩაგდებას;
2. 2009 წლის 27 აპრილს ბანკის მეცადინეობით “მაგნატი” აფუძვნებს ს/ს ნსკ-ს, სადაც მისი წილი განისაზღვრა 25%-ით;
3. ნსკ-ს ფაქტობრივი მმართველი ბანკის მიერ დასახელებული პირია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია ბანკთან;
4. 2009 წლის 12 აგვისტოს ნსკ-ს გადაეცა “მაგნატის” ბოლო ობიექტი. 13 აგვისტოს მაპატიმრებენ თაღლითობის ბრალდებით.
5. ბანკისა და სხვა პარტნიორების მეცადინეობით, ხელმძღვანელობით ნსკ იბრუნებს სარეალიზაციო ბაზრის დიდ ნაწილს, ანუ 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გადის მოგებაზე. არსებობს ხელისშემშლელი გარემოებები ვთბ ბანკისა და “სოკარის” სახით, რომელთან საკითხის “მოგვარება” ძალუძს მხოლოდ TBC ბანკს;
6. 2009 წლის 09 დეკემბერს ნსკ-ს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით ჩემი ფაქტობრივი წილიდან 19%-ის მესაკუთრე ხდება TBC ბანკი;
7. 2010 წლის დასაწყისიდან ნსკ-ს ავტოგასამართ სადგურებს თანმიმდევრულად უწყდება საწვავის მიწოდება, სადგურები ჩერდება, კომპანიაში დასაქმებული პირები ითხოვენ ხელფასებს, იზრდება სესხის მომსახურების თანხები, პარტნიორებთან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დგება მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები. ამდენად, კომპანია ეფლობა ვალებში;
8. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აფასებს ნსკ-ს ქონებას და 2011 წლის 25 თებერვალს ამ ქონების შემძენად რეესტრში რეგისტრირდება კომპანია “Gulf”-ი. ამდენად, კომპანიის ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარიდან რამდენიმე თვეში დაეცა მესამედამდე.
9. მხოლოდ ამ გარიგების შემდეგ (2011 წლის 01 მარტი) მიეცა შესაძლებლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიეღო სააპელაციო გადაწყველილება. ამ დრომდე ჩემი სააპელაციო საჩივრის განხილვა მოგონილი, დაუსაბუთებელი მიზეზებით ჭიანურდებოდა 8 თვისა და 3 დღის მანძილზე (ნაცვლად 3 თვიანი ვადისა);
ვაცხადებ, რომე TBC ბანკის დაკვეთით ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაკეთებული შეფასება სინამდვილეს შეესაბამება. ეს დასკვნა გაკეთებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეფასების პერიოდში ყველა აგს (ავტოგასამართი სადგური) საწვავის მიუწოდებლობის გამო იყო გაჩერებული, არ გააჩნდა არავითარი შემოსავალი. ექსპერტიზის მიერ ნახელმძღვანელები სტანდარტები სწორედ შემოსავლის ანალიზს მოიცავს.
აგს-ებისადმი პროდუქციის მიუწოდებლობა ბანკამა გადაწყვიტა მას შემდეგ, როდესაც მის განზრახვას, თვითონ მოვლენილიყო ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ბაზარს, არ ეწერა აღსრულება. ეს საშიშროება გაჩნდა ბაზარზე ახალი მოთამაშის “გულფ”-ს გამოჩენით. ამ კომპანიას იაფად უნდა ეყიდა ქსელი. ამდენად, ბანკი თავად დადგა საშიშროების წინაშე. შეასაძლებელი იყო მას თავად დაეკარგა მისი უშუალო აქტივი დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ანალოგიური ბედი ელოდა ბანკ “რესპუბლიკას”-აც, რომელსაც ასევე 3 მილიონი აშშ დოლარი შესაძლოა დაკარგოდა (10% ნსკ_ში). სწორედ ამ ორი გარემოებითაა განპირობებული ნსკ-ს ქონების 13 მილიონ აშშ დოლარად შეფასება. ასეთი ფასით არ ზარალდებოდა არც ერთი ბანკი, ვერც მოგებას ნახავდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ხელისუფლებისაგან მოიპოვებდნენ ეგზომ საჭირო დივიდენდებს ხელშეუხებლობის ნაწილში, რის სანაცვლოდაც ბანკმა მიიღო გარანტია საბანკო სექტორში თავისუფალი პარპაშისა, რაც გამყარებულ იქნა სახელმწიფო მექანიზმით (განსაკუთრებულად სასამართლო ხელისუფლების მორჩილებას გამოვყოფ).
ზემოაღნიშნული თანმიმდევრობა მოვლენების განვითარებისა ხელოვნურია. სცენარით, “მაგნატი” უნდა გაკოტრებულიყო, ნსკ-ს ხელმძღვანელობით კომპანიას ქონება უნდა დაცემულიყო მინიმუმამდე და შემდეგ ხელისუფლების პირველ პირებს უნდა ეყიდათ მესამედ ფასად, ამ შენაძენის მმართველად ასევე ამ ძალასთან დაახლოებული პირი უნდა წარმოჩენილიყო. ამ ქმედებებით კი ბანკები არ უნდა დაზარალებულიყვნენ.
ამ მოსაზრების სხვა საპირისპირო მასაზრებას არსებობის საფუძველი არ გააჩნია, რამეთუ
1. შეუძლებელია ქვეყნის ნავთობპროდუქტების ბაზრის სინამდვილში წამგებიანი იყოს საწვავის რეალიზება მაშინ, როდესაც გაგაჩნდეს 43 აგს, 4 ნავთობტერმინალი და სხვა ტექნიკური საშუალებები, ანუ აწყობილი ქსელი.
2. კომპანიის ტექნიკური საშუალებები გაძლევდეს შესაძლებლობას ყოველთვირად 5-6 მილიონი ლიტრი საწვავის რეალიზაციისა. მაშინ როდესაც ამ ოდენობის საწვავის რეალიზაცია ნიშნავს მინიმუმ 1,2 მილიონი ლარის მოგებას ყოველთვიურად.
იბადება ლოგიკური კითხვა _ რატომ გაჩერდა აგს-ები, რატომ არ მიეწოდებოდა მათ საწვავი.
ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ვ. ბუცხრიკიძის დაკითხვის შემდეგ, ამავე პიროვნებასთან უნდა გაირკვეს რას ნიშნავს 2009 წლის 31 აგვისტოს წერლში ჩემი პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია “ხელიშემშლელი ვთბ ბანკი და “სოკარიაო” (დანართი 5).
მნიშვნელოვანი ორი საკითხია - ვისი ინტერესი იყო აგს-ების გაჩერება საწვავის მიუწოდებლობის გზით ---- ბატონი ბუცხრიკიძის პირადი უმოქმედობით თუ, იყო კიდევ სხვა ძალა, როემლიც არ აძლევდა ნსკ-ს შესაძლებლობას თავად შემოეტანა ან მსხვილი შემომტანებისაგან შეეძინა საწვავი.
სახელმწიფოს (სააკაშვილის ხელისუფლება) პირადი ინტერესი ჩემს მიერ ზემოგამოთქმული ვარაუდისა ქონების “ახევის” ნაწილში, პირდაპირ დასტურდება ამ ხელისუფლების მონა-მოსამართლეების მიერ ჩემს საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებებით. მაგრამ ის გადაწყვეტილება, რაც კომპანია “მაგნატი 2006”-ის გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოკლეგიის მოსამართლე ქოჩიაშვილმა მიიღო, გადაწყვეტილების დატვირთვის ხარისხით შეიძლება სულ რამდენიმე იყოს ქართულ სასამართლო სინამდვილეში. კერძოდ, ამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩემი და დაახლოებით ორი ათეული კრედიტორის შუამდგომლობა კომპანიის გაკოტრების ვადის გაგრძელების, ანუ სარეაბილიტაციოდ 6-8 თვის დაწესების შესახებ. საინტერესოა, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა სახელმწიფოს წარმომადგნელის მოთხოვნა “მაგნატის” გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ. ეს ყოველივე ხდება მაშინ, როდესაც თვით ამ სახელმწიფოს ვალი (დაახლოებით 60 000 ლარი) “მაგნატსაც” გააჩნდა. სარეაბილიტაციო ვადის დაწესების შემთხვევაში სახელმწიფოსაც უჩნდებოდა შანსი ამ თანხის ამოღებაზე. რეაბილიტაციაზე შუამდგომლობის თაობაზე პოზიციის დასაფიქსირებლად სახელმწიფოს წარმომადგენელმა სამი დღით ითხოვა შესვენება, ხოლო ამ ვადის შემდეგ უარი განაცხადა რეაბილიტაციაზე და მოითხოვა გაკოტრების დამთავრება, რითაც ასევე უარი თქვა მისაღებ 60 000 ლარზეც.
პასუხი ლოგიკურ კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი სახელმწიფომ ამ ვალის დაბრუნებაზე და მოითხოვა გაკოტრების დამთავრება მდგომარეობს შემდეგში:
მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით “მაგნატი” როგორც სამართლის სუბიექტი ამოიშალა მეწარმეთა რეესტრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიის ქონებებზე რაიმე პრეტენზიის გამოთქმის სამართლებრივად დასაბუთება სამოქალაქო წესით შეუძლებელია. რამეთუ კომპანია “მაგნატს” წაერთვა მოთხოვნის უფლება (იგი არ არის სამართლის სუბიექტი), ამით კი კომპანიის კრედიტორებსაც დაეკარგათ ყოველგვარი შანსი ქონების დაბრუნებაზე, ასეთივე უფლება წაერთვა თვით სახელმწიფოსაც მისადმი კუთვნილ 60 000 ლარზე. სახელმწიფომ სანაცვლოდ მიიღო “მაგნატისაგან” მოსალოდნელი უამრავი სამოქალაქო სარჩელების თავიდან აცილების უმოკლესი გზა – “მაგნატს” წაართვა სამართლის სუბიექტის სტატუსი (არ არის სამართლის სუბიექტი, არ არის პრობლემა).

