სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ურთიერთობები სახალხო დამცველთან
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ურთიერთობები სახალხო დამცველთან
ავტორი Admin, 26-08-2012, 17:05 | კომენტარები (0)
ურთიერთობები სახალხო დამცველთან
საქართველოს სახალხო დამვცელს ბატონ გიორგი ტუღუშს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის სისხლის სამართლის საქმეზე)
ინფორმაცია შპს “მაგნატი 2006”-ისა და მისი მეპატრონის ჯემალ ლეონიძის შესახებ.
შპს “მაგნატი 2006” დაფუძვნებულია ჯემალ ლეონიძის მიერ 75% წილით. ეს კომპანია 2008 წლის ბოლოსთვის ფლობდა საქართველოს ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის 13-15 %-ს. მის საკუთრებაში იყო 34 ბენზინგასამართი სადგური, რესტორნები “იმერეთი”, “მწვანე კონცხი”, “გვირილა სატივე”. მეფრინველეობის ფაბრიკა “კოკო”. კომპანიის ქონება ამ დროისთვის შეფასებული იყო 33 მილიონ აშშ დოლარად.

1. 2010 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ ლეონიძე დამნაშავედ ცნო დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 180-ე მუხლის 2-ე და 3-ე ნაწილებით და 362.2 მუხლებით და თავისუფლების აღვეთად განუსაზღვრა 10 წლითა და 6 თვით.
2. თბილისის საპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2011 წლის 01 მარტს განაჩენით მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის მიმართ დატოვა უცვლელად.
3. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 02 ივნისის განჩინებით ჯ. ლეონიძის საკასაციო საჩივარი მიიჩნია რა პრინციპული მნიშვნელობის არამქონედ და უპერსპექტივოდ, არ დაუშვა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად (დანართი 1)
4. უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა ჯემალ ლეონიძის საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები (დანართი 2).
5. ჯ. ლეონიძის მიმართ დამდგარი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, არსებითად დაირღვა განსასჯელისა და დაცვის უფლებები, რაც როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი ნორმების უხეში იგნორირებით განხორციელდა, ყოველივე ამით კი ხელი შეეშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურ განხილვას.
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ შეიქმნა დანაშაულებრივი ჯგუფი (პირობითად –საჯარო რეესტრის პარალელური სტრუქტურა), რომლებიც სხვადასხვა მაქინაციების მეშვეობით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახერხებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.
7. ამ ჯგუფში გაერთიანებული იყო შპს “მაგნატი 2006”-ის დირექტორი მალხაზ ბაბლიძე და მისი ქვისლი, საჯარო რეესტრის თანამშრომელი ლაშა დვალიშვილი.
8. სწორედ ამ ორი პირის აქტიურობით ჯემალ ლეონიძე დარწმუნდა იმაში, რომ შესაძლებელი იყო კანონიერი გზით მისი საკუთრების მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ამ მიზნით მან ნამდვილად გადასცა თანხები დირექტორ მ. ბაბლიძეს 170 000 აშშ დოლარის ოდენობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესაძენად. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთებს ჯ. ლეონიძე წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა, სადაც განთავსებული ჰქონდა საკომუნიკაციო საშუალებებიც. სასამართლო განაჩენით უკანონო გზით დასაკუთრებული ოთხი ნაკვეთიდან - სამს ჯ. ლეონიძე წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა. ეს ნაკვეთები მისი ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარედაა განლაგებული.
9. ამდენად, ლ. ლეონიძის ზემოაღწერილი ქმედება იყო მხოლოდ განზრახვა კანონიერი გზით დაარეგისტრიროს ქონება. მაგრამ არ იკვეთება დანაშაულებრივი განზრახვა შექმნას და გამოიყენოს ყალბი დოკუმენტები და ამ დოკუმენტების მეშვეობით თაღლითურად დაეუფლოს უძრავ ქონებას. საქმეში წარმოდგენილია ჯ. ლეონიძის მიერ გადახდილი მოსაკრებლები მიწით წინა წლებში სარგებლობის შესახებ (დაახლოებით 25 000 ლარი).
