სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » მისაღები თანხები ბანკებიდან
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Декабрь 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
--- მისაღები თანხები ბანკებიდან
ავტორი Admin, 28-05-2012, 22:00 | კომენტარები (0)
საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს
შპს “მაგნატი”-ს გაკოტრების მმართველს ბატონ ვახტანგ კაპანაძეს
(ინფორმაციებისთვის) ს/ს ბანკებს “რესპუბლიკას” და ~თიბისი”-ს
ჯემალ ლეონიძის, მოთავსებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის #16 დაწესებულებაში

ს ა ჩ ი ვ ა რ ი

1. შპს “მაგნატი 2006” უკვე საკმაოზე მეტი დროა იმყოფება გაკოტრების რეჟიმში
2. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ბ. გუგეშაშვილი აწარმოებს ჩემი განცხადებისა და ჩემს მიერ 2011 წლის 05 ივლისს მიცემული ჩვენების შემოწმებას.

3. ვაცხადებ, რომ კომპანია ხელოვნურად იქნა გაკოტრებული მისი რამდენიმემილიონიანი ქონების იაფად ხელში ჩაგდებისა და ქვეყნის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ბაზარზე კონკურენტის ჩამოშორების მიზნით (გაკოტრების რეჟიმის სწორად წარმართვის შემთხვევაში კომპანიას უნდა დაეფარა ყველა ვალი და დარჩენოდა მოგება).

მიმაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის მიერ არ არის სათანადოდ შესწავლილი, გამოკვლეული “მაგნატი 2006”ის ყველა ვალდებულება და მის წინაშე ვალდებული სხვა კომპანიების ვალდებულებები, კერძოდ:

1. 2009 წლის 27 მარტის მემორანდუმით შპს “მაგნატ 2006”-ს გააჩნდა ვალი 11 802 924 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც `თიბისი“ ბანკის ვალი შეადგენდა 8 370 924 აშშ დოლარს, ხოლო ბანკი “რესპუბლიკის”-ა კი - 3 432 000 აშშ დოლარს (დანართი 1. მემორანდუმი).

2. იგივე მემორანდუმით ქ(ქონებების გადაფორმების შემდეგ) `მაგნატს” დარჩა ვალი 1 942 937 აშშ დოლარი ბანკი `რესპუბლიკის” მიმართ.
3. 2009 წლის 18 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ს/ს `პრობლემური სესხების სააგენტოს” წარმომადგენელმა გიორგი საძაგლიშვილმა 1 200 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს “მწვანე კონცხი” (რესტორანი) (დანართი 2).

4. 2009 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა აქტი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვით შპს `მაგნატი გვირილა” (რესტორანი) 1 256 400 აშშ დოლარად გადაეცა შპს `სატივე გვირილას” (წარმომადგენელი გიორგი საძაგლიშვილი) (დანართი 3).

5. რესტორნების `მწვანე კონცხისა” და `მაგნატი გვირილას” მიღებასთან ერთად მიმღებმა – ბანკმა “რესპუბლიკამ” ასევე მიიღო იპოთეკებით დაუტვირთავი მოძრავი ქონებები - `მწვანე კონცხიდან” – 32 000 აშშ დოლარისა და “მაგნატი გვირილადან” – 43 600 აშშ დოლარად ღირებული ( სულ 75 600 აშშ დოლარი) (დანართი 4, 5).

6. ს/ს `ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიის” დაფუძვნებისას ბანკმა `რესპუბლიკამ” მიიღო ამ კომპანიის წილი 9,9 %-ის ოდენობით. ამ დროისათვის ამ წილის ნომინალური ღირებულება იყო 1 200 000 აშშ დოლარი (დანართ 6. წესდება).

ამდენად,

ბანკმა `რესპუბლიკამ” მიიღო სულ 3 731 400 აშშ დოლარი (1 200 000 + 1 200 000 + 1 256 400 + 75 600). ამ თანხას უნდა გამოკლებოდა მემორანდუმით დადგენილი `მაგნატი 2006”-ის ვალი – 1 942 937. ანუ ბანკი “რესპუბლიკის” დავალიანება `მაგნატი- 2006”ის მიმართ შეადგენს 1 713 463 აშშ დოლარს (3 731 400–1 942 937= 1 713 463). ეს თანხა ბანკს `მაგნატი 2006”-ისთვის დღეის მდგომარეობითაც არ გადაუხდია.

