სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » როგორ "აახიეს"ჯ. ლეონიძეს საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Январь 2018    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- როგორ "აახიეს"ჯ. ლეონიძეს საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
ავტორი Admin, 22-08-2012, 14:02 | კომენტარები (0)
სქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ მ. ზოდელავას

მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის, მოთავსებული ს.ა.დ. რუსთავის #16 დაწესებულებაში

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(მოხელეების მიერ ქრთამის მიღების ფაქტზე)

ფაქტების აღწერა

1. 2007 წლის 18 ოქტომბერს სს ბანკ `რესპუბლიკასა~ და ჩემს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გადაცემის შესახებ 1 000 000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე იმავე დღეს იმავე მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ნოტარიული ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ჩემი უძრავი ქონება_ მცხეთაში, მრევლიშვილის #18-ში მდებარე სახლი და 0,06 ჰა მიწის ნაკვეთით და მცხეთაში პ. იბერიელის ქუჩაზე მდებარე 0.012 ჰა მიწის ნაკვეთი ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების 2.2 მუხლით იპოთეკის გარიგების ღირებულება იყო იპოთეკის თანხა 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2.3 მუხლით იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ არანაკლებ 700 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 24 ოქტომბერს. მანამდე ორივე უძრავი ქონება დატვირთული იყო სხვა სასეხო იპოთეკებით (დანართი 1, 2)

2. 2007 წლის 25 ოქტომბერს იმავე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #39652, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა 450 000 აშშ დოლარი 9 წლითა და 11 თვით. სესხით სარგებლობის პროცენტადდ განისაზღვრა წლიური 15 %-ის. პირგასამტეხლოდ_კრედიტის ძირითადი დავალიანების 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2009 წლის 18 მარტს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #89321 კომფორტ სესხზე, რომლის თანახმად, ჯემალ ლეონიძეზე გაიცა 10 000 ლარი 12 თვის ვადით. სესხით სარგებლობის პროცენტი განისაზღვრა წლიური 25 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლოდ_ძირითადი დავალიანების 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დანართი 3, 4). [/left]

3. 2009 წლის 28 მაისს ჩემი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შევძელი აღებული სესხების მორიგი ნაწილის გადახდა. 2009 წლის 4 აგვისტოს იპოთეკით დატვირთული ქონება დარეგისტრირდა ჩემი მეუღლის თინა მურადაშვილის საკუთრებაში.

4. 2010 წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებულ იქნა სს ბანკ `რესპუბლიკის~ სარჩელი: შეწყვეტილად იქნა აღიარებული 18.10.2007 წ. გენერალური ხელშეკრულება, 25.10.07 #39652 და 18.03.09 #89321 საკრედიტო ხელშეკრულებები. ჯემალ ლეონიძეს დაეკისრა 504 862,17 აშშ დოლარი (ხელშეკრულება #39652) და 12 516,10 ლარის (ხელშეკრულება #89321) გადახდა, მე და ჩემს მეუღლეს დაგვეკისრა 5 000 ლარის სახელმწიფო ბაჟის და 9111,7 ლარის იურიდიული მომსახურეობის გაწევის ხარჯები, თანხის გადახდევინება დადგინდა თინა მურადაშვილის საკუთრებაში არსებული ზემოთმითითებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ თუკი ეს ქონება არასაკმარისი აღმოჩნდება მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი დავალინების გადახდა განხორციელებულიყო ჩემს საკუთრებაში არსებული სხვა აქტივებით. 2010 წლის 25 მაისს სასამართლომ მიიღო განჩინება ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (დანართი 5).

5. ზემოდასახელებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ყველა ინსტანციის სასამართლომ, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2010 წლის 30 სექტემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (დანართ 6).

6. 2010 წლის 21 ოქტომბერს სს `ბანკმა~ რესპუბლიკამ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წ. 25 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით (დანართი 7).

7. 2010 წლის 26 ოქტომბერს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა გამოსცა `წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფილობით აღსრულების შესახებ~ ჯემალ ლეონიძისა და თინა მურადაშვილის მიმართ. წინადადება მე გამეგზავნა 2010 წლის 22 ნოემბერს სად-ის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ჩამბარდა 11 დეკემბერს. ხოლო თინა მურადაშვილს წინადადება არ გაგზავნია (დანართი 8).

