სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II
ავტორი Admin, 26-08-2012, 17:11 | კომენტარები (0)
ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს
ასლი: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (საქმეზე ლეონიდზე ვ. გეორგია)
ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის სისხლის სამართლის საქმეზე ჩემი 2011 წლის #1108-11 და #1108-11/1-ის განხილვის შედეგების თაობაზე)
ბატონო გიორგი
2011 წლის ივლის-აგვისტოში მოგმართეთ სათანადო განცხადებებით მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის ს/ს საქმეზე ფაქტობრივად დარღვეული და სახალხო დამცველის უშუალო პრეროგატივით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევის კონკრეტული ფაქტების თაობაზე.
2011 წლის 09 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენის უფროსის მოადგილის ქალბატონ თამარ ზურაბაშვილის ხელმოწერით მივიღე პასუხი, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელი, არაკვალიფიციური და ადამიანის უფლებადამცველი დაწესებულებისადმი სრულიად შეუსაბამო “დასკვნის” სახითაა მოწოდებული. კერძოდ:
საჩივარზე დაფუძვნებული ფაქტობრივი გარემოებები
1. `დასკვნაში” ნათქვამია, რომ (ციტატა) `სასამართლოების ბრალეულობა ვადების გაცდენაში, რაც არსებით გავლენას მოახდენდა მსჯავრდებულ ჯ. ლეონიძის უფლებების დაცვაზე, არ გამოვლინდა" (დანართი 1).
2. ამ `დასაბუთებამდე” ქალბატონი თ. ზურაბაშვილი მისულა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლო ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააპელაციო საჩივრის მეორე ინსტანციაში დაგვიანებით (7 დღე) გადაგზავნის მიზეზი ყოფილა მხარეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა კანონით განსაზღვრულ ვადებში (! !). შესაძლოა სააპელაციო ინსტანციის მიერ განხორციელებული დარღვევის ფონზე 7-დღიანი დაგვიანება ნამდვილადაც არ წარმოადგენდეს არსებით დარღვევას, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მყარად განსაზღვრავს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის გადაგზავნას სააპელაციო სასამართლოში. (გთხოვთ წარმოიდგინოთ - სასამართლო, დაცვის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა დაცვის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში. რა თქმა უნდა არ მიიღებდა).
4. ჩემს საჩივარში ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელზედაც თქვენდამი რწმუნებულ სამსახურს აუცილებლად უნდა გაემახვილებია ყურადღება, გახლავთ უტყუა



ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს
ასლი: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (საქმეზე leonidze v. Georgia)
ს ა ჩ ი ვ ა რ ი
(მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის სისხლის სამართლის საქმეზე ჩემი 2011 წლის #1108-11 და #1108-11/1-ის განხილვის შედეგების თაობაზე)
ბატონო გიორგი
2011 წლის ივლის-აგვისტოში მოგმართეთ სათანადო განცხადებებით მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის ს/ს საქმეზე ფაქტობრივად დარღვეული და სახალხო დამცველის უშუალო პრეროგატივით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევის კონკრეტული ფაქტების თაობაზე.
2011 წლის 09 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენის უფროსის მოადგილის ქალბატონ თამარ ზურაბაშვილის ხელმოწერით მივიღე პასუხი, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელი, არაკვალიფიციური და ადამიანის უფლებადამცველი დაწესებულებისადმი სრულიად შეუსაბამო “დასკვნის” სახითაა მოწოდებული. კერძოდ:
საჩივარზე დაფუძვნებული ფაქტობრივი გარემოებები
1. `დასკვნაში” ნათქვამია, რომ (ციტატა) `სასამართლოების ბრალეულობა ვადების გაცდენაში, რაც არსებით გავლენას მოახდენდა მსჯავრდებულ ჯ. ლეონიძის უფლებების დაცვაზე, არ გამოვლინდა" (დანართი 1).
2. ამ `დასაბუთებამდე” ქალბატონი თ. ზურაბაშვილი მისულა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლო ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააპელაციო საჩივრის მეორე ინსტანციაში დაგვიანებით (7 დღე) გადაგზავნის მიზეზი ყოფილა მხარეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა კანონით განსაზღვრულ ვადებში (! !). შესაძლოა სააპელაციო ინსტანციის მიერ განხორციელებული დარღვევის ფონზე 7-დღიანი დაგვიანება ნამდვილადაც არ წარმოადგენდეს არსებით დარღვევას, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მყარად განსაზღვრავს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის გადაგზავნას სააპელაციო სასამართლოში. (გთხოვთ წარმოიდგინოთ - სასამართლო, დაცვის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა დაცვის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში. რა თქმა უნდა არ მიიღებდა).
4. ჩემს საჩივარში ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელზედაც თქვენდამი რწმუნებულ სამსახურს აუცილებლად უნდა გაემახვილებია ყურადღება, გახლავთ უტყუარი ფაქტობრივი გარემოება – საააპელაციო განხილვა, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 3 თვიანი ვადისა, ჭიანურდებოდა 8 თვისა და 3 დღის მანძილზე (იხ. საჩივრის $$ 1.3-დან 1.18 ჩათვლით).
5. ქალბატონი თ. ზურაბაშვილი ამ გარემოების რეაგირების გარეშე დატოვების `დასაბუთებად” იშველიებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარის თანაშემწის 2011 წლის 18 ნოემბრის ინფორმაციას, სადაც გადმოცემულია ამ ინსტანციის სასამართლოს მიერ თავის მართლების მიზნით შეთხზული გარემოებები, რომ თურმე საქმის სააპელაციო განხილვა გაჭიანურებულა დაცვის მხარის შუამდგომლობებით საპროცესო შეთანხმებების მიღწევის მიზნით და ჯ. ლეონიძის ადვოკატის შუამდგომლობით საქმის მასალების გასაცნობად (!!!!).
6. ვადასტურებ, რომ უკანასკნელ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი 2011 წლის 22 თებერვალს (ამ დროისათვის სააპელაციო საჩივრს განხილვის 8 თვე უსრულდებოდა ზუსტად 2 დღეში _ 24 თებერვალს). საინტერესოა, რომ ამ დღეს სხომაზე ვერ გამოვცხადდი ავადმყოფობის გამო, ახალმა ადვოკატმა ნამდვილად ითხოვა ვადა (2-3 დღე) საქმის გასაცნობად. სასამართლომ შემდეგი სხდომა მხოლოდ მეორე დღისთვის დანიშნა და მე იძულებული გავხდი ავადმყოფი, მაღალი ტემპერატურით მაინც გამოვცხადებულიყავი სხდომაზე. (იხ. საჩივრის $ 1.16 და 1.17), ხოლო რაც შეეხება საქმის გაჭიანურების მიზეზად დაცვის მხარის შუამდგომლობების დასახელებას საპროცესო შეთანხმნებების მიღწევის მიზნით, სრულიად მოგონილია, რამეთუ, ჯ. ლეონიძეს სააპელაციო სტადიაზე უკვე მკაფიოდ ჰქონდა ბრალდების პოზიცია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რამეთუ ამ ეტაპისთვის აპელანტის კუთვნილი 50 მილიონიანი ქონება უკვა გადასული იყო დაინტერესებული მონსტრის ხელში და აქედან გამომდინარე ბრალდებას ჯ. ლეონიძის მიმართ უკვე ჰქონდა მიღწეული პროგრამა მინიმუმი.
7. ქალბატონ თ. ზურაბაშვილს უპრიანი იქნებოდა ემსჯელა სხდომის გადადების მიზეზებად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, როდესაც პირველი ოთხი სხდომა გადაიდო პროკურორის შუამდგომლობებით საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ცდილობდა მეორე აპელანტ ძამაშვილთან (ამ პერიოდში, ზემოხსენებული მონსტრი ამთავრებდა ქონების დახელთების საკითხს). ვაცხადებ, რომ სხვა დანარჩენი სხდომა (არც ერთი) არ გადადებულა ჯ. ლეონიძისა და მისი დაცვის შუამდგომლობით. პირიქით, მე სხდომებზე ვაკეთებდი განცხადებებს ვადების დარღვევის თაობაზე.
8. ზემოხსენებული “დასკვნის”გადმოცემის დღეს მისმა გადმომცემმა ლ. ბეგაშვილმა სიტყვიერად განმიცხადა, რომ თურმე მსგავსი გარღვევები ხშირად ყოფილა სასამართლოებში. . . . . .

შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი

9. შიდასახელმწიფოებრივი ნორმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით მკაცრადაა განსაზღვრული `საქმის განხილვის გონივრული ვადა”. ქართული კანონმდებლობით საქმის სააპელაციო განხილვის ვადად მიჩნეულია სამი თვე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 528.2 “სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა”. ამდენად, ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა 2010 წლის 24 სექტემბრამდე. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ საქმე დაამთავრა მხოლოდ 2011 წლის 01 მარტს (8 თვისა და 3 დღის შემდეგ).
10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 216. “საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ არის აღდგენილი”. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის შემდეგ საქმის განხილვის ვადა არ გაუგრძელებია.
11. ამდენად, ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 01 მარტამდე (სულ 10 სასამართლო სხდომა) იხილებობა უკანონო საპროცესო მოქმედებებით, არაუფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ და ამ სასამართლოს მიერ 2011 წლის 01 მარტს მიღებული განჩენი (საპროცესო გადაწყვეტილება) ჯემალ ლეონიძის მიმართ, თუნდაც მხოლოდ იმის გამო არის უკანონო, რომ იგი საპროცესო ვადების დარღვევითაა მიღებული.
12. ასევე, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევით ლ. ლეონიძემ ვერ განახორციელა სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო განხილვის უფლება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 517 მუხლით (ძვ. რედაქცია) “განსასჯელს . . . უფლება აქვს მოითხოვოს საქმის განხილვა არანაკლებ ორ ინსტანციაში”. ჯ. ლეონიძემ ეს უფლება ვერ განახორციელა, რამეთუ 2010 წლის 24 სექტემბრის შემდგომ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება, და აქდან გამომდინარე თვით განაჩენიც უკანონოა.
13. პარადოქსულია სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის ინფორმაცია, რომლის მიხედვით სააპელაციო სასამართლო მეტად დაჩაგრულ პოზაშია წარმოსახული. კერძოდ, თურმე დაცვა შემძლეა იმისა, რომ შეცდომებში შეყვანოს სასამართლო, რასაც ისურვებს ყველაფერს მიაღწევს, ხოლო ბედრკული მოსამართლე იძულებულია თავხედი დაცვის შუამდგომლობები აკმაყოფილოს . . . . . .