7. 2009 წლის 27 მარტის მემორანდუმით `თიბისი” ბანკი ვალდებული იყო საინვესტიციო ობიექტის (იგულისხმება ს/ს `ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია”) 25 % -იან წილში აქტივის სახით გამოეყო 3 მილიონი აშშ დოლარი (იხ. მემორანდუმი პუნქტი 1, გარიგების პირობები). ეს ვალდებულება ამ ბანკს (მიმაჩნია, რომ დაინტერესებული პირებიდან მომდინარე ზეწოლის გამო) არ შეუსრულებია.

"მაგნატი 2006”-ის ქონების გადასვლა სხვა კომპანიებისადმი

8. 2009 წლის მარტიდან იწყება "მაგნატი”-ის ქონების მიმართ აქტიური მოძრაობები (განსაკუთრებით აქტიურია ბანკი"თიბისი”)

9. 2009 წლის 27 მარტს დგება მემორანდუმი, რომლის მიხედვით "თიბისი” აცხადებს სურვილს საინვესტიციო ობიექტის 25%-ს 3 მილიონ აშშ დოლარად შეძენის შესახებ. იგივე მემორანდუმით ბანკი "რესპუბლიკის” მიმართ "მაგნატს” რჩება 1 942 937 აშშ დოლარი ვალი

10. 2009 წლის 24 აპრილს დგება შეთანხმება "თიბისი”-სა და "მაგნატს” შორის $9_სში ასახული გარემოებების შესახებ

11. 2009 წლის 29 აპრილს "მაგნატის” მიერ ფუძვნდება ს/ს "ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კორპორაცია” - ნსკ
12. 2009 წლის 18 და 24 აგვისტოს ბანკი "რესპუბლიკა” იძენს რესტორნებს "მწვანე კონცხსა” და "გვირილას” 2 456 400 აშშ დოლარად. . . . . ..

13. 2009 წლის 31 აგვისტოს "თიბისი” ბანკი და ზაალ სამხარაძე საპყრობილეში უგზავნიან ჯემალ ლეონიძეს შეთანხმების პროექტს, სადაც ითხოვენ 5 მილიონ 127 000 აშშ დოლარის ვალად აღიარებას. ჯ. ლეონიძე ითხოვს სანაცვლო ვალდებულებად 4 ობიექტის მიმართ არსებული დავალიანების ჩათვლას. . . . . მხარეები ვერ შეთანხმდნენ.


14. 2009 წლის 10 დეკემბერს იმართება ს/ს "ნსკ” საერთო კრება, სადაც ბუჩუკურმა (ჯ. ლეონიძის ფაქტობრივი 24%-იანი წილი) "შესვენების” შემდეგ გიორგი ასლანიკაშვილის (ბანკი "რესპუბლიკა”) სასარგებლოდ უარი განაცხადა 19% -ზე და დაუთმო იგი "ნებაყოფლობით”.


ამდენად, $6, $7-ში ასახული გარემოებები (ბანკი “რესპუბლიკის” მიერ 1 713 463 აშშ დოლარის უძრავი ქონების მისაკუთრება, და ~თიბისი” ბანკის მხრიდან აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა) და თანამდევი სხვა გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა სხვა, ასევე დაინტერესებული პირების მხრიდან განხორციელებული ქმედებებით, კომპანია ხელოვნურად იქნა მიყვანილი გაკოტრებამდე, ხოლო მისი რამდენიმემილიონიანი ქონება იაფად იქნა შეძენილი იგივე დაინტერესებული პირის მიერ. . . . . .

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სათანადო რეაგირებას ვითხოვ წინამდებარე განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე.

პატივისცემით,
ჯემალ ლეონიძე

22 ნოემბერი 2011 წელი
დანართი ფურცლად

მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის ხელმოწერას ვესწრებოდი რუსთავის #16 დაწესებულების სოციალური მუშაკი
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!