10. ჯ. ლეონიძის ზემოაღწერილი განზრახვის დადასტურება შეიძლებოდა საქმეში არსებული მწირი მასალებიდანაც კი. კერძოდ, განაჩენით არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა შეეძინა საღად მოაზროვნე ადამიანს გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ქონება თუ იგი ამ ქონების რეალურ ღირებულებას ისედაც იხდიდა (ანუ ჯ. ლეონიძე ამ ნაკვეთებს მის მიერ უკვე გადახდილი თანხების სანაცვლოდ ისედაც შეიძენდა, ან რატომ გადაიხდიდა 170 000 აშშ დოლარს წინასწარ და შემდგომში 800 000 ლარს მიწის ნაკვეთში, რომელიც აღმოჩნდა ორი საკადასტრო კოდის მატარებელი, რომლიდანაც ერთ ერთი იყო ყალბი).
11. სააპელაციო სტადიაზე დაცვის მიერ დაყენებული შუამდგომლობით მოწმეთა დაკითხვის შესახებ ნაწილობრივ მაინც იძლეოდა შესაძლებლობას უსრულო და ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების შესავსებად. მიუხედავად ამ ვალდებულებისა სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა იგი, რითაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა გასაჩივრებული განაჩენი ჯ. ლეონიძის მიმართ.
12. განაჩენში “დასაბუთებული” დასკვნა, რომ ჯემალ ლეონიძემ წინასწარი შეთანხმებით დამნაშავეთა ჯგუფთაან ერთად შექმნა, გამოიყენა ყალბი დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფო ქონებას არ დასტურდება საქმის მასალებით. ანუ არ არის გაბათილებული ჯ. ლეონიძის შემდეგი განმარტება: რომ მას გააჩნდა სურვილი კომპანიის სასარგებლოდ შეეძინა უძრავი ქონება, რასაც იგი აკეთებდა მ. ბაბლიძის (კომპანიის დირექტორი) მეშვეობით, რომელიც მას არწმუნებდა, რომ ყველა მოქმედება იყო კანონიერი. საჯარო რეესტრიდან მიღებულ ყველა ინფორმაციას ამოწმებდა მისი იურისტის მეშვეობით, ხოლო შეძენილი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში (ყველა ქონება დაიტვირთა იპოთეკით. ზ. თ.) ამ დოკუმენტების ნამდვილობას ასევე ამოწმებდნენ ბანკის იურისტებიც, რომელთა დასკვნის შემდეგ ხდებოდა მხოლოდ ამ ქონებაზე სესხების გაცემა.
13. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ჯ. ლეონიძის მიერ შექმნილი და გამოყენებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. აამ ნაწილში მისი ბრალეულობა “დადასტურებულია” მხოლოდ საპროცესო შეთანხმებაგაფორმებულ ლ. დვალიშვილის “ჩვენებით”, რომ თურმე ყალბი დოკუმენტის შექმნის თაობაზე ჯ. ლეონიძე ინფორმირებული იყო და მისი ინიციატივიდან გამომდინარეობდა, ანუ რადგანაც მ. ბაბლიძე (ლ. დვალიშვილის ქვისლი) საქმის კურსში იყო ჯ. ლეონიძესაც (75% წილის მფლობელს) უნდა სცოდნოდა ყველაფერიო. სასამართლო არ დაინტერესებულა ლ. დვალიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობით თანხების მიღებისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის გადაცემის თაობაზე.
14. ამ “ჭეშმარიტების” გამზიარებელ პიროვნებას (პიროვნებებს) უნდა გაეცა პასუხი საკასაციო საჩივრის $ 10-ში დასახელებულ გარემოებაზე. გასაჩივრებულ განაჩენში ზემოაღნიშნულზე გვერდის ავლა კი მაძლევს სრულ საფუძველს განვაცხადო, რომ შერაცხული ბრალი დანაშაულისათვის სსკ 362-ე მუხლით საერთოდ დაუსაბუთებელია და მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული, აქედან გამომდინარე კი ანალოგიურია შერაცხული ბრალი სსკ 180-ე მუხლით.
15. ჯემალ ლეონიძის მიმართ საქმის აგორება, მისი დაპატიმრება, საპროცესო შეთანხმების მიღების მცდელობა მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ხელში ჩაეგდოთ ამ ადამიანის მიერ წლობით შექმნილი სერიოზული ბიზნესი – ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ათეულობით ქსელი და სხვა უძრავი ქონება.
16. ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს სისხლის სამართლის საქმის მთელი ისტორია და განაჩენით “დადგენილი” ალოგიკურიობა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჯ. ლეონიძის ქონების მიმართ დამოკიდებულების ნაწილში, რომლითაც ჯ. ლეონიძეს დაეკისრა 50 000 ლარის ზარალის ანაზრაურება (თავდაპირველი 2 მილიონი ლარი შემცირდა 50 000-მდე ??????) და მოიხსნა ყადაღა ჯემალ ლეონიძის შემდეგ ქონებებზე: მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ორბეთი, მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონი სოფ. გუდაური, ჯემალ ლეონიძის 75%-იან წილს შპს “მაგნატი 2006”-ში, ამავე საზოგადოების 100%-იან წილები შპს “მაგნატი გვირილა 2006”-ში, შპს “ტიფლის 777”-ში, შპს “სატივე გვირილა”-ში, ჯემალ ლეონიძის 45%-იან წილს შპს “კოკო”-ში და თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ 5501 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს.
17. ფრიად მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებული ფაქტები ჯ. ლეონიძის საკუთრებაში არსებული ქონებების მიმართ. კერძოდ, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ 5501 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთის თაობაზე. კანონიერ ძალაში არსებული განაჩენით, ამ მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია სხვა ნაკვეთებთან ერთად, თურმე გააყალბა ჯ. ლეონიძემ და რისთვისაც იგი ასე ხანგრძლივი დროით იქნა იზოლირებული. ბუნებრივია, თუ პირი უკანონო გზით დაეუფლა სახელმწიფო ქონებას, ასეთი ქონება დაზარალებულს (სახელმწიფოს) უნდა დაბრუნებოდა. განაჩენის შემდეგ მოვლენები სრულიად საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. კერძოდ, 2011 წლის 18 იანვრის მდგომარეობით დასახელებული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ ირიცხება არჩილ გიუნაშვილის სახელზე (ეს პირიც გასამართლებულ იქნა და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ზ. თ.). 2011 წლის 19 აპრილს დასახელებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება ს/ს “ვითიბი ბანკი ჯორჯია”. ამ ქმედების საფუძველი გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 07 აპრილის სააღსრულებო ფურცელი.
18. ნებისმიერ ადამიანს დაებადება ლოგიკური კითხვა _ რატომ დათმო სახელმწიფომ ესოდენ ძვირად ღირებული (1 მილიონ 225 000 ლარი) მიწის ნაკვეთი “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” სასარგებლოდ. ანუ, თუ ჯ. ლეონიძემ მის მიერ შექმნილი თაღლითური ჯგუფის მეშვეობით გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ძვირადღირებული ქონება გააფორმა ა. გიუნაშვილის სახელზე, რატომ არ დაიბრუნა ეს ქონება დაზარალებულმა სახელმწიფომ, რატომ დაუთმო ქონება უსასყიდლოდ ბანკს. ან კიდევ, თუ დასახელებულ ქონებას საფუძვლად უდევს ჯ. ლეონიძის მიერ შექმნილი და გაყალბებული დოკუმენტები, რატომ გახდა იგი ბანკის კანონიერებისთვის საკმარისი, პარალელურად კი - ინკრიმინირებული ქმედებისათვის ადამიანი პატიმრობაშია.
19. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ერთადერთია _ დასახელებულ საკუთრებებზე ყადაღის არსებობა ხელის შემშლელი გარემოება იყო მავანისათვის, რომელსაც განზრახული ჰქონდა ჯ. ლეონიძის ჯერ გაკოტრება და შემდგომ მისი ქონების ხელში ჩაგდება. ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხი ასევე იძლევა პასუხს კითხვაზე _ თუ თავდაპირველი ბრალით ჯ. ლეონიძემ სახელმწიფოს მიაყენა 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალი, რატომ გახდა იგი, განაჩენის მიღებამდე გაცილებით ადრე, 50 000 ლარი და ვინ გახდა დღეის მდგომარეობით ყადაღახსნილი ქონებების რეალური მესაკუთრე.