დ ა ს კ ვ ნ ა

14. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე თქვენი განმწესების შემდგომ მკვეთრად გაუმჯობესდა, ანუ ევროსტანდარტების შესაბამისი გახდა, სახალხო დამცველის აპარატში შესულ საჩივარზე სათანადო პასუხის გაცემა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ პრაქტიკაზე დაყრდნობით (სასიამოვნოა, როდესაც დასაბუთების ავტორი იშველიებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ანალოგს). ქალბატონი თ. ზურაბაშვილის `დასკვნა` თქვენი წინამორბედების დროინდელი დასკვნების ანალოგია, რამეთუ მას არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული კრიტერიუმი. მიმაჩნია, რომ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევაზე, როგორიც ჯ. ლეონიძის ს/ს საქმეზე მოგაწოდეთ, ასეთი დაუსაბუთებელი ქმედება, მით უფრო ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატიდან, არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყანაში ევროპული გაგების დემოკრატიულ ურთიერთობებს, პირიქით, ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანაში ანებივრებენ სხვადასხვა სჯულის მონსტრებს, უკარგავს რეიტინგს სასამართლო ხელისუფლებას. ეს ყოველივე კი უარყოფითად აისახება ჩამოსაყალიბებელ დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაზე. მე კიდევ უფრო მაშფოთებს #8-ში ასახული გარემოება, რომლის მიხედვით, თურმე ასეთი შემთხვევები ხშირი ყოფილა. იბადება ლოგიკური კითხვა - ამ დროს, სად არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც ვალდებულია რეაგირება გააკეთოს ასეთ დარღვევებზე.
საზოგადოება ამ ლოგიკით ვერ განვითარდება, რამეთუ ქვეყანაში გამყარდება დაუსჯელობის სინდრომი, მონსტრებს ხელ-ფეხი ეხსნებათ დაეუფლონ სხვის (ჯერ 50 მილიონიან, შემდგომ უფრო მეტსაც) ქონებებს, ხოლო უფლებადრღვეული პირები კი უკანონო პატიმრების სტატუსებით ხანგრძლივი დროით საპყრობილეში უნდა ბინადრობდნენ.
მიმაჩნია, რომ ევროსასამართლოში ჯ. ლეონიძის საჩივარი მაღალი ხარისხითაა პერსპექტიული, რაც რამდენიმე წელიწადში ქვეყნის პრესტიჟსა და ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. ამ ყოველივეს უკიდურეს შედეგებამდე არ მიყვანა შესაძლებელია ჯერ კიდევ

მ ო თ ხ ო ვ ნ ა

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე და ჩემი 2011 წლის #1108-11 და #1108-11/1 განცხადებები და მიიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

პატივისცემით,

ზურაბ თოდუა

დანართი 1 ფურცლად.


ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II

ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს
ბბატონო გიორგი
თქვენდამი რწმუნებულმა სამსახურმა 2012 წლის 15 მაისს დაასრულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის, ჯემალ ლეონიძის 2011 წლის 12 დეკემბრის განცახდების განხილვა (დანართი 1).
წინამდებარე წერილით მიმართვა გამოწვეულია იმ დისკომფორტით, რაც განვიცადე, როგორც კვალიფიციურმა იურისტმა და ამ ხარისხის შესაბამისი პატივის მატარებელმა პირმა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის ბატონი ირაკლი მჟავანაძის წერილის გამო, რომელიც აღვიქვი როგორც პოზიცია კომპეტენტური სახელმწიფო დაწესებულებისა, რომელსაც უნდა გაეკეთებინა სათანადო რეაგირება კონკრეტულ ფაქტებზე _ნ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეზე, რომელსაც ფაქტობრივად წაართვეს სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო უფლება, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო უფლება, სასაპელაციო საჩივრის განხილვის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება, ჩამოართვეს რამდენიმე ათეულმილიონიანი ქონება, ნავთობპროდუქტების ბაზარზე 8-10%-იანი სეგმენტი და უკანონოდ გაამწესეს საპატიმროში.
ვფიქრობ, მეტი გულისხმიერება უნდა გამოეჩინა თქვენდამი რწმუნებულ აპარატს, მით უფრო, საქმის შესწავლის ხუთი თვის განმავლობაში.
წინააღმდეგობა, რომელიც წარმოიშვა ბატონი ირაკლი მჟავანაძის 2012 წლის 15 მაისის წერილსა და ჩემს მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის მდგომარეობს შემდეგში:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქცია (მუხლი 528) ნათლად განმარტავს _ “სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს სამი თვისა”.
ბატონი მჟავანაძე ამ მუხლის შინაარსს აღიქვამს როგორც ვადად სააპელაციო საჩივრის განხილვის მხოლოდ დაწყებისა მისი მიღებიდან სამი თვის ვადაში (???).
ასეთი გაგება ამ მუხლისა მოკლებულია იგივე კოდექსითა და ქართული ენის საბაზისო რეალობებს. კერძოდ:
სამართლებრივი თვალსაზრისით კანონმდებელმა ცალსახად განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ვალედბულა სააპელაციო საჩივარი განეხილოს სამი თვის ვადაში.
ქართულ ენაზე სიტყვა “სასამართლომ უნდა განიხილოს” ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ დაიწყოს და დაამთავროს კიდევაც მისი განხილვა. თუ განხილვა (ანუ განხილვის დამთავრებაც) ამ ვადაში ვერ ხერხდება, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს სსსკ 216-ე მუხლით ვადის აღდგენის შესაძლებლობები (მუხლი 216 “საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ არის აღდგენილი”.
კანონმდებლობაში ასეთი მუხლის არსებობა ნიშნავს იმას, რომ კანონმდებელმა დასაშვებად მიიჩნია ვადის დარღვევის შემთხვევაში მისი აღდგენის შესაძლებლობის დასაშვებობა.
აქედან გამომდინარე, არა მგონია კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდეს პირი, რომელიც დაიწყებს მტკიცებას იმისა, რომ ქართულ ენაზე გადმოცემული ქმედება “სასამართლომ უნდა განიხილოს სამი თვის ვადაში” ნიშნავს საჩივრის განხილვის დაწყებას სამი თვის ვადაში და არ გულისხმობს განხილვის დამთავრებას სამი თვის ვადაში.
მაგალითად, როგორ გაიგებს პირი შემდეგ სიტყვებს: ”უნდა მოკლას”, “უნდა წავიდეს”, “უნდა დაიძინოს”, “უნდა დაიწყოს (სამსახური)”, “უნდა დაამთავროს (სამსახური)”, “უნდა იმსახუროს სამხედრო სავალდებულო სამახურში” .
ბატონი ირაკლი მჟავანაძისეული გაგებით ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილი სიტყვები შემდეგ ნაირად უნდა იქნეს გაგებული: “უნდა მოკლას” – უნდა დაიწყოს მკვლელობა და როდის დადგება ბიოლოგიური სიკვდილი არ შედის განხრახვაში,. . . . , “უნდა დაიძინოს” - დაიწყოს დაძინება და როდის მიიღებს ორგანიზმი ბიულოგიურ ძილს მნიშვნელობა არა აქვს, “უნდა დაიწყოს (სამსახური) - დაიწყოს სამსახური და თუ როდის, უმნიშვნელოა, “უნდა იმსახუროს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ერთი წლის ვადით” - დაიწყოს სამხედრო სავალედბულო სამსახური და როდის უნდა დაამთავროს სამსახური არავინ უწყის.