ხელისუფლების მეცადინეობა დაუფლებოდა ჩემს საკუთრებას დასტურდება ასევე შემდეგით:
1. “მაგნატის” 43 ავტოგასამართი სადგურისა და 4 ნავთობტერმინალის მესაკუთრე ხელისუფლების უმთავრესი ხაზინადარი დავით კეზერაშვილია (კომპანია Gulf);
2. მცხეთის სახლის, შეფასებული 1, 5 მილიონ აშშ დოლარად მესაკუთრე ნათია ჩაჩუაა, რომელიც დათა ახალაიას ერთ ერთი მოადგილის მეუღლეა;
3. ავტომანქანის “ტოიოტა 200”, შეფასებული 65 000 აშშ დოლარად, ფაქტობრივი მფლობელი დათა ახალაიაა;
4. რესტორანი “გვირილა”, შეფასებული 1 256 000 აშშ დოლარად, ფაქტობრივი მფლობელი, ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრი - თამარ მერაბიშვილია.


დ ა ს კ ვ ნ ა

სახეზეა:
1. თბჩ ბანკის მხრიდან სსკ 195 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები;
2. ნსკ-ასა და “მაგნატს” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არც ერთი თეთრი არ შესულა “მაგნატის” ანგარიშზე, რითაც ნსკ მოტყუებით დაეუფლა “მაგნ
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!