20. ჯემალ ლეონიძის განსახილველ საქმეზე ასევე უხეშად დაირღვა სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადები. რაც შემდეგი გარემოებით დასტურდება: საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი მიიღო 2010 წლის 15 აპრილს, მხარემ იგი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადებში. სააპელაციო საჩივარი თითქმის ერთი კალენდარული წლის მანძილზე (2010 წლის აპრილი – 2011 წლის 01 მარტი) იხილებოდა. ეს ყოველივე პირდაპირ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებულ უფლებას გონივრულ ვადებში საქმის განხილვისა.
21. ანალოგიური მდგომარეობაა დაცვის 2010 წლის ნოემბრის შუამდგომლობის განხილვის ვადების თაობაზე მოწმეთა დაკითხვის შესახებ. დასახელებული შუამდგომლობა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 4 თვის შემდეგ (2010 წლის 25 ნოემბერი – 2011 წლის 23 თებერვალი). 4 თვის ვადაში საერთოდ უნდა დამთავრებულიყო სააპელაციო ინსტანცია.
22. არგუმენტად ვერ გამოდგება სავარაუდო აპელირება მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მ. ლომთათიძემ საქმე 4 თვეში განიხილა. ეს გარემოება სრულიად უსუსურია, რამეთუ საქმის განხილვის გონივრულ ვადების ათვლისას კანონმდებლობა ანგარიშობს არა იმ ვადიდან როდის დაიწყო კონკრეტულმა მოსამართლემ საქმის განხილვა, არამედ საერთო სააპელაციო ვადიდან საქმის განხილვის გონივრული ვადის შესახებ, რაც სააპელაციო სტადიაზე 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

დ ა ს კ ვ ნ ა
ამდენად, დასახელებული გარემოებებით ფაქტობრივად საქმე გვაქვს ჯემალ ლეონიძის საკუთრებისადმი პირადი ინტერესებიდან წამოსულ ინიციატივებზე, რომელსაც ხორცი შეესხა უსრულო, ცალმხრივი წინასწარი და სასამართლო გამოძიების მეშვეობით, რაც ვერ (არ) შეივსო სააპელაციო და უზენაესი სასამართლო სტადიებზე. ყოველივე ამ ფაქტების გზით კი ფაქტობრივად ხელყოფილია ჯემალ ლეონიძის საკუთრება, იგი დაუსაბუთებელი განაჩენით ხანგრძლივი დროით გამწესებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ ყოველივეთი კი დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1, 6.3 დ, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიები, ქვეყნის კონსტიტუციითა და სხვა შიდა სახელმწიფო ნორმებით გარანტირებული უფლებები
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვაცხადებ, რომ ჯემალ ლეონიძის მიმართ შერაცხული ბრალი არ დასტურდება, იგი თავიდან ბოლომდე შეთითხნილია ბრალდების მიერ, ხოლო არაობიექტური და მიკერძოებული სასამართლო ინსტანციების მიერ დადგენილია სრულიად დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენი. ეს ყოველივე კი გარკვეული ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამ წრის მიერაა დაკვეთილი.
გამოდმინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე საჩივარი და კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში გააკეთოთ სათანადო რეაგირება.


პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

ურთიერთობები სახალხო დამცველთან



საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებების დასაშვებობაზე პასუხისმგებელ პირს ბატონ ა. დარახველიძეს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(ხარვეზის შევსების შესახებ ჩემს განცხადებაზე ჯ. ლეონიძის საქმეზე რეგ. #1108-11, 22.07.2011 წ.)
თანახმად თქვენი 27.07.2011 წლის რეგ. #2949/05-1/1108-11 გადაწყვეტილებისა დადგენილ იქნა მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის საქმეზე ხარვეზი ჩემს განცხადებაზე, რომლის მიხედვით დასმულია 4 კითხვა. ხარვეზის შევსების მიზნით წარმოგიდგენთ მრკიცებულებებსა და პოზიცებს ყველა კითხვის ნაწილში.