8. 2010 წლის 22 ნოემბერს აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერის (და დაყადაღების) შესახებ. აქტს აგრეთვე ხელს აწერენ დამსწრეები თეიმურაზ ქობულაშვილი და შოთა ჩხუტიაშვილი (დანართი 9).

9. 2010 წლის 24 ნოემბერს აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა #7794 წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურს იპოთეკით დატვითრული ქონების შეფასების თხოვნით (დანართი 10).

10. 2010 წლის 22 და 29 დეკემბერს ქონება შეფასებულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის გიორგი მჭედლიშვილის მიერ. კერძოდ, #02/05-0106 დასკვნით შეფასებულ იქნა ქ.მცხეთაში, მრევლიშვილის ქ.18-ში მდებარე სახლი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ 72.07.05.093) 200 000 აშშ დოლარად. ხოლო #02/05-0107 დასკვნით ქ.მცხეთაში პ.იბერიელის (გორის) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.07.05.093) შეფასებულ იქნა 6000 აშშ დოლარად. დასკვნები აღმასრულებელ ნინო ხიზანიშვილს შემფასებელმა გიორგი მჭედლიშვილმა გადაუგზავნა 2011 წლის 06 იანვარს (დანართი 11).

11. 2011 წლის 13 იანვარს აღმასრულებელ ნინო ხიზანიშვილის მიერ გამოცემულ იქნა სპეციალური საჯარო განცხადება 2011 წლის 24 იანვარს 12 საათზე იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ. საჯარო განცხადებაში მითითებული იქნა ობიექტის ფასები, შესაბამისად 100 000 და 3 000 აშშ დოლარი (დანართი 12).

12. 2011 წლის 24 იანვარს ჩატარდა აუქციონი, რომლის თაობაზე აღმასრულებელმა შეადგინა ოქმი. ოქმის თანახმად აუქციონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სს `ბანკ რესპუბლიკამ~ (წარმომადგენელი გიორგი ნოდია), მიხეილ ტყავაძემ, ირაკლი ხაჩიძემ, ნატალია კვანტალიანმა (წარმომადგენელი ნათია ჩაჩუა). აუქციონის შედეგად ორივე უძრავი ქონების შემძენად გამოცხადდა ნატალია კვანტალიანი შესაბამისად 460 000 და 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საბოლოო შეთავაზებებით (დანართი 13).

13. 2011 წლის 02 თებერვალს აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმადაც აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების მესაკუთრედ გამოცხადდა ნატალია კვანტალიანი, რომელმაც ორივე უძრავი ქონების შესყიდვის ფასი_467000 აშშ დოლარი შეიტანა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (დანართი 14).

აუქციონით ქონება გაიყიდა 467 000 აშშ დოლარად. 7 % სააუქციონო ხარჯი_32 690 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დარჩა სააღსრულებო ბიუროს. ამოგებული თანხით დაფარულ იქნა: 434 310 აშშ დოლარი. დარჩა კიდევ 70552,17 აშშ დოლარი და 33427,8 ლარი, რომელიც გადაიხდება ჯემალ ლეონიძის ნებისმიერი სხვა ქონებიდან.

2011 წლის 31 იანვარს აღმასრულებელმა გამოსცა ა10064965-017/001 აქტი სააღსრულებო საქმის თბილისის სააღსრულებო ბიუროსადმი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ამოღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად და მან მოითხოვა სააღსრულებო წარმოების გაგრძელება (დანართი 15).


ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი


შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნინო ხიზანიშვილის მიერ შესრულებული მოქმედებები და აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის შემფასებლის გიორგი მჭედლიშვილისა და ამავე სამსახურის უფროსის ს. კბილაშვილის მიერ გაკეთებული ჩემი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის შეფასება აშკარა კანონდარღვევებითაა შესრულებული, ქონების რეალური იმჟამინდელი მინიმალური ფასი შეადგენდა 1,5 მილიონ აშშ დოლარს, შემფასებლების მიერ ფასი შემცირებულია მინიმუმ 7-8-ჯერ.

სს ბანკ `რესპუბლიკასა~ და ჯემალ ლეონიძეს შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 2.2 მუხლით იპოთეკის გარიგების ღირებულება იყო იპოთეკის თანხა 700 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2.3 მუხლით იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ არანაკლებ 700 000 აშშ დოლარის ოდენობით.

ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სასესხო რისკებიდან გამომდინარე, ბანკები გასცემენ იპოთეკით დატვირთული ქონების ნახევარზე ნაკლები ღირებულების სესხებს, ბანკის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება შეფასებულ იქნა სასეხო ნომინალზე ორჯერ და უფრო მეტად.
აქვე გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ბანკი პირველ შემთხვეაში დარეგისტრირდა მესამე რიგის იპოთეკარად. ხოლო მეორე შემთხვევაში მეორე რიგისად.

ქ.მცხეთაში, მრევლიშვილის ქ.18-ში მდებარე მშენებარე სახლი 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით დატვირთული იყო იპოთეკის ხელშეკრულებებით.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პირველი ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტია 150 000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულებების შემდეგ აშენდა აღნიშნული სახლი, რომელიც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2007 წლის 26 მარტის ექსპლუატაციაში მიღების აქტით და უკვე აშენებული შენობა და მიწის ნაკვეთი დამატებით დაიტვირთა 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებით სს ბანკ `რესპუბლიკის~ 700 000 აშშ დოლარიანი იპოთეკით.

ხოლო მეორე უძრავი ნივთი ქ.მცხეთაში პ.იბერიელის (გორის) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამავე ხელშეკრულებით დაიტვირთა სს ბანკ `რესპუბლიკის~ იპოთეკით ისეთ ვითარებაში, როდესაც უკვე დატვირთული იყო სხვა იპოთეკის ხელშეკრულებით ს/ს `ბტა სილქროუდ ბანკის~ მიერ. ამ უკანასკნელი ხელშეკრულებით კი იპოთეკის საგნის ღირებულება მხარეთა შეთანხმებით იყო 30 000 აშშ დოლარი.

ვარაუდს, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმის შესახებ, რომ აღმასრულებლებმა დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით, აუქციონზე გასატანი ქონება შეაფასეს დაინტერესებული პირის სასარგებლოდ 7-8-ჯერ უფრო იაფად და გამარჯვებულად სწორედ დაინტერესებული პირი გამოაცხადეს, მაძლევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენი, რომლის მიხედვით: აღმასრულებელი ნინო ხიზანიშვილი, შემფასებელი გიორგი მჭედლიშვილი და სააღსრულებო სამსახურის სხვა პირები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 338.2 მუხლით და ნინო ხიზანიშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, ხოლო გ. მჭედლიშვილს კი 2 წელი პირობითი მსჯავრი 10 000 ჯარიმის გადახდით (დანართი 16).

ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა 2011 წლის 20 მარტს წარმოებაში მიიღო სააღსრულებო საქმე, რომლის მიხედვით აუქციონზე უნდა გატანილიყო ქ. მცხეთაში მდებარე 2 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ამ ქონების შესყიდვით დაინტერესებულმა პირმა გიორგი მჭედლიშვილს, ნინო ხიზანიშვილის მეშვეობით შესთავაზა 10 000 აშშ დოალრი ქრთამის სახით, რათა შემფასებელს აუქციონზე გასატანი ქონება შეეფასებინა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად, კერძოდ 400 000 ლარად.

გიორგი მჭედლიშვილმა წინადადება შესთავაზა მის იმჟამინდელ უფროსს არჩილ სალუქვაძეს, როელმაც თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ გ. მჭედლიშვილმა დაინტერესებული პირისაგან მიღებული თანხიდან 2 000 აშშ დოლარი გადასცა ნინო ხიზანიშვილს, ხოლო 8 000 აშშ დოლარი კი თანაბრად გაინაწილა არჩილ სალუქვაძესთან ერთად.

ამის შემდეგ ნ. ხიზანიშვილმა წარმატებით ჩაატარა აუქციონი და გამარჯვებულად გამოაცხადა სწორედ ის დაინტერესებული პირი, რომელსაც 200 000 ლარად შეაძენინა მისთვის საინტერესო ქონება.

ს.ე.ე.ბ-ის დასკვნით დადგინდა, რომ შემფასებელ გიორგი მჭედლიშვილისა და მისი უფროსის ა. სალუქვაძის მიერ შეფასებული ქონების რეალური ღირებულება იყო 1 199 764 ლარი (და არა 400 000).

