სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III
ავტორი Admin, 26-09-2012, 15:34 | კომენტარები (0)
ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III

---------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს
ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(საადვოკატო საქმიანობისადმი ხელისშეშლის შესახებ)
მოგახსენებთ, რომ 20`12 წლის 19 ივლისს ს.ა.დ. #16 დაწესებულებაში მქონდა შეხვედრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან ჯემალ ლეონიძესთან, რომელსაც ჩამოვართვი ახსნა განმარტებები ჩემთვის საინტერესო კითხვებზე. დასახელებული დოკუმენტი შედგენილ იქნა გამოკითხვის ოქმის სახით. ოქმი შედგა ოთხ გვერდზე, რომელზედაც ყველა გვერდზე ხელი მოაწერა გამოითხულმა პატიმარმა და ოქმის ბოლოს მისი ხელით დაწერა, რომ გაეცნო ოქმს და დაადასტურა ხელმოწერით.
გამოკითხვის დამთავრების შემდეგ, ადმინისტრაციული შენობის გამოსასვლელში სოციალურმა მუშაკმა დამათვალიერა (შემიმოწმა ტანსაცმელი, ჯიბეები), ხოლო თანშეტანილ დოკუმნეტებიდან ამოარჩია დასახელებული გამოკითხვის ოქმი და მის გამოტანებაზე უარი განაცხადა. დასახელებულმა სოციალურმა მუშაკმა, რომელიც წარმომიდგა ვეფხვია ნემსიწვერიძის სახელით, ჩემს კითხვაზე თუ როემლი ნორმის ან რომელი კონკრეტული ხელმძღვანელის მითითებით არ მატანდა დოკუმენტს, კომენტარი არ გააკეთა.
ფაქტობრივად ს.ა.დ. რუსთავის #16 დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხელი შემეშალა საადვოკატო საქმიანობაშიჲ(პატიმარ ჯემალ ლეონიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე არის კონფიდენციალურიც).
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ სათანადო ზომები 2012 წლის 19 ივლისის ჯ. ლეონიძის გამოკითხვის ოქმის დაბრუნებისა და ზემოაღწერილი კანონდარღვევის ნაწილში.
პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა მინისტრს
ქალბატონ ხ. კალმახელიძეს

------
ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III

საქართველოს სახალხო დამცველს აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ირაკლი მჟავანაძეს

დამატებითი ინფორმაცია და მოთხოვნა ჩემს 2012 წლის 20 ივნისის #1108-11/4 განცხადებაზე
წინამდებარე განცხადებით მიმართვა გამოწვეულია თქვენს მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს მოწოდებული წერილით, რომლის მიხედვით არ ჩანს შემდგომში თუ რა მოქმედების შესრულებას აპირებს სახალხო დამცველის აპარატი, რამეთუ წერილის ტონით სავარაუდოა, რომ უფლებამოსილმა ორგანომ გაიზიაროს ს.ა.დ. #16 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვ. ცხვედიანის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემს საჩივარში მითითებული ვინმე ვეფხვია ნემსიწვერიძე თურმე ამ დაწესებულებაში არ მუშაობს (ამ პოზიციის გაზიარება ნიშნავს ჩემს განცხადებაში დასახელებული ფაქტის ჩემს მიერ გამოგონილად აღიარებას ჩემს მიერ).
ვაცხადებ, რომ ჩემს განცხადებაში დასახელებულ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, სოციალური მუშაკი, რომელსაც არ ეკეთა ამოსაცნობი ნისანი მე წარმომიდგა როგორც ვეფხვია ნემსიწვერიძე. ამ ინფორმაციის სხვაგვარად შემოწმება იმ პირობებში მე არ გამაჩნდა.
ვფიქრობ სახელისა და გვარის დაზუსტება არ უნდა გასჭირვებოდა დაინტერესებულ პირს, რამეთუ თქვენდამი მიბარებული სამსახურისადმი არანაირ სიძნელეს არ წარმაოდგენს დაგესვათ ადმინისტრაციისათვის შემდეგი კკითხვები
1. განცხადებაში მითითებულ დროს, ვინ აწარმოებდა საპყრობილის სამორიგეოდან გამოსული ადვოკატების შემოწმებას;
2. განცხადებაში მითითებულ დროს, ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციის უფროსთან ამ მორიგის (სახელად ვეფხვია. ნემსიწვერიძეა თუ ხალიბაური ადვილი გასარკვევია) მიერ ჩემგან ჩამორთმეული ჯემალ ლეონიძის გამოკითხვის ოქმის შეტანას და მისგან დაბარებას, რომ ამ დოკუმენტს არ გამატანდა (ასევე არანაირი სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს იმ დღის ვიდეო ჩანაწერის ხილვა);
3. ვისთან ინახება ამჟამად დასახელებული სადავო დოკუმენტი.
ფაქტიდან ერთ კვირაში, 2012 წლის 26 ივლისს, როდესაც ისევ მოვინახულე მსჯავრდებული ჯემალ ლეონიძე, მას ჩემთან უნდა მოეტანა მოსაზრებები მის საჩივართან დაკავშირებით. ეს მოსაზრებები მას წერილობითი ფორმით ჰქონდა შედგენილი. სოციალურმა მუშაკებმა (ამჟამად არ ვასახელებ მათ სახელებსა და გვარებს, რამეთუ რომ გაიგო უნდა შეეკითხო, შეკითხვაზე კი შესაძლოა წარმოგიდგეს ღრმად განათლებული და ნაკითხი პიროვნებისათვისაც კი უცხო ლიტერატურული ან ისტორიული პირის გვარ-სახელით, როგორიც შემდგომ ვ. ცხვედიანის წერილით არ აღმოჩნდება საპყრობილეში დასაქმებულთა სიაში), არ მისცეს შესაძლებლობა პატიმარს ჩემთან შესახვედრად მოეტანა ჩანაწერები მის საჩივართან დაკავშირებით. ჩემს შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით არ დაუბრუნეს მას ეს ჩანაწერები, განმიმარტეს საპყრობილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სახელით, რომ ჩამორთმევის მიზეზი ჩანაწერის ხელნაწერის სახით არსებობა ყოფილა (????). ამ ლოგიკით, თურმე პატიმარმა ადვოკატთან შესახვედრამდე მისი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.