1. ვაცხადებ, რომ ვითხოვ სააპელაციო სასამართლოს ქმედების კანონიერების შესწავლას საპროცესო ვადების დარღვევების თაობაზე. ამ თვალსაზრისით წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლისა და განხილვის ამსახველ სხდომის ოქმების ასლებს.


1.1. 2010 წლის 15 აპრილს ჯ. ლეონიძის მიმართ დადგა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კანონით დადგენილ 1 თვის ვადაში დაცვამ (14 მაისი) გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონით განსაზღვრული 1 თვიანი ვადის დარღვევით (22 ივნისი) გადააგზავნა საქმე სააპელაციო სასამართლოში.
1.2. სააპელაციო სასამართლომ საქმე მიიღო 24 ივნისს და პირველი სხდომა ჩანიშნა 09 ივლისს. 07 ივლისს სააპელაციო სასამართლომ შეცვალა სხდომის დღე და გადაიტანა იგი 12 ივლისისათვის. ამდენად, საქმის სააპელაციო სასამართლოს მიღების, ანუ სააპელაციო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2010 წლის 24 ივნისიდან.
1.3. 2010 წლის 12 ივლისს გაიმართა სააპელაციო სასამართლოს პირველი სხდომა. სხდომაზე, ახალმა სახელმწიფო ბრალმდებელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გონივრული დროით სხდომის გადადებაზე. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და სხდომა გადადო 15 დღით - 27 ივლისისათვის.
1.4. 2010 წლის 27 ივლისის სხდომაზე ბრალდების მხარდამჭერმა წინა პროკურორმა ითხოვა საქმის გადადება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. სხდომა გადაიდო 10 დღით - 2010 წლის 06 სექტემბრისთვის.
1.5. 2010 წლის 06 სექტემბერს სხდომაზე ერთ ერთი ბრალდებულის გ. გოგოძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საპროცესო შეთანხმების ტექნიკური ნაწილის მოგვარებსათვის. ჯ. ლეონიძე არ დაეთანხმა შუამდგომლობას გადადების შესახებ და განაცხადა, რომ მასსა და პროკურატურას შორის ვერ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა. სასამართლომ საქმის მოსმენა გადადო 9 დღით – 13 სექტემბისთვის.
1.6. 2010 წლის 13 სექტემბერს სხდომაზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. გოგოძის ყადაღადადებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების და სხდომის გადადების შესახებ გ. გოგოძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძვლით. ბრალდების ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა გადადო 8 დღით - 21 სექტემბრისთვის.
1.7. 2010 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება ბრალდებასა და განსასჯელ გ. გოგოძეს შორის და მოსამართლე მ. ოთარაშვილმა თვითაცილების საფუძვლით საქმე გადასცა სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარეს.
1.8. სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარემ საქმე განსახილველად გადასცა (თარიღის დადგენა შეუძლებელია, რეზოლუციაზე ასეთის არარსებობის გამო. ზ. თ.) მოსამართლე მ. ხოლუაშვილს, რომელმაც სხდომის დღედ განსაზღვრა 2010 წლის 04 ნოემბერი.
1.9. 2010 წლის 04 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლე მ. ხოლუაშვილმა განაცხადა თვითაცილების შესახებ და მეორე დღეს - 05 ნოემბერს საქმე გადასცა სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარეს. სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარემ საქმე გასახილველად გადასცა მოსამართლე მ. ლომთათიძეს (თარიღის დადგენა შეუძლებელია, რეზოლუციაზე ასეთის არარსებობის გამო. სავარაუდოდ, საქმე მ. ლომთათიძეს უნდა გადასცემოდა 8-10 ნოემბისთვის მაინც ზ. თ.). ამ უკანასკნელმა მოსამართლემ სხდომა ჩანიშნა 30 ნოემბრისთვის.
1.10. 2010 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა განსასჯელ ა. ძამაშვილის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების მოტივით საქმის გადადების შესახებ და სხდომა გადადო 15 დღით - 15 დეკემბრისთვის.
1.11. 15 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა განსასჯელ ა. ძამაშვილის ადვოკატი და სხდომა გადაიდო 6 დღით - 22 დეკემბრისთვის.