სწორედ ზემოდასახელებული განაჩენი მაძლევს ზემოთქმული ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, რომ ერთი და იგივე პირებმა, ერთი და იგივე ხელწერით, ერთსა და იგივე ტერიტორიაზე აუქციონზე გასატანი ქონების ღირებულება შეამცირეს ხელოვნურად და დაინტერესებულ პირს მიჰყიდეს. აქედან გამომდინარე, ასეთი მოქმედებები არ შეიძლება, მით უფრო ამ ჯგუფისათვის, ანგარების გარეშე ყოფილიყოს შესრულებული. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ასეთი სამსახურისათვის შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი აშშ დოალრი იყოს გადახდილი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის გიორგი მჭედლიშვილის 2010 წლის 22 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ქ.მცხეთაში, მრევლიშვილის ქ.18-ში მდებარე 303,61 კვ.მ. სახლი, 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს/კ 72.07.05.093) შეფასებულ იქნა სულ 200 000 აშშ დოლარად. ზოგადი ხასიათის, არასრული და უზუსტოა ქონების აღწერა-დახასიათება. კერძოდ, მითითებულია, რომ ობიექტი წარმოადგენს სამსართულიან, მანსარდიან შენობას. სინამდვილეში შენობა არის ოთხსართულიანი, მანსარდი წარმოადგენს შენობის მე-4 სართულს. მითითებულია, რომ შენობა არის ახალი აშენებული და საუკეთესო მდგომარეობაშია. არ არის ჩატარებული საინჟინრი-ტექნიკური კვლევა, არ არის დაზუსტებული თუ რა მასალით არის აშენებული, ოთახებისა და სათავსოების ოდენობა და ფართობი, სამშენებლო ფასი შესაბამისი ხარჯთაღრიცვით, შიდა რემონტი და მოწყობილობები. არ არის განმარტებული რას ნიშნავს საინჟინრო კომუნიკაციები, მათი ჩამონათვალი და ღირებულება. არ არის შეფასებული მიწის ნაკვეთი და შენობა ცალ-ცალკე. შენობის შეფასება უნდა წარმოებულიყო მინიმუმ ორი ექსპერტის მონაწილებით. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაფასებლად ერთს უნდა ჩაეტარებინა საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზა, მეორეს_სასაქონლო-ფულადი.

ამასთან, არ არის მითითებული თუ შეფასების რა კრიტერიუმები და მეთოდიკა იქნა გამოყენებული. არ არის მითითებული და შესაბამისად გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი ისეთი არსებითი მახასიათებლები როგორიცაა კაპიტალურობა, გეგმარება, ჭერის სიმაღლე, ადგილმდებარეობა, პრესტიჟულობა, კეთილმოწყობა და უძრავი ქონების ზონისადმი მიკუთვნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, თუ რა მონაცემების საფუძველზე მიუთითა შემფასებელმა შენობის და მიწის ნაკვეთის ღირებულებად 200 000 აშშ დოლარი და როგორ დაიანგარიშა ეს ღირებულება.

შესაბამისად, აღნიშნული შეფასება დაუსაბუთება არ ემყარება ობიექტურ მახასიათებლებს, მხოლოდ შემფასებლის სუბიექტური მოსაზრებებზე არის დამყარებული და თვითნებურია.

იგივე გიორგი მჭედლიშვილის 2010 წლის 29 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ქ.მცხეთაში პ.იბერიელის (გორის) ქუჩაზე მდებარე 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 72.07.05.093) შეფასებულ იქნა 6000 აშშ დოლარად.

ამ ქონების აღწერა დახასიათების გრაფაში მითითებულია, რომ ობიექტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120 კვ. მ მიწის ნაკვეთს და არ გააჩნია გაუმჯობესება.

ამ შემთხვევაშიც ეს აღწერა-დახასიათება ზოგადი ხასიათის, არასრული და უზუსტოა. კერძოდ არ არის მითითებული და შესაბამისად გათვალისწინებული უძრავი ქონების ღირებულების განმსაზღვრელი ისეთი არსებითი მახასიათებლები, როგორიცაა ადგილმდებარეობა, პრესტიჟულობა, უძრავი ქონების ზონისადმი მიკუთვნება. ამასთან, გაუგებარია თუ რატომ ჩათვალა ეს ქონება შემფასებელმა სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად მაშინ, როდესაც ნაკვეთი მდებარეობს ქ.მცხეთის ტერიტორიაზე, რა მონაცემების საფუძველზე მიუთითა მიწის ნაკვეთის ღირებულებად 6 000 აშშ დოლარი და როგორ დაიანგარიშა ეს ღირებულება.

