სახელი:
პაროლი:
დაგავიწყდა პაროლი?
მთავარი გვერდი » მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტისადმი და პასუხი კომიტეტიდან
ნავიგაცია
» მთავარი გვერდი
» ბიოგრაფია
» ბიზნეს საქმიანობა
» საიტის მიზანი
მოთხოვადი სტატიები
კალენდარი
«    Октябрь 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
--- მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტისადმი და პასუხი კომიტეტიდან
ავტორი Admin, 22-04-2012, 16:12 | კომენტარები (0)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს ბატონ დ. ლორთქიფანიძეს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის სისხლის სამართლის საქმეზე)
შპს “მაგნატი 2006”-ისა და მისი მეპატრონის ჯემალ ლეონიძის შესახებ ინფორმაცია 2011 წლის ივლისში მოგაწოდეთ. ამის შემდეგ საქმე გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც ამ საქმეს მიანიჭა ნომერი 56014/11.
ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი დასაბუთებულია სათანადოდ და დასახელებულია მოთხოვნები ევროკონვენციის მე-6 მუხლის ჳ-ლი პარაგრაფის, მე-6 მუხლის 3 პარაგრაფის დ ქვეპუნქტითა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით.
შიდასახელმწიფოებრივი რეაგირება დასახელებულ მოთხოვნებზე უშუალო პირდაპირი კომპეტენციას წარმოადგენდა ჩარევა და სათანადო რეაგირება სახალხო დამცველის მხრიდან. კერძოდ, სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად ამ უწყებას რეაგირება უნდა გაეკეთებია მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის მიმართ სააპელაციო ვადების დარღვევისა და პირის ორი ინსტანციის სასამართლო უფლების განუხორციელებლობის თაობაზე.
2011 წლის 27 ივლისს ამ საკითხზე სათანადო განცხადებით მივმართე სახალხო დამცველს (დანართი 1), საიდანაც 2011 წლის 09 დეკემბერს მაცნობეს სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შესახებ, რომ მართალია აპელანტ ჯემალ ლეონიძეს სააპელაციო განხილვის ვადები დარღვა, მაგრამ ამ დარღვევაში სასამართლოთა ბრალეულობა არ გამოვლინდაო (დანართი 2).
ბუნებრივია ორი ლოგიკური კითხვა
1. თუ დადგენილია, რომ პირს დაერღვა სააპელაციო განხილვის ვადა, რატომ არ უნდა დადგეს ვადის დარღვევით გასამართლებული პირის პატიმრობის კანონიერებისა და ვადის დამრღვევი სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხების განხილვა. სსსკ მუხლი 528.2 (ძვ. რედაქცია) “სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვისა”.
2. თუ ვადის დარღვევა ცხადია, რატომ არ მოხდა სსსკ მუხლი 216-ე (ძვ რედაქცია) მუხლის გამოყენება უზენაესი სასამართლოს მიერ. ამ მუხლით: “საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ არის აღდგენილი”.
მივიჩნიე რა სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თ.ზუბაშვილის პასუხი დაუსაბუთებლად, გავასაჩივრე სახალხო დამცველთან (დანართი 3).
მიმაჩნია, რომ ჯემალ ლეონიძეს სააპელაციო ვადების დარღვევის შედეგად დაერღვა უფლება სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართოზე, რამეთუ მას შემდეგ რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 სექტემბერს ამოეწურა სააპელაციო განხილვის სამ თვიანი ვადა და ეს ვადა არ იქნა გაგრძელებული, ამ ინსატანციის სასამართლო, რომელმაც განაგრძო ჯ. ლეონიძის საქმის განხილვა არ იყო უფლებამოსილი ამ ქმედების განხორციელებისა, ანუ იყო თვითმარქვია სასამართლო, რომელმაც უკანონო პატიმრობაში ამყოფა მთელი სააპელაციო განხილვის განმავლობაში აპელანი (8 თვე და 3 დღე) და იგივე არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ 10 წლითა და 6 თვის ასევე უკანონოდ გაამწესა იგი საპყრობილეში.
ამდენად, საქმე გვაქვს უტყუარ მკიცებულებაბზე დაყრდნობილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც იძლევა ნათელ სურათს, რომ პატიმრობაში მყოფი პირი ჯემალ ლეონიძე უკანონო სასამართლო შემადგენლობის მიერ უკანონოდ შესრულებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიღებული უკანონო განაჩენით მოთავსებულია საპყრობილეში 2011 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე.
ასევე მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთ ფაქტზე შესულ განცხდებებზე, სხვა შენთხვევებში, თავად სახალხო დამცველი მიწერდა ხოლმე ხელს. აქ კი დეპარტამენტის უფრასმაც უარი განაცხადა ამ წერილზე ხელმოწერაზე და მის მოადგილეს დაავალა ხელმოწერა. ზ. თ.) სახელით დაუსაბუთებელი უარის თქმა ჯ. ლეონიძის მიმართ არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სახალხო დამცველმა გადაწყვიტა (ან პასიურ მდგომარეობაში ყოფნა მოსთხოვეს) არ შესულიყო კონფლიქტში ხელისუფლებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თვით სახალხო დამცველს უნდა აემაღლებია ხმა უკანონო პატიმრის შესახებ და მოეთხოვა მოსამართლეთა ბრალეულობის საკითხის დაყენება.
ამდენად, ვაცხადებ, რომ ჯემალ ლეონიძე 2011 წლის 22 სექტემბრიდან უკანონო განაჩენითაა მოთავსებული საპყრობილეში, იგი უკანონო პატიმარია ხოლო მისი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარისაგან შემდგარი ქონება მიზერულ ფასად გადაეცა კომპანია « გალფს ».
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გთხოვთ, თქვენდამი არსებული კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოთ სათანადო რეაგირება.
პატივისცემით,
ზურაბ თოდუა