ცალსახად და გასაგებად ვაცხადებ, რომ დასახელებულ მუხლში კანონმდებლის მიერ გამოყენებული იმპერატიული გარემოება “სასამართლომ უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს სამი თვისა” , ნიშნავს განხილვის დაწყებასაც და მის დამთავრებასაც. თუ კანონმდებელი ნამდვილად ირაკლი მჟავანაძისეულად იფიქრებდა, არა მგონია დიდ ხნის ფიქრი დასჭირვებოდა ქართულ სასიტყვეთში სიტყვა “უნდა დაიწყოს” მოძებნას, ანუ მუხლს შემდეგნაირი რედაქციას მისცემდა - “სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა უნდა დაიწყოს არა უგვიამეს სამი თვისა”.
ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლის პოზიცია მართებული იქნებოდა.
სააპელაციო ვადის დარღვევის და ამავდროულად, ორი ინსტანციის სასამართლო უფლების დარღვევის ფაქტისა და ერთობლიობაში პირის უკანონო პატიმრად გამოცხადების ვალდებულებიდან თავის ასარიდებლად არგუმენტად ვერ გამოდგება ირაკლი მჟავანაძისეულად ქართული ენის განმარტება და ვერც სსსკ 551.2-ე მუხლზე აპელირება (“საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს”).
ამ მუხლზე აპელირებისას ბატონი ირაკლი აცხადებს, რომ რადგანაც მსგავსი ფორმულირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია კონკრეტული მუხლი, ხოლო აპელაციას კი არა, ეს იმას ნიშნავო, რომ სააპელაციო განხილვა შესაძლებელია უვადოდ განიხილებოდესო.
აქვე ვაცხადებ, რომ ისე, როგორც უზენაეს სასამართლოს, სააპელაციო ინსტანციასაც საპროცესო კოდექსმა განუსაზღვრა განხილვის ვადები, რაც უზენაესი სასამართლოსათვის განისაზღვრა 6 თვით, ხოლო აპელაციისათვის კი დაწესდა 3 თვე, ანუ სსსკ 528.2 და 551.2 მუხლები ერთსა და იმავე გარემოებს აწესებს, მხლოდ სხვადასხვა ინსტანციების მიმართ.
ვფიქრობ, ასეთი უდავო გარემოებების შემდეგ კომპეტენტურ სახელმწიფო დაწესებულებას ახალი ბორბლის გამოგონებაზე კი არ უნდა ეფიქრა ხუთი თვის განმავლობაში, არამედ საჩივრის მიღებისთანავე უნდა დაეწყო მისი შესწავლა და სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში უნდა დაემთავრებინა კიდევაც მისი განხილვა, დაახლოებით შემდეგი შინაარსის რეაგირებით: - ჯემალ ლეონიძეს დაერღვა სააპელაციო საჩივრის განხილვის სამთვიანი ვადა, როდესაც ამ ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნა არაგონივრულ ვადებში, რის გამოც მან ვერ განახორციელა სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო უფლება.
ყოველივე აქედან გამომდინარე კი, თუნდაც მხოლოდ ამ გარემოებებზე აპელირებით, იგი უნდა მიჩნეულიყო უკანონო პატიმრად (გასაგებად ვეკიდები კანონით განსაზღვრულ გარემოებებს თქვენი სამსახურის ფაქტობრივი კომპეტენციის ფარგლებში, და არ ვითხოვ იმის შეფასებასა და რეაგირებას თუ რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, რა საფუძვლებით იქნა კომპანია “მაგნატის” თითქმის 50 მილიონიანი ქონება კომპანია “გულფ”-ის მიერ შეძენილი 13 მილიონად და ა. შ).
ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (არაქართულენოვანი მოსამართლეები), რომლმაც წარმოებაში მიიღო ჯ. ლეონიძის ორი განცხადება, სისხლისა და სამოქალაქო დავების ნაწილებში, სულ რამდენიმე წელიწადში, ზუსტად ისევე გაიგებს საპროცესო კანომმდებლობასა და კანონმდებლობაში გამოყენებულ ქართულ, დალოცვილ ენაზე გადმოცემულ ქმედების დაწყებისა და დამთავრების აღმნიშვნელ სიტყვას, მის შინაარსს, როგორც ეს ჩემს საჩივრებშია გადმოცემული. ეს ყოველივე კი შესაძლოა ქართული სასამართლო და სახელმწიფო არათანმიმდევრულობის ნათელი მაგალითი გახდეს, მით უფრო, როდესაც თანამდროვე მსოფლიო სინამდვილე ხშირად შეგვახსენებს ხოლმე კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების უამრავ ნაკლოვანი მხარეების თაობაზე (იხ. 2012 წლის 25 მაისის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქრთველოს შესახებ).
გთხოვთ, პირადად განიხილოთ (დაიწყოთ განხილვა და დაამთავროთ განხილვა გონივრულ ვადაში) წინამდებარე განცხადება და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

-------------------------------


ურთიერთობები სახალხო დამცველთან ნაწილი II
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!