შესაბამისად, აღნიშნული შეფასებაც დაუსაბუთებელია, არ ემყარება ობიექტურ მახასიათებლებს, მხოლოდ შემფასებლის სუბიექტური მოსაზრებებზე არის დამყარებული და თვითნებურია.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 2012 წლის 29 ივნისის ცნობით გიორგი მჭედლიშვილმა ასოციაციაში სერთიოფიცირება გაიარა მხოლოდ 2011 წლის 11 მაისს. ეს იმას ნისნავ, რომ ამ ბატონს არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება აუქციონზე გასატანი ქონების შეფასებისა. (დანართი 17).

ზემოთ გამოთქმულ ვარაუდს, რომ მოხელეებმა მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ ჩაიდინეს ინკრიმინირებული ქმედება კიდევ უფრო ამყარებს ქვემოთჩამოთვლილი დარღვევები, რაც დაუშვა აღმასრულებელმა ნ. ხიზანიშვილმა და მისმა სამსახურმა. კერძოდ:

1. იძულებითი აუქციონის პროცედურა იყო კანონშეუსაბამო, რადგან მის მომზადების და ჩატარების დროს არ იქნა უზრუნველყოფილი და დაცული ჩემი, როგორც მესაკუთრის უფლებები. კერძოდ,
• მე არ ჩაბარებია სააღსრულებო წარმოებისას მიღებული აქტები, გარდა აღმასრულებლის 2010 წლის 26 ოქტომბრის #ა10064965-004/001 წინადადებისა, რომელიც ჩამბარდა თვენახევრის შემდეგ _ 2010 წლის 13 დეკემბერს (ასეთი შეტყობინება ჩემს მეუღლეს (მესაკუთრეს) თინა მურადაშვილს არ ჩაბარებია) და შეტყობინებისა აუქციონის შესახებ #ა10064965-011/001, რომელიც თინა მურადაშვილს ჩაბარდა 2011 წლის 17 იანვარს, ხოლო მე, რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2011 წლის 20 იანვარს. ამით აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა ხელოვნურად შემზღუდა ჩემი უფლებების სათანადოდ განხორციელებაში.
• არ იქნა უზრუნველყოფილი გავცნობოდი სააღსრულებო დოკუმენტაციას და მიმეღო მონაწილეობა საარსრულებო წარმოების პროცედურებში. განსაკუთრებით ეს ეხება ქონების აღწერის, დაყადაღების, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის და აუქციონზე უშუალოდ მონაწილეობის პროცედურას. მე გახლდით პატიმარი და ჩემი მონაწილეობა სააღსრულებო წარმოებაში უნდა უზრუნველეყო სასამართლო აღმასრულებელს ნინო ხიზანიშვილს სააღსრულებო დოკუმენტაციის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაგზავნით და ბადრაგირების სპეციალური ღონისძიებით სააღსრულებო მოქმედებზე დასწრებით. ამასთან, აუქციონი 2011 წლის 24 იანვარს ჩატარდა ისე, რომ აღმასრულებელს არ გააჩნდა დადასტურება ჩემთვის აუქციონის შესახებ შეტყობინების ჩაბარების თაობაზე, რომელიც სად-ის #16 დაწესებულებიდან გამოიგზავნა 2011 წლის 30 იანვარს

• ასეთივე დარღვევებით იქნა სააღსრუელბო წარმოება სესრულებული თინა მურადაშვილის მიმართაც, კერძოდ, ისიც არ იქნა უზრუნველყოფილი გაცნობა სააღსრულებო დოკუმენტაციასთან და მიეღო მონაწილეობა სააღსრულებო წარმოების პროცედურებში.