http://www.picz.ge/img/s3/1204/26/5/5cd72b0b722c.jpg




საქართველოს იუსტიციისსაბჭოს თავჯდომარეს
ბატონ ვალერი ცერცვაძეს
ასლი: ბატონ ზურაბ თოდუას
ს.ს.ი.პ. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას”
თბილისი, ნუცუბიძის 221,5/25
ბატონო ვალერი,
საქართველოს პარლამენტში ჩემს სახელზე შემოვიდა ადვოკატ ზურაბ თოდუას #13722 განცხადება. განცხადების შინაარსით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შპს “მაგნატი 2006”-ისა და მისი მეპატრონის – ამჟამად, მსჯავრდებულ ჯემალ ლეონიძის მიმართ, დარღვეულ იქნა სააპელაციო ვადები. ადვოკატი ასაბუთებს, რომ მსჯავრდებულმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლს უფლებით, რითაც დაირღვა ევროკონვენციის 6-ე მუხლი.
მინდა ავღნიშნო, რომა ღნიშნულის შესახებ საჩივარი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმნაციით, აპელანტი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 3 დღე, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უკვე არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ, მსჯავრდებული 2011 წლიოს 24 სექტემბერს უკანონოდ გაამწესა საპყრობილეში.
ადვოკატმა სამართლიანად მიიჩნია, რომ უნდა ამოეწურა შიდასახელმწიფოებრივი რესურსები და ამ მიზნით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, რომლის დასკვნაც თან ერთვის წარმოდგენილ განცხადებას.
ადვოკატის აზრით, სახალხო დამცველის აპარატის აპსუხი დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს უფლებადარღვეული პირის პრობლემაზე სამართლიანი რეაგირების თავიდან აცილებას, ვინაიდან სსსკ-ის 216 მუხლის თანახმად: “საპროცესო მოქმედება, რომელიც დადაგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება თუ ვადა არ არის აღდგენილი”. ამ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის შემდეგ ვადა არ გაუგრძელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, შეისწავლოთ წარმოდგენილი განცხადება და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები, ასევე გთხოვთ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გამნცხადებელს გასცეთ დასაბუთებული პასუხი.
პატივისცემით,
დანართი 9 ფურცლად
მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტისადმი და პასუხი კომიტეტიდან
 (голосов: 0)
 

დაფარული ტექსტის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ტექსტის სანხავად
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.
გამოკითხვა
სასურველი ნავიგაცია
{სასურველი ბლოკის ტეგი}
ფაილების არქივი
Июль 2016 (1)
Июнь 2016 (1)
Май 2016 (5)
Февраль 2016 (10)
Январь 2016 (1)
Май 2015 (1)
ჯემალ ლეონიძე თავისუფალია!