საპყრობილის ხელმძღვანელობის ეს პოზიცია არანაკლები ცინიზმია ვინემ ვეფხვია ხალიბაურის ეპიზოდი. პირველი უფრო თქვენს მიმართ, ხოლო მეორე ჩემს მიმართ.

აქვე უჯნდა შეგახსენოთ, რომ მსჯავრდებული ჯემალ ლეონიძის საქმე მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი ამ პატიმრის მიმართ. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ იგი განაგრძობს ბრძოლას მისი უდანაშაულობის სამტკიცებლად, ანუ დამტკიცებას იმისა, რომ იგი უკანონოდაა დაპატიმრებული, ხოლო მისი რამდენიმე მილიონიანი ქონება კი ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალის მიერაა ხელყოფილი.
ვფიქრობ სახალხო დამცველის აპარატის პირდაპირი პრეროგატივაა ჩემს განცახდებაში დასახელებული ფაქტის სრულყოფილად შესწავლა და შემდგომ კანონით განსაზღვრული რეაგირება, ხოლო ვ. ცხვედიანის მოსალოდნელი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების შემცველი პასუხის გაზიარება (ეს პასუხი ამავდროულად საკმარისადაა ცინიზმით აღსავსე) არა მგონია დადებითად აისახოს სახალხო დამცველის აპარატის იმიჯზე.
ვითხოვ, დაადგინოთ ს.ა.დ #16 დაწესებულების სოციალური მუშაკის, სახელად ვეფხვოს, ვეფხვიას ჭეშმარიტი გვარი (ნემსიწვერიძეა, ხალიბაური თუ სხვა) და დაუყოვნებლივ გააკეთოთ რეაგირება განცხადებაში დასახელებულ ფაქტზე.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვფიქრობ ს.ა.დ. რუსთავის #16 დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ ამ და ჩემს წინა განცხადებაში დასახელებული ფაქტები აშკარად შეიცავს დაცვის უფლებების დარღვევის ნიშნებს და ვითხოვ სათანადო რეაგირებას სახალხო დამცველის აპარატიდან.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა მინისტრს ბატონ გ. ტუღუშს
გ ა ნ ხ ც ა დ ე ბ ა
(საჩივრის განხილვის თაობაზე)
2012 წლის 19 ივლისს თქვენ წინამორბედ მინისტრს მივმართე საჩივრით ს.ა.დ. რუსთავის #16 დაწესებულების ხელმძღვანელობისა და სოციალური მუშაკების მხრიდან საადვოკატო საქმიანობის აშკარა ხელისშეშლის შესახებ (დანართი 1).
დღეის მდგომარეობითაც კი სამინისტროს არ შეუსრულებია არანაირი ქმედება, ანუ სამინისტროს ხელმძღვანელობამ აშკარად დააფარა ხელი რუსთავის #16 დაწესებულების აწ უკვე ყოფილ დირექტორს ვ. ცხვედიანს და ამავე დაწესბულების სოცილურ მუშაკს ვინმე “ვეფხვიას”.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესრულებული რაღაც ქმედებებით ამ დაწესებულების დირექტორმა ვ. ცხვედიანმა თქვენ, იმჟამად სახალხო დამცველს გაცნობათ, რომ თურმე დაწესებულებაში ასეთი პიროვნება არ ირიცხება (დანართი 2).
ჩემს მიერ, დამატებით სახალხო დამცველის აპარატში შეტანილი საჩივერის შემდეგ ც. ცხვედიანს დაესვა სათანადო კითხვები (დანართი 3, 4).
დღეს, 2012 წლის 21 სექტემბერს მე მომეცა შესაძლებლობაგავსაუბრებოდი ვინმე ვეფხვიას, რომელმაც განმიცხადა, რომ მას ამ დოკუმენტების ჩამორთმევა და ჩემდამი სხვა გვარით წარდგენა უბრძანა საპყრობილის დირექტორმა ვ. ცხვედიანმა.
მიმაჩნია, რომ სახალხო დამცვლელის აპარატის ხელით მინიმალური ქმედებები იქნა შესრულებული. ამჟამად უკვე სათანადო, უფლებამოსილი სამინისტროს ხელმძღვანელის რანგში თქვენ ეფექტური საშუალებები გაგაჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების აღსაკვეთად.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ მიიღოთ დაუყოვნებლივო ზომები ჩემს 2012 წლის 19 ივლისის განცხადებაში დასახელებულ ფაქტზე.
პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი III
----
 (голосов: 0)
 
დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!