• იძულებითი აუქციონი საჯარო შეტყობინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოცხადდა 2010 წლის 18 იანვარს. აუქციონი ჩატარდა 2010 წლის 24 იანვარს. მოქმედი კანონმდებლობლობით აუქციონის შესახებ განცხადება უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ 7 დღით ადრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-და 122 მუხლების დანაწესიდან გამომდინარე გამოქვეყვებიდან 7-დღიანი ვადა გადიოდა 2010 წლის 25 იანვარს. შესაბამისად აუქციონი უკანონოა მისი ჩატარების თარიღიდან გამომდინარეც.

მიმაჩნია, რომ მოხელის მიერ ზემოჩამოთვლილი კანონდარღვევები ემსახურებოდა ერთ მიზანს – აუქციონზე გასატანი ქონება დაინტერესებულ პირს ნატალია კვანტალიანს შეეძინა მინიმალურ ფასად. ჩემი ან თუნდაც ჩემი მეუღლის კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობა არ მისცემდა აღმასრულებელსა და შემფასებელსაც დაბალი ფასის დადგენასა და რეალიზაციაში. სწორედ ამ მოტივით არ შეგვატყობინეს სათანადო ინფორმაციები მოხელეებმა რამეთუ ხელი არ შეშლოდათ დიდი ოდენობით ქრთამის მიღებაში.

ასევე ნიშანდობლივია კიდევ ერთი გარემოება. კერძოდ, ქონების გაყიდვის შემდეგ მე ბანკისთვის გადასახდელი კიდევ დამრჩა 70552,17 აშშ დოლარი და 33427,8 ლარი (დაახლოებით 95 000 აშშ დოლარი), რაც უნდა გადამხდეს სამომავლოდ შეძენილი ქონებიდან.

ბუნებრივია კითხვა, რატომ დათანხმდა ბანკი ‘’რესპუბლიკა’’ აღმასრულებელს ამ ნიშნულზე გაჩერებას (თუნდაც 100 000 აშშ დოლარით მეტი რატომ არ მოითხოვა) ან რატომ არ დაიტოვა ქონება, რომლის რეალური ღირებულება ყველაზე უფრო კარგად სწორედ რომ მას მოეხსენებოდა. ქონების დატოვების შემთხვევაში მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარით მოგებაში რჩებოდა.

მიმაჩნია, რომ აკითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ობიექტური გამოძიების შედეგად შეიძლება მივიღოთ.


ამდენად,
[/left]


აღმასრულებელმა ნინო ხიზანიშვილმა შემფასებელმა გიორგი მჭედლიოშვილმა და შეფასების სამსახურის უფროსმა ს. კბილაშვილმა ჩემს მიმართ დარღვიეს:
• საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42.1 მუხლები;
• ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4.2, მე-5, მე-8.1, მე-12.1, მე-13, 53.1-6, 54.1; 95.1-2, 96.1-2, 98-ე და 99-ე მუხლები;
• საქართველოს კანონის `სააღსრულებო წარმოებათა შესახებ~ მე-5.4, მე-17.1, მე-17.7, მე-17.10, მე-18.1 ა)_ვ), მე-18.3, მე-181.1, მე-18.3, მე-19, 28-ე, 47.4, 48.1 ი) და კ), 48.3-ე, 631.1 , 71-ე, 821.1 მუხლები;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბროს @221-ე ბრძანებით დამტკიცებული `სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის~ 1.3-ე, მე-10 ა), დ), ი) პ) მუხლები.
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #141 ბრძანებით დამტკიცებული `იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის~ მუხლი 1.1, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლები.


გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ,აშეისწავლოთ წინამდებარე განცხადება და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები.

პატივისცემით,
ჯემალ ლეონიძე

მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის ხელმოწერას ვესწრებოდი ს.ა.დ. ქ. რუსთავის #16 დაწესებულების სოციალური მუშაკი



პ.ს.
2012 წლის 03 და 20 აგვისტოს მცდელობებისა საპყრობილის ადმინისტრაციაის მიერ ვერ იქნა დადასტურებული პატიმრის ხელმოწერის ნამდვილობა. პროკურატურამ საჩივარი წარმოებაში მიიღო მხოლოდ სოციალური მუშაკის დადასტურებით.
ზურაბ თოდუა





დანართი 102 გვერდზე

როგორ  "აახიეს"ჯ. ლეონიძეს  საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
როგორ  "აახიეს"ჯ. ლეონიძეს  საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
როგორ  "აახიეს"ჯ. ლეონიძეს  საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!