1.12. 2010 წლის 22 დეკემბერის სხდომა გადაიდო განსასჯელ ა. ძამაშვილის ადვოკატის ავადმყოფობის გამო, ამ განსასჯელს დაენიშნა სახაზინო ადვოკატი და სხდომა გადაიდო 19 დღით – 2011 წლის 11 იანვრისთვის.
1.13. 2011 წლის 11 იანვრის სხდომა განსასჯელ ა. ძამაშვილის ადვოკატის შუამდგომლობით საპროცესო შეთანხმების საკითხის მოტივით დაგაიდო 14 დღით - 25 იანვრისთვის.
1.14. 2011 წლის 25 იანვრის სხდომაზე ა. ძამაშვილის ადვოკატმა ბრალდების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ ითხოვა სხდომის გადადება საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოტივით. სხდომაზე ჩემს მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც ავღნიშნე, რომ ჯ. ლეონიძის მიმართ უკვე დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა (3 თვე), ამ პერიოდში ჯ. ლეონიძის საკუთრება შპს “მაგნატი 2006”-სა და სხვა კომპანიებში უკვე გადანაწილებულ იქნა მარალჩინოსნების მიერ და დავსვი კითხვა – სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევის შედეგად ჯ. ლეონიძის საკუთრების ხელყოფა და ახალი მტკიცებულების მოპოვება (საპროცესო შეთანხმების გაფორმება განსასჯელ ა. ძამაშვილთან), ხომ არ ხორციელდებოდა სააპელაციო სასამართლოს ხელშეწყობით. ჯ. ლეონიძემ მხარი დაუჭირა სხდომის გადადებას ა. ძამაშვილის მიმართ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე. სხდომა გადაიდო 14 დღით - 8 თებერვლისთვის.
1.15. 2011 წლის 08 თებერვლის სხდომაზე ა. ძამაშვილის ადვოკატმა ბრალდებასთან შეთანხმებით კიდევ ერთხელ ითხოვა სხდომის გადადება საპროცესო შეთანხმების მოტივით. სხდომაზე ჩემს მიერ ჯ. ლეონიძის თხოვნით გაკეთდა განცხადება წინა, $1.14-ში გაკეთებული განცხადების გამო, სადაც საქმის გაჭიანურებითა და მისგან დასაყენებელი შედეგების მიმართ პროკურატურის ინტერესი მთლიანად გამოვრიცხე (სავარაუდოდ, ჯ ლეონიძისაგან მომდინარე ამ განცხადების გაკეთება მასთან ახალი (მერამდენე) შეპირებით იყო გამოწვეული, რასაც ადგილი ჰქონდა 25 იანვრის სხდომის შემდგომ. ზ. თ.) სხდომა სასამართლომ გადადო 14 დღით – 22 თებერვლისთვის.
1.16. 2011 წლის 22 თებერვალს სხდომაზე ვერ გამოვცხადდი ავადმყოფობის გამო, ჯ. ლეონიძის ინტერესების დამცველად კი სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატი დ. ხარატი. განსასჯელმა ჯ. ლეონიძემ თანხმობა გამოთქვა სხდომის გაგრძელების შესახებ ჩემი მონაწილეობის გარეშე. ადვოკატმა დ. ხარატმა საქმის გასაცნობად ითხოვა ერთი დდღე. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ გადამიმოწმა პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი (ივარაუდა, ხომ არ ვაჭიანურებდი საქმის განხილვას).
1.17. 2011 წლის 23 თებერვალს სხდომაზე სასამართლომ შუამდგომლობის შეტანიდან ზუსტად 4 თვის თავზე განიხილა ჩემი 2010 წლის 24 ნოემბრის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი. ამდენად, დასახელებული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ იხილებოდა 2010 წლის 24 ნოემბრიდან 2011 წლის 23 თებერვლამდე. ამავე დღეს სასამარტლომ ასევე, მოისმინა სააპელაციო საჩივრები, ბრალდებისა და განსასჯელ ა. ძამაშვილის სიტყვები და ბრალდების ზეწოლით აშკარად ცდილობდა ჩემგან დაცვის სიტყვის მოპოვებას. მიუხედავად ამისა, დაცვითი სიტყვის წარსადგენად მომეცა გონივრული ვადა და სხდომა გადაიდო 01 მარტისთვის.
