სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » ლეონიძე-უკანონო პატიმარი [ქართულად]
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Август 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- ლეონიძე-უკანონო პატიმარი [ქართულად]
ავტორი Admin, 5-05-2012, 22:15 | კომენტარები (0)
ლეონიძე-უკანონო პატიმარი [ქართულად]



საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს ბატონ დ. ლორთქიფანიძეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში
საფრანგეთის ელჩს საქართველოში

ევროპარლამენტის ელჩს საქართველოში

ევროსაბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში

ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის


კონსტიტუციის 42-ე მუხლს

ჯემალ ლეონიძე 2009 წლის აგვისტოში სსკ 180 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დააპატიმრეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სახით განუსაზღვრა 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 000 ლარის ზარალის ანაზღაურება. დაკავებამდე მისი პირადი ქონება წილები კომპანიებში დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადეგნდა. ამჟამად, იმყოფება რა პატიმრობაში, მის ოჯახს არ გააჩნია საკუთრება საცხოვრებელი ბინის სახითაც კი.
ჯემალ ლეონიძე დაკავებამდე იყო შპს “მაგნატი 2006”-ს 75% წილის მეპატრონე. ეს კომპანია ქვეყნის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ქსელების 8-10 - %-ის მფლობელი იყო. კომპანიას გააჩნდა 4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზოგასამართი სადგური, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა. კომპანიის ქსელებიდან ყოველთვიურად 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტის რეალიზაცია ხორციელდებოდა. კომპანიაში დასაქმებული იყო 200-ზე მეტი თანამშრომელი.

დაპატიმრების შემდეგ ბანკი “რესპუბლიკასთან” იპოთეკური ხელშეკრულების სანაცვლოდ იდება ნასყიდობის ხელშეკრულება ორ რესტორანზე. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და იპოთეკური ვალდებულებების გათვალისწინებით ბანკ “რესპუბლიკას” კომპანიისთვის გადასახდელი დარჩა 1 მილიონ 734 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის აგვისტოში მთავარი პროკურატურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სამწუხაროდ, გამოძიებას ამ დროისათვის სხვა ქმედება არ შეუსრულებია.

ს.ს “თბშ” ბანკმა იპოთეკური ხელშეკრულებების სანაცვლოდ 30 მილონ აშშ დოლარად შეფასებული კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონება 12,5 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა კომპანია “გალფ”-ს. კომპანია “მაგნატი 2006” კი გაკოტრების რეჟიმშია.

ჯ. ლეონიძისა და მისი კომპანიის წინააღმდეგ შესრულებული მოქმედებები, მაძლევს სრულ საფუძველს, განვაცხადო, რომ იგი, დაპატიმრებიდან – 2009 წლის 13 აგვისტოდან უკანონო პატიმარია, მის წინააღმდეგ საქმე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესებიდან გამომდინარე იქნა შეთითხნილი, სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლით კი იმავე ძალების მიერ “დაკანონებულ” იქნა მისი პატიმრობა ხანგრძლივი დროით, სასამართლო “განხილვების” პერიოდში კომპანიის საკუთრება მიზერულ ფასად დასაკუთრებულ იქნა დაინტერესებული ძალების მიერ.

ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების სრულად გამოყენებამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში ცალ-ცალკე მიიღო ჯ. ლეონიძის საჩივრები სისხლის სამართლის საქმისა და სამოქალაქო დავის ნაწილებში.

ჯემალ ლეონიძემ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივად ვერ განვახორციელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო უფლება. ეს ყოველივე მდგომარეობს შემდეგში:

შიდასახელმწიფოებრივი ნორმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით მკაცრადაა განსაზღვრული `საქმის განხილვის გონივრული ვადა”. ქართული კანონმდებლობით საქმის სააპელაციო განხილვის ვადად მიჩნეულია სამი თვე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 528.2 “სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა”. ამდენად, ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა 2010 წლის 24 სექტემბრამდე. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ საქმე დაამთავრა მხოლოდ 2011 წლის 01 მარტს (8 თვისა და 3 დღის შემდეგ).

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ძვ. რედაქცია) მუხლი 216. “საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ არის აღდგენილი”. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის შემდეგ საქმის განხილვის ვადა არ გაუგრძელებია.

ამდენად, ჯ. ლეონიძის სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 01 მარტამდე (სულ 10 სასამართლო სხდომა) იხილებობა უკანონო საპროცესო მოქმედებებით, არაუფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ და ამ სასამართლოს მიერ 2011 წლის 01 მარტს მიღებული განჩენი (საპროცესო გადაწყვეტილება) მის მიმართ უკანონოა თუნდაც იმის გამო, რომ იგი საპროცესო ვადების დარღვევითაა მიღებული.

ასევე, ზემოაღნიშნული უფლების დარღვევით ჯ. ლეონიძემ ვერ განვახორციელა სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლო განხილვის უფლება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 517 მუხლით (ძვ. რედაქცია) “განსასჯელს . . . უფლება აქვს მოითხოვოს საქმის განხილვა არანაკლებ ორ ინსტანციაში”. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 24 სექტემბრის შემდგომ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება უკანონოა.

სააპელაციო საჩივარის განხილვის გაჭიანურება 8 თვისა და 3 დღის მანძილზე გამოწვეულია მხოლოდ ერთადერთი გარემოებით _ “განაჩენის” მიღებამდე 8 დღით ადრე დამთავრდა კომპანია “მაგნატი 2006”ის საკუთრებების სრულად გადაასვლა “თბშ” ბანკის მეშვეობით “გჲლფ”-ს საკუთრებაში. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა განაჩენის გამოცხადების შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო ვადების დარღვევისა, საკუთრების უფლების ხელყოფისა და სხვა გერმოებების გამო სათანადო რეაგირების მოთხოვნით ჯ. ლეონიძემ სათანადო განცახდებებით მიმართა სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს. სახალხო დამცველის აპარატმა მხოლოდ ბოლო წუთს შეიკავა თავი სათანადო რეაგირებაზე, ხოლო საპარლამენტო კომიტეტის მიერ იუსტიციის საბჭოს წინაშე დაისვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა.
ამდენად, მიმაჩნია, რომ ჯემალ ლეონიძის დაკავება, მისი გამწესება საპატიმროში მიზანმიმართულად მისი საკუთრების დაუფლების მიზნითაა განხორციელებული. ყოველივე ამის გამო იგი თავს თვლის უკანონო პატიმრად და ითხოვს სათანადო რეაგირებას.

პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

05 მაისი 2012 წელი
დეტალური ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე
Leonidze-magnati.ge
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!