1.18. 2011 წლის 01 მარტს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი. ამდენად, განსაჯელ ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივრი სააპელაციო წესით იხილებოდა 8 თვე და 3 დღის მანძილზე (2010 წლის 24 ივნისი – 2011 წლის 01 მარტი).
შიდასახელმწიფოებრივი ნორმა სააპელაციო ვადისა და მისი გაცდენის შესახებ
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 528.2
“სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა”.
ამ ნორმით, დასახელებულ კონკრეტულ სამეზე სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სააპელაციო საჩივარი განეხილა 2010 წლის 24 სექტემბრამდე (24 ივნისი -24 სექტემბერი) ამ ვადის გაგრძელებას ადგილი არ ჰქონია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 216.
“საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ არის აღდგენილი”.
ამ ნორმით, სააპელაციო სასამართლოს ყველა საპროცესო მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 01 მარტამდე, ყველა ბათილია. კერძოდ, ბათილია სააპელაციო სასამართლოს შემდეგი საპროცესო მოქმედებები: 2010 წლის 04 და 30 ნოემბრის, 15 და 22 დეკემბრის სხდომები ამ სხდომებზე დამდგარი შედეგები, 2011 წლის 11 და 25 იანვრის, 08, 22 და 23 თებერვლის და 01 მარტის სხდომები და ამ სხდომებზე დამდგარი შედეგები.
1.19. ამდენად, ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის 01 მარტამდე (სულ 10 სასამართლო სხდომა) იხილებობა უკანონო საპროცესო მოქმედებებით, არაუფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ და ამ სასამართლოს მიერ 2011 წლის 01 მარტს მიღებული განჩენი (საპროცესო გადაწყვეტილება) ჯემალ ლეონიძის მიმართ, თუნდაც მხოლოდ იმის გამო არის უკანონო, რომ იგი საპროცესო ვადების დარღვევით იქნა მიღებული.
დასკვნა
(ხარვეზის 1 და 2 პარაგრაფებთან მიმართებაში)
ამდენად, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევით ლ. ლეონიძე ამავდროულად უფლებადარღვეულად უნდა იქნეს მიჩნეული (კონვენციის 6.1 მუხლი საქმის განხილვა სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში), რამეთუ მან ვერ განახორციელა სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო განხილვის უფლება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 517 მუხლით “განსასჯელს . . . უფლება აქვს მოითხოვოს საქმის განხილვა არანაკლებ ორ ინსტანციაში”.
ჯ. ლეონიძემ სწორედ ეს უფლება ვერ განახორციელა, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება 2010 წლის 24 სექტემბრიდან 01 მარტის ჩათვლით, ბათილია. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ განსასჯელმა ვერ განახორციელა კანონით მინიჭებული მეორე ინსტანციის უფლება.
სააპელაციო სტადიაზე, ასევე საკასაციო საჩივარშიც, ჩემს მიერ არაერთხელ გაკეთდა სათანადო განცხადება სააპელაციო ვადების შესახებ. უფრო მწვავე განცხადებებისაგან შეგნებულად შევიკავე თავი, რამეთუ არ იყო გამორიცხული რაიმე დოკუმენტის უკანა რიცხვით შექმნა და საქმეში ჩადება.
2. ხარვეზის 3-ე და 4-ე პარაგრაფებთან მიმართებაში განმვმარტავ, რომ ‘’ვი თი ბი ბანკ ჯორჯიასადმი’’ გადაცემული მიწის ნაკვეთი არასდროს არ ყოფილა ჯემალ ლეონიძის საკუთრებაში. იგი გასამართლებულ იქნა (ერთ ერთი ეპიზოდი) ამ მიწის ნაკვეთის ა. გიუნაშვილის სახელზე რეგისტრაციის გამო. უფრო დეტალურად იხილეთ ჩემი 22 ივლისის განცხადების $ 17 და 18.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიოდან გთხოვთ, ჩათვალოთ ხარვეზი შევსებულად და განცახდება გადასცეთ სახალხო დამცველს.
პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

დანართი 67 ფურცლად





ურთიერთობები სახალხო დამცველთან

-------------------------------------------------------------

მეორე ნაწილის